Get All Access for $5/mo

დაგეგმარება გეხმარება იმაში, რომ დაზოგო დრო, იყო მობილიზებული და მიზანდასახული წინასწარ დაგეგმვა ასევე არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისათვის, რომ დრო სხვა, უფრო საინტერესო თემების დასამუშავებლად დაგრჩეს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

დაგეგმვა მაშინ დავაფასე, როდესაც ცხოვრებაში ისეთი პერიოდი დამიდგა, როცა ბევრი რამაა მოსასწრები. წინა დღით ყოველთვის ვგეგმავ მომდევნო დღეს, ვაწარმოებ კალენდარს, ასევე მაქვს კვირის გეგმა.

გარდა ამისა, იმისათვის, რომ მაგალითად, მომესწრო ვარჯიში, რისთვისაც დრო არასოდეს გვაქვს ხოლმე, გამოვყავი კონკრეტული დღეები, საათი, და ვთქვი, რომ ამ დროს სხვას არაფერს დავნიშნავ. თუ რაიმე ემთხვევა, იშვიათად ვთმობ ჩემს გეგმას – რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა ხდებოდეს...

რაც შეეხება სამსახურს, "ბილაინში", სადაც ახლა ვმუშაობ, ძალიან კარგი წესია – ბიუჯეტს არათუ ერთი წლით, არამედ მთელი 2 წლით წინასწარ ვგეგმავთ და ეს ბევრ რამეში მეხმარება. უპირველესად, დისციპლინაში! რასაკვირველია, პერიოდულად ხდება ბიუჯეტის გადახედვა, თუმცა, პრინციპში, იცი რისი შესაძლებლობა გაქვს და მაქსიმუმს აკეთებ მის ფარგლებში.

გარდა ამისა, ბიუჯეტის დაგეგმარების დამსახურებით აქტივობებიც წინასწარ მაქვს შემუშავებული და შესაბამისად, ცაიტნოტში აღარ ვაკეთებ, რაც ხარისხზეც მოქმედებს.

წინასწარ დაგეგმვა ასევე არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისათვის, რომ დრო სხვა, უფრო საინტერესო თემების დასამუშავებლად დაგრჩეს, ვინაიდან მიმდინარე უკვე დალაგებულია და არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას.

დაგეგმარების მარტივ პრაქტიკას ვიყენებ – ბლოკნოტში ჩამოწერას და კალენდარში ჩანიშვნას. როგორც კი დაგეგმარება დავიწყე, მაშინვე გაჩნდა დრო სხვადასხვა, მანამდე მოუგვარებელი თემისთვის.

დაგეგმარება გეხმარება იმაში, რომ დაზოგო დრო, იყო მობილიზებული და მიზანდასახული. რასაკვირველია, არის დღეები, როდესაც "დინებას მივყვები". ეს უფრო შაბათ-კვირას ხდება, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩემს შვილთან ერთად ვარ და როცა სპონტანურად ვწყვეტთ სად წავიდეთ, რა გავაკეთოთ ან ვის გავუაროთ. თუმცა დაგეგმარება მასაც უყვარს – მოსწონს იმის შეგრძნება, რომ ბევრი რამის მოსწრება შეიძლება ერთ დღეში.

და კიდევ – ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი დროზე დაძინება და საკმარისი ძილია. ვცდილობ, 7 საათი მაინც მეძინოს, რადგანაც თუ დილით დროზე არ ავდექი, საჭირო ენერგია არ მაქვს და დღეც "ფართხაფურთხით" იწყება, რაც ყველაფერს არევს ხოლმე.

სხვათა შორის, არ მიყვარს დაგეგმარება მოგზაურობისას – რა გუნებაზეც ვიღვიძებ იმ დღეს, იმის მიხედვით ვარჩევ, სად წავიდე და რა ვნახო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ განურჩევლად ყველაფერს და ყოველთვის არ ვგეგმავ. ვფიქრობ, დაგეგმარება კარგია რუტინული, ყოველდღიური საზრუნავის მოგვარებაში, ხოლო მაგალითად, მეგობრის სანახავად სპონტანურობა არათუ მირჩევნია, არამედ ჩემ შემთხვევაში უფრო გამოდის კიდეც.

სოფო ბალავაძე

„ბილაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