Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ბიზნესი VS კორონავირუსი - იგორ სტეპანოვი ბიზნესი საუბრობს კრიზისის მართვის შესახებ!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

იგორ სტეპანოვი
Mastercard-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში

"ბოლო დროს, COVID-19-ის პანდემია მთელ მსოფლიოში ჩვენი ახალი რეალობის ნაწილი გახდა. ყოველდღიურად, ახალი საპასუხო ზომებისა და ქმედებების მოწმე ვიყავით − როგორც მთავრობის, ისე სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, რამაც თავის მხრივ, ახალი რეალობა და გამოწვევები წარმოშვა. ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანს შეეხო, თუმცა მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტები არ შეცვლილა − უწინდებურად, ჩვენი რესურსებით, ადგილობრივ ქართულ საზოგადოებას მხარდაჭერა არაერთი მიმართულებით გამოვუცხადეთ.

პანდემიის დროს, მუშაობის დაბალანსებული გრაფიკი გვაქვს და ჩვენს თანამშრომლებს საშუალებას ვაძლევთ, თავად აირჩიონ − დისტანციური მუშაობა სურთ თუ ოფისში. მათთვის, ვინც ოფისში ამჯობინებდა მუშაობის გაგრძელებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით მოვაწყეთ ჩვენი ოფისები. ჩვენი კომპანია ტექნოლოგიურად ძალიან პროგრესული და დახვეწილია, და ყველა შესაძლებლობა გვაქვს, თანამშრომლებს შინიდან მუშაობის პირობები შევუქმნათ. შეგვიძლია 7 დღის განმავლობაში 24 საათი აქტიურები ვიყოთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვლავ ძალიან ეფექტურები ვართ.

ამ უპრეცედენტო დროს მაქსიმალურად ვეცადეთ მოქნილები ვყოფილიყავით, რათა ახალ პირობებთან ადაპტირება შეგვძლებოდა. ამასთან ერთად, ვცდილობდით ზუსტად განგვესაზღვრა, რა მოთხოვნები და საჭიროებები არსებობდა საზოგადოებაში და სავაჭრო ეკოსისტემაში. მაგალითად, ჩვენ ელექტრონული კომერციის როლი გავაცნობიერეთ და მის განვითარებას შევეცადეთ, ასევე, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის მართვაც დავიწყეთ. სასიამოვნო მოულოდნელობაა, რომ მომხმარებლები კიდევ უფრო აქტიურად არიან ჩართულნი პროცესებსა და პროექტებში. ბარათებით განხორციელებული უკონტაქტო ტრანზაქციების რაოდენობაც გაიზარდა. მაგალითისთვის, მაისში უკვე 20%-იანი ზრდა ფიქსირდება. იმისათვის, რომ უფრო მეტად შეემცირებინა ვირუსის გავრცელების რისკი, მსოფლიოს 29 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, Mastercard-მა უკონტაქტო ტრანზაქციების ლიმიტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ჩვენთან 45-დან 100 ლარამდე გაიზარდა.

Covid-19-ის დროს წამითაც არ შეგვიწყვიტავს მუშაობა, შევეცადეთ ბიზნესსაც დავხმარებოდით და საზოგადოებასაც. Mastercard-ის ინიციატივა იყო პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ბილ და მელინდა გეიტსების ფონდ Wellcome-თან, რომლის მიზანიც Covid-19-ის ვაქცინის შექმნაა. ორივე მხარემ აქ ერთობლივად $125 მილიონის ინვესტირება მოახდინა. გარდა ამისა, ჩვენ გავიაზრეთ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ასეთ პერიოდში მომხმარებლებისთვის ინტერნეტი და Magti-სთან ერთად რამდენიმე პაკეტი შევქმენით მომხმარებლისთვის, რათა დაბალ ფასად ჰქონოდათ ინტერნეტი. Mastercard-ი იმ ოჯახებსაც უჭერს მხარს, რომლებსაც ბავშვებისთვის და საგანმანათლებლო მიზნებისთვის სჭირდებათ ინტერნეტი; ასევე, Wolt-თანაც ვითანამშრომლეთ და Mastercard-ის ნებისმიერი ბარათის მფლობელს, მიტანის სერვისის თანხას მთლიანად ჩვენ ვუნაზღაურებდით. ამავე პერიოდში გადავწყვიტეთ მხარი დაგვეჭირა იმ ექიმებისთვის, რომლებიც კოვიდ-სპეციალიზებულ კლინიკებში მუშაობენ და სრულიად უფასოდ უზრუნველვყოფთ მათ ყოველდღიურ, ინდივიდუალურ ტრანსპორტირებას შინ და სამსახურში. Mastercard-ი, ამასთან ერთად, Carrefour Georgia-სთან ერთად, წითელი ჯვრისა და ქ. თბილისის მერიის ინიციატივასაც შეუერთდა მარტოხელა ხანდაზმულთა დასახმარებლად.

ეს ჩვენთვის დიდი გაკვეთილია და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხი ცდილობდა გაეთვალისწინებინა მთავრობის მიერ შემოღებული წესები, რის შედეგსაც ჩვენ ვხედავთ. მოქალაქეები ყველანაირად ცდილობდნენ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, მათზეც ეზრუნათ, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. ეს ყველაფერი მიუთითებს, თუ რამდენად პროგრესულად და გააზრებულად მოქმედებს საზოგადოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

ეს პერიოდი რთულად გადასალახი იყო, არა მხოლოდ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურადაც, თუმცა იმედი მაქვს, ყველა მოვუძებნით სასარგებლო გამოყენებას და მიღებული გამოცდილებით სწორი ნაბიჯების გადადგმას შევძლებთ ჩვენი განვითარებისთვის."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინდუსტრიული ტრენდები

ფინო - წარმატების 13 წელი

"ფინოს" პორტფელი საკმაოდ მრავალფეროვანია, 13 წლის განმავლობაში მან 300-ზე მეტ კომპანიას გაუწია მომსახურება თითქმის ყველა ინდუსტრიიდან.