ბიზნესი VS კორონავირუსი - ნატალია ხიზანიშვილი ბიზნესი საუბრობს კრიზისის მართვის შესახებ!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ნატალია ხიზანიშვილი
Wolt-ის გენერალური მენეჯერი

"ჩვენთვის და ზოგადად, ბიზნესისთვის, ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა გამოწვევამ ბევრიც გვასწავლა და შესაძლებლობა მოგვცა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და უკეთესი სერვისი შევთავაზოთ მომხმარებლებს. ბოლო ორ თვეს რომ გადავხედოთ, სამი ძირითადი ეტაპი გამოვიარეთ:

  • 2-3 კვირა ყველა გამოწვევაზე მაქსიმალურად სწრაფ რეაგირებას დავუთმეთ, დავნერგეთ უკონტაქტო მიტანის მომსახურება, პარტნიორებთან და კურიერებთან განვახორციელეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული წესებისა და უსაფრთხოების სხვა პროცედურების დანერგვა.
  • ეტაპი დავუთმეთ მაქსიმალურად მოკლე დროში ახალი მიმართულებების დამატებას − „ვოლტს" დაემატა სუპერმარკეტები და სხვა ობიექტები, რომლებზეც მოთხოვნა კრიზისის პერიოდში გაიზარდა.
  • და მიმდინარე ეტაპი მომავლისთვის მზადებაა. არ ვიცით როგორი იქნება ბიზნესი და ეკონომიკა კორონავირუსის შემდეგ. ამიტომ ვმუშაობთ და ვცდილობთ, წინასწარ განვსაზღვროთ შესაძლო პრობლემები, რათა სამომავლოდ შევძლოთ სტაბილურად გავაგრძელოთ მომსახურების მიწოდება და პარტნიორებისთვის ხელის შეწყობა.

ამ მოულოდნელმა კრიზისმა გვასწავლა, რომ საჭიროა ორგანიზაციებში შემუშავებული იყოს კრიზისების მართვის მსგავსი პროცედურები. მოქნილობა და სისწრაფე გადამწყვეტია ასეთ პერიოდში.

„ვოლტის" სრული გუნდი 22 ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებიდან 48 საათში შინიდან მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. მათ შორის მხარდაჭერის გუნდი, რაც საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა. ამ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლეთ და ვფიქრობთ, რიგ სერვისებს დისტანციურ რეჟიმზე დავტოვებთ.

ვფიქრობთ, მომავალშიც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულნი და გვქონდეს შესაძლებლობა, კრიზისის მიუხედავად, უწყვეტად განვახორციელოთ მომსახურების მიწოდება."

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

10 დოკუმენტური ფილმი ბიზნესზე, საიდანაც ანტრეპრენერები ბევრს ისწავლიან

დოკუმენტურ ფილმს იმიტომ უნდა უყუროთ, რომ დაისვენოთ კიდეც და გაცილებით ჭკვიანიც გახდეთ

ინდუსტრიული ტრენდები

დარბა - ქართული ცეკვა, როგორც ახალი გამოცდილება

ახალი მულტიფუნქციური საცეკვაო სივრცე თბილისში

სიახლეები

"კულტურული ტურიზმი" - გიგი ყუფარაძის წიგნის პრეზენტაცია

წიგნში წარმოდგენილია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და იუნესკოს (UNESCO) უახლესი მონაცემები და რეკომენდაციები