Get All Access for $5/mo

ბიზნესი VS კორონავირუსი - ბესო კაჭარავა (Postred) "ბიზნესსექტორმა უნდა ისწავლოს ადაპტირება და მზად უნდა იყოს ტექნოლოგიური სიახლეებისთვის. "

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia
კორონავირუსმა ჩვენს ბიზნესზე როგორც უარყოფითად, ისე დადებითად იმოქმედა. ჩვენი სერვისების ნაწილი გაჩერდა, რადგან ზუსტად იმ მომენტში ვგეგმავდით ახალ ბაზრებზე, მათ შორის ჩინეთის ბაზარზე შესვლას. ასევე, გაჩერდა გადაღებები, რამაც ლოგიკურად ჩვენი საქმეც გარკვეულწილად შეამცირა. სამაგიეროდ, გაგვიადვილდა, მოგვეზიდა ბევრი საინტერესო კლიენტი, რადგანაც ქვეყანამ ადვილად გადალახა პირველი ტალღა და მალევე მზად იყო მომსახურებოდა არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარსაც.

ცვლილებებისთვის მუდამ უნდა იყო მზად და მაქსიმალურად შეეცადო, ყველა ინოვაციის ათვისებას, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ის იწყებს დამკვიდრებას. ჩვენმა სწრაფვამ, ყოველთვის ავყვეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც აუცილებელია ჩვენს ინდუსტრიაში, გაგვიადვილა ყველა იმ შეზღუდვის ფონზე მუშაობა, რომელიც კორონამ მოიტანა. რებრენდინგსა და ახალ ვებგვერდზე მუშაობა ჩვენ სწორედ პანდემიის პირველი დღეებიდან დავიწყეთ. გადავიაზრეთ სტრატეგიებიც. ასევე, განახლდა Postred-ის ვიზუალური იდენტობაც. შედეგად, დღეს კომპანიას აქვს უფრო გამართული და სწორი პოზიციონირება როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

Covid-19-ის პანდემია ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. მივიღეთ გადაწყვეტილება, სამსახურიდან არ გაგვეშვა არცერთი თანამშრომელი და მათი ანაზღაურებაც შეგვენარჩუნებინა. თანამშრომლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობას დიდი დრო არ დასჭირვებია, რადგან საერთაშორისო კლიენტებს ჩვენ აქამდეც დისტანციურად ვემსახურებოდით. არის გარკვეული სერვისები, რომელიც პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელს ხდის არ იყო სტუდიაში (მაგალითად Foley), მაგრამ სერვისების უმეტეს ნაწილზე მუშაობა მარტივი გამოდგა ჩვენი თანამშრომლებისთვის. პირიქით − ვიტყოდი, რომ გაყიდვებისთვის გაადვილდა კიდევაც საქმე, რადგანაც ბევრად მეტი პოტენციური კლიენტი გააქტიურდა ონლაინსამყაროში და მეილით/სხვა ონლაინსერვისებით კომუნიკაცია გაიოლდა. შესაბამისად, ამ პერიოდში უფრო მეტი კლიენტი მოვიზიდეთ საერთაშორისო ბაზრიდან, ვიდრე მანამდე.

ბიზნესსექტორმა უნდა ისწავლოს ადაპტირება და მზად უნდა იყოს ტექნოლოგიური სიახლეებისთვის. ასევე, კომპანია უნდა მოიქცეს ეთიკურად თავისი გუნდის მიმართ. ეს პერიოდი გამოაჩენს, რეალურად ვინ ვინ არის და ვის რა შეუძლია. ასევე, რისკ-ფაქტორების გათვალისწინებისას, მოგვიწევს ყველაზე ცუდი სცენარის მოლოდინი კიდევ უფრო ქვევით დავწიოთ და უფრო ცუდზე ვიფიქროთ, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი