Get All Access for $5/mo

ჩვენ ინფლუენსერების ეპოქაში ვცხოვრობთ - ხერხები, თუ როგორ ვიპოვოთ სწორი რჩევები სოციალურ მედიაში

By Meeta Vengapally

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აქამდე არასდროს ვყოფილვართ ინფლუენსერების რჩევებზე ისეთი დამოკიდებული, როგორც ახლა ვართ. ამაში ცუდი არც არაფერია, კარგი პროფესიონალებისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, თუმცა ვთანხმდებით, რომ ბაზარი ძალიან ჭრელია.

სოციალური მედია მთლიანად მარკეტინგის სცენად იქცა, Tik-Tok-ისა და Instagram-ის ყოველ ახალ ჩამოსქროლვაზე კი ახალი ინფლუენსერი გვხვდება ამა თუ იმ სფეროში. ვარსკვლავები მათ სოციალური მედიის პლატფორმების სარეკლამოდ იყენებენ და გაუგებარიც კი ხდება, ჩვენ, მომხმარებლებმა, ვის უნდა დავუჯეროთ. ამ დაბნეულობის გამო თითქოს ცვლილებებიც კი დაიწყო და მსგავსი მარკეტინგით მომხმარებელი აღარ ტყუვდება.

დროა ვიცოდეთ, რას მივაქციოთ ყურადღება − ჩვენ ხომ სერვისის მიღებასა და პროდუქტში ფინანსებს ვაბანდებთ. სოციალური მედიით გადაღლის პირობებში, ვეცადოთ და დავინახოთ დეტალები, რომლებიც სწორ არჩევანამდე მიგვიყვანს.

ავთენტურობის საჭიროება

ცვლილება, რომელსაც ვხედავთ მომხმარებელთა ქცევაში, ასე აიხსნება − მათ აღარ სურთ თვალახვეულებმა გააკეთონ არჩევანი. წარმოუდგენელი სისწრაფით ცვალებად სამყაროში გვსურს მივიღოთ პროდუქტი, რომელიც ნამდვილია. სწორედ ასე ვარჩევთ ბრენდებსაც და გამყიდველებსაც.

Facebook, Instagram, Twitter − ყველა პლატფორმა დიდ სარეკლამო სივრცედაა ქცეული. გახსოვთ დრო, როცა სოციალური მედია კარგი გასართობი იყო? ადამიანები ფოტოებს, მოგზაურობიდან მოგონებებს, ბედნიერ მომენტებს გვიზიარებდნენ, ან თუნდაც უბედურს და თანადგომას იღებდნენ. ახლა ყველგან რეკლამები და პოლიტიკური ნონსენსია. იმ დროში, როცა ნამდვილობა ძალიან ფასდება, ამას აღარავინ ყიდულობს.

ნამდვილი ჩართულობა

გასული საუკუნის 90-იანებში ყველას გვიყვარდა პერის ჰილტონი, მაგრამ Gen Z-იმ და ე.წ. "მილენიალების" თაობამ ლანდშაფტი შეცვალა. ადამიანებს უნდათ ნამდვილად იყვნენ ჩართულნი პროცესებში. სამყაროში ყველაფერი ძვირდება, ხელფასები ვერ ეწევა მატების ტრენდს და თუკი ფულს ვხარჯავთ, გვინდა ავთენტურ სერვისში დავხარჯოთ.

გარდა ამისა, ვეძებთ მნიშვნელობას. როცა სოციალურ ქსელებში პოსტებს ვეცნობით, უნებურად ვხვდებით, თუკი ვინმე უბრალოდ ცდილობს, რაღაც მოგვყიდოს − იქნება ეს პროდუქტი თუ ყალბი პიროვნულობა. ინფლუენსერებისგან გადაღლას კი ღრმა ფესვები აქვს − მაგრამ სწორედ ამის გამო შეგვიძლია განვასხვაოთ ნამდვილი შეფასება სარეკლამო კამპანიისგან.

გამყალბებლები

ინფლუენსერებისადმი ნდობის ხარისხი ძალიან შემცირდა და ეს იმ ხალხის გამო ხდება, ვინც სათქმელს აყალბებს. ამ ბიზნესში დიდი ფულია, ბევრს სურს მსგავსი ცხოვრებით ცხოვრება, ამიტომაც ადამიანები სიყალბესაც არ ერიდებიან "ამ სამყაროში" მოსახვედრად, თუნდაც ყალბ გამომწერებს. მიღებულნი რომ იყვნენ საზოგადოებაში, ადამიანები ამაში ფულსაც კი იხდიან.

თითქმის ყველა სოციალურ მედიაში გვხვდება ავთენტურობის დამადასტურებელი ბეჯები − ნიშანი სახლის გასწვრივ, რომ ესა თუ ის ანგარიში ნამდვილად ცნობილ პიროვნებას ეკუთვნის. თუმცა ვერიფიკაცია ვერ შველის დაუმსახურებელი ინფლუენსერების არსებობას. სერტიფიცირების მისაღებად ადამიანების ჯგუფები ბევრნაირ გზას მიმართავენ, თუნდაც ეს ვერიფიკაცია დაუმსახურებელი იყოს. ეს კი იმ ინფლუენსერებს აკნინებს, რომლებმაც მართლა იშრომეს აუდიტორიის მოსაპოვებლად და ამაში ფული არ გადაუხდიათ.

