Get All Access for $5/mo

ბიზნესი VS კორონავირუსი - რუსკა ჩაკვეტაძე (Regus) "კრიზისმა გვასწავლა, რომ სამყარო სწრაფად იცვლება"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

პანდემიის გამოცხადებისთანავე, კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა თავი შეიკავა გრძელვადიანი ვალდებულებებისგან, რისი შესაძლებლობა ჰქონდათ "რეგუსში", თუმცა ბოლო პერიოდში მოთხოვნა "ფლექსი ოფისებზე" მთელ მსოფლიოში და ჩვენი სტატისტიკით, საქართველოშიც, 65%-ით გაიზარდა წინა წლის მაისი-ივნისთან შედარებით.

კრიზისმა გვასწავლა, რომ სამყარო სწრაფად იცვლება და უნდა შეგვეძლოს სწრაფი ადაპტირება, ასევე ოპტიმიზმი და დადებითი განწყობა მომგებიანია ბიზნესისთვის და საზოგადოებისთვის.

სამუშაო სივრცესთან ერთად, "რეგუსი" კლიენტებს სრულ ადმინისტრაციულ მხარდაჭერას (ფოსტის მართვა, სატელეფონო ზარებზე პასუხი, IT-მომსახურება და ა.შ.) სთავაზობს. "რეგუსის" გუნდი მთელი კარანტინის პერიოდში აქტიურად მუშაობდა და შეუფერხებელ მომსახურებას უწევდა შინიდან მომუშავე თითოეულ კლიენტს. ჩვენი კლიენტები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ "რეგუსი" სანდო პარტნიორია. ასეთ რთულ ვითარებაშიც კი, ჩვენი ოფისები გამართულად მუშაობდა.

ბიზნესმა უნდა დაიცვას WHO-ს და მთავრობის რეკომენდაციები, ასევე, თავის მხრივ გაუწიოს კონსულტირება მთავრობას, გაუზიაროს გამოცდილება, რომელსაც უშუალოდ მუშაობის პროცესში იღებს.

"რეგუსის" სტანდარტია უსაფრთხო სამუშაო გარემო, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებული ზედაპირები, მაღალ ტემპერატურაზე გარეცხილი ჭურჭელი, თანამედროვე სავენტილაციო სისტემები და სპეციალური განათება თუ ერგონომიული ავეჯი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფინანსები

სტარტაპის დაფინანსების სხვადასხვა გზები

თქვენი იდეის დასაფინანსებლად რთულ კომპრომისებზე მოგიწევთ წასვლა.

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს