ბიზნესი VS კორონავირუსი - ირაკლი ძაგანიშვილი ბიზნესი საუბრობს კრიზისის მართვის შესახებ!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ირაკლი ძაგანიშვილი
Beard.ge-ის თანადამფუძნებელი
"ჩვენი მიზანია, Covid-19-ისგან გამოწვეული კრიზისის პერიოდში გუნდის სრულად შენარჩუნება, ხელფასების გაცემა და ახალ რეალობასთან მაქსიმალურად ადაპტაცია.
სავაჭრო ცენტრების დროებით დაკეტვის შემდეგ, ონლაინშეკვეთებზე გავაუქმეთ მიწოდების საფასური მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იყო ჩვენი მხრიდან Beard. ge-ის მომხმარებლების მიმართ ერთგვარი თანადგომა და სტენდების დროებით დაკეტვისგან გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქება.
აპრილში ონლაინვაჭრობის შეზღუდვის მიუხედავად, Beard.ge-ზე შეკვეთების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენი მომხმარებლები ანგარიშსწორებას ბარათით ახორციელებდნენ და კომენტარის სახით უთითებდნენ, რომ შეკვეთა მიწოდების აღდგენის შემდეგ მიგვეტანა. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს იყო ჩვენ მიმართ გამოხატული თანადგომა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით Beard.ge-ის ყველა მომხმარებელს. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულის მომცემია.
ონლაინვაჭრობის აღდგენის შემდეგ, შეკვეთების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც კრიზისის დაძლევაში გვეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ Beard. ge-ის გუნდის ძირითადი ნაწილი სავაჭრო ცენტრებში განთავსებულ სტენდებთან მუშაობს და მათი რესურსის გამოყენება დისტანციურად ვერ მოხერხდა, ძალიან გვიხარია, რომ შევძელით გუნდის შენარჩუნება და ხელფასების სრულად გაცემა.
ამ მომენტისთვის გუნდის მცირე ნაწილი აგრძელებს ოფისში მუშაობას, ყველა რეკომენდაციისა და წესების სრული დაცვით."