ინფლუენსერების სიჭარბე

ყველგან ერთსა და იმავე ვიზუალს ვხვდებით − ეს კრეატორების სიჭარბის ბრალია. მარკეტინგი და ბრენდინგი ლამის ერთ ცნებებად იქცეს, კრეატიულობა და უნიკალურობა თითქოს იკარგება. YouTube-ზე ვიდეოები ერთნაირად გამოიყურება, მუსიკაც კი ერთნაირი ადევს და ეს ყველაფერი გვღლის, ინტერესს გვიკარგავს. იდეალური პროტეინშეიკები, უნაკლო სელფი ან კეტო-დიეტები − ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ერთფეროვანი გახდა. მსგავსი კონტენტი თქვენს ფინანსებს არ იმსახურებს და ეს იცით, სწორედ ამიტომ კითხულობთ სტატიასაც. მაშ, რა უნდა მოიმოქმედოთ?

სინამდვილის დროა

სად შეიძლება ვიპოვოთ სინამდვილე? ეს შეკითხვა ხომ ყველას გვაწუხებს. პასუხი კი მარტივია და ყველამ ვიცით. ჩვენი შინაგანი ხმა ყოველთვის გვკარნახობს, რა არის ყალბი და რა − არა. ისეთ ადგილობრივ ბიზნესთან და ინფლუენსერებთან საქმიანობაში ჩართვა, რომლებიც თითქოს ჩვენში არსებულ რომელიღაც სიმებს ეხებიან, ნამდვილად არის მოგება.

ყველაფერი სცადეთ! თუკი ნახეთ, რომ ინფლუენსერი შთაბეჭდილებას გიზიარებთ, თქვენითაც დატესტეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენი ინსტინქტები არ გვატყუებენ. თუკი პროდუქცია არ მოგეწონათ, გაუზიარეთ გამოცდილება სხვებსაც. ეძებეთ ისეთი ინფლუენსერები, რომლებმაც იციან, რას აკეთებენ.

მიჰყევით დინებას

თუკი თავად ხართ ინფლუენსერი, შეამჩნევდით ცვლილებებს, რომელზეც ვსაუბრობთ. ინფლუენსერებმაც უნდა შეცვალონ მათი მარკეტინგული სვლები და იყვნენ ბოლომდე ის, რაც სინამდვილეში არიან. ადამიანებმა ბოლო წლებში იმდენი რამ გადაიტანეს, ტყუილს შორიდანვე ცნობენ. ეს ასეც უნდა იყოს, ამიტომაც ნუ იქნებით ზედმეტად ზოგადი.

ჩვენ მნიშვნელობა გჭირდება. ყველას სურს ამოსავალი წერტილი საერთო ინტერესები იყოს − ასე ვუკავშირდებით ერთმანეთს. ადამიანებს სურთ, კავშირი ჰქონდეთ ინფლუენსერებთან და მათ გამომწერებთან, როგორც რაღაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანთა ერთობლიობასთან. ამ ინტერესების პატივისცემა იქნება მომავალში წარმატების გასაღები. და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ავთენტური უნდა იყოს.

ინფლუენსერის განმარტება იცვლება

ამ პოზიციაზე სელებრითები დიდხანს ვერ იქნებიან. დღევანდელობაში როგორ განვმარტავთ კარგ ინფლუენსერს? აი, ეს კი ნამდვილად საჩოთირო ამბავია. ალბათ, ასე განვმარტავდით − ადამიანი, რომელსაც უყვარს კონტენტის შექმნა იმაზე, რაც აინტერესებს და იზიდავს. მსოფლიო თუ ლოკალური სელებრითები ამ ნდობას ვეღარ იმსახურებენ. ეძებეთ ადამიანები, რომლებიც ბევრად პატარა მასშტაბის არიან, თუმცა გაჩვენებთ, რომ საკუთარი საქმე უყვართ და ამ ყველაფერს სიამოვნებისთვის აკეთებენ, არა მხოლოდ შემოსავლისთვის. შეიძლება მათ ბევრად პატარა აუდიტორია ჰყავდეთ, თუმცა ეს ადამიანები ენდობოდნენ და სჯეროდეთ მისი. ამას აუცილებლად მიხვდებით, როცა მსგავს მაგალითს გადააწყდებით.

ყველა შეიძლება გახდეს ინფლუენსერი, მაგრამ ჰკითხეთ საკუთარ თავს − აკეთებენ ისინი რაიმე ღირებულს? აქვთ ნიშა და არიან ამ კონკრეტულ ნიშაზე კონცენტრირებულნი? სთავაზობენ ჭრელ სამყაროს რაღაც უნიკალურს? თუკი ასეა, შეგიძლიათ შეუერთდეთ მათ. თუ არა − კიდევ განაგრძეთ ძებნა. იპოვეთ ინფორმირებული "გიდი", რომელსაც მრავალფეროვან ბაზარზე შეგიძლიათ ენდოთ. აუცილებლად ნახავთ მას, უბრალოდ, ძიებაა საჭირო.

Meeta Vengapally

CEO of Garnysh

Meeta Vengapally is the founder and CEO of Garnysh, a Silicon Valley-based fitness and technology company that uses real-time tracking and analytics to support fitness and nutrition goals with a growing database and custom-prepped meal plans.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო ახლა უკვე ბათუმში!

Majorel-ს თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული