📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბიზნესი VS კორონავირუსი - თაკო ახვლედიანი (ჯეო-გლასი) "თანამშრომლების ენთუზიაზმით, ერთგულებითა და მონდომებით შევძელით ამ რთული პერიოდისთვის თავის გართმევა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

რა თქმა უნდა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა პანდემიის პერიოდი. მართალია, სამშენებლო სექტორს სულ ცოტა ხნით მოუწია სამუშაო პროცესების შეჩერება, მაგრამ კარ- ფანჯრები, ვიტრაჟები და სხვა შემინვითი სისტემების შეძენა მეორეხარისხოვანი გახდა, რამაც მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა კომპანიამ მალევე შეძლო აღედგინა ძალები. გავითვალისწინეთ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, შევინარჩუნეთ ადამიანური რესურსი. მეტიც − მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია წარმოების სრულ პროცესს ისედაც ევროპული დანადგარებით ახორციელებდა, დამატებით შევიძინეთ ახალი აღჭურვილობა, რამაც საშუალება მოგვცა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა საწარმოო სიმძლავრე.

„ჯეო-გლასი" საკმაოდ აქტიურად იყენებს CRM-სისტემასა და ჩვენი კომპანიისთვის შექმნილ ონლაინპლატფორმას, რამაც საშუალება მოგვცა, დისტანციური მუშაობის რეჟიმი მალევე აგვეთვისებინა. ეს, სხვათა შორის, საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. პანდემიამ დაგვანახა შესაძლებლობები ონლაინსივრცეში, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და მომხმარებელს ძალიან მალე შევთავაზებთ.

სწორედ თანამშრომლების ენთუზიაზმით, ერთგულებითა და მონდომებით შევძელით ამ რთული პერიოდისთვის თავის გართმევა. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა თითოეული მათგანი შექმნილ ვითარებას, მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ კომპანიას და დაწესებული უსაფრთხოების ახალი რეგულაციებიც ყველამ პირნათლად დაიცვა. გარდა ამისა, თითოეულმა მათგანმა ძალიან მარტივად აითვისა ახალი რეჟიმი და გუნდურად ვაგრძელებდით მუშაობას.

ბიზნესსექტორის მნიშვნელოვანი ამოცანაა, გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, გააფართოვოს ქართული წარმოება და რაც მთავარია, დაასაქმოს მეტი ადამიანი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი