Get All Access for $5/mo

დაივიწყეთ გეგმების დასახვა, მის ნაცვლად ეს გზა სცადეთ "ჩემს წარმატებაში ლომის წილი შეაქვს იმას, რომ გეგმებს აღარ ვსახავ. ყოველ შემთხვევაში, ისე მაინც არა, როგორც უმრავლესობა"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

თუ შეგიმჩნევიათ, როგორი შეპყრობილები არიან ადამიანები თავიანთი გეგმებით დეკემბერში?

ისინი მოუთმენლად ელიან შემდეგ წელს, და მთელ დეკემბერსა და იანვარს, თავიანთ გეგმებზე ლაპარაკში ატარებენ, მსჯელობენ, თუ როგორ უნდა მიაღწიონ მათ, და იმასაც განიხილავენ, თუ რა გავლენას მოახდენს ეს მათ ცხოვრებაზე.

მე დიდად არ მომწონს მიზნების დასახვა, რადგან აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში, სწორედ ეს გეგმები გვაქცევენ რაღაც ჩარჩოებში.

ასე ყოველთვის არ ვფიქრობდი. როგორც ბევრი სხვა, ამბიციური და მიზანდასახული ვიყავი, მეც უთვალავ გეგმებს ვისახავდი და მათ მიღწევასაც კარგად ვახერხებდი. ამ გზაზე ბევრი გამარჯვება მოვიპოვე, მაგრამ ვალი, $750,000 იმიტომ დამიგროვდა, რომ გეგმების დასახვით ვიყავი მეტისმეტად შეპყრობილი.

და ამიტომ, რამდენიმე წლის წინ ახალი სტრატეგია გამოვიყენე და მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ გადავიტანე, გავკოტრდი კიდეც და შემდეგ, ორი მულტიმილიონ დოლარიანი კომპანიის მფლობელიც გავხდი. როდესაც ჩემს დღევანდელსა და ადრინდელ ცხოვრებას ერთმანეთს ვადარებ, ვხედავ, რომ ერთმანეთთან ახლოსაც კი არ არიან.

ამის მიზეზი ისაა, რომ მიზნების დასახვაზე აღარ მაქვს გამახვილებული ყურადღება, უკიდურეს შემთხვევაში, ისე მაინც, როგორც ადამიანთა უმრავლესობას.

რამდენიმე წლის წინ, ერთ დიდ მოაზროვნესთან ვიყავი სტუმრად, სადაც BestSelf.co-ს დამფუძნებელი, ალან ბრაუერი გავიცანი. მან გეგმების ტრადიციული დასახვის ალტერნატიულ სტრატეგიაზე ჩამოაგდო ლაპარაკი, და სულ რამდენიმე წუთში, მეც დამარწმუნა მის უპირატესობაში.

ნახეთ, როგორ ხდება, ადამიანთა უმრავლესობა ერთი წლის გეგმებს სახავს, და შეიძლება, მომავლის რაღაც გრძელვადიანი გეგმებიც (ან იდეებიც) ჰქონდეთ. ბრაუერი ასე არ აკეთებს, ნაცვლად ამისა, მეც მირჩია, წლების მიხედვით ჩამომეყალიბებინა, როდის რის მიღწევა მინდოდა:

  • 0-1 წელიწადში
  • 1-3 წელიწადში
  • 3-5 წელიწადში

მან ჩასანიშნი ფურცლების მთელი დასტა გადმომცა და მითხრა, ყველაფერი ჩამეწერა, რის მიღწევაც მსურდა მომავალ წლებში, არასწორი პასუხები - არ გამეცა, და არც დეტალებისა და წლების მითითება იყო საჭირო. უბრალოდ, ჩემი ამბიციები ჩემი თავიდან ფურცელზე უნდა გადამეტანა.

ამ შემთხვევაში ორი რამ ხდება

სულ მალე, ფერად ფერადი ჩასანიშნი ქაღალდებით მოფენილ კედელს შევყურებდი, რომელიც იდეებითა და სხვადასხვა განზრახვებით იყოს სავსე. ამან გამაოცა, და ვიგრძენი, რომ გაცილებით მეტად გამიმახვილდა ყურადღება, რადგან ამ ორი ვარჯიშის შესრულებისას, ორი რამ ხდება.

1. კითხვები გიჩნდებათ, რა დროს მოითხოვს იმის მიღწევა, რაც გსურთ

თქვენი მომავლის გეგმები თქვენს წინაა განფენილი, და იმის დანახვას შეძლებთ, თუ როგორ ხდება ერთიანი ეს ყველაფერი. იმასაც აღმოაჩენთ, რომ შესაძლოა, სულაც წელს მიაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც სამ წელიწადში გსურდათ. ხოლო, რის მიღწევაც წელს გსურდათ, შესაძლოა, ფაქტობრივად შორეული პროექტი აღმოჩნდეს. კითხვები გიჩნდებათ, რის გაკეთება შეგიძლიათ და რამდენი დრო დაგჭირდებათ ამისთვის.

2. თქვენ უკვე აცნობიერებთ, რის გაკეთება გსურთ პირველ რიგში (ბიზნესშიც და ცხოვრებაშიც)

ამ სავარჯიშოს მთელი აზრი იმაზე ფიქრია, რაც სინამდვილეში გსურთ. როგორც კი ამას გააკეთებთ, და ყველაფერი დღესავით ნათელი გახდება თქვენთვის, გააცნობიერებთ კიდეც ამას, და იმასაც დაადგენთ, რამდენად ძლიერად გსურთ ეს, და იმასაც აღიარებთ, რომ თქვენ ამას იმსახურებთ. აი, ეს იყო და ეს, და ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა.

აქამდე ჩემი მიზნები მთლიანად შემოსავლებსა და მოგებაზე იყო კონცენტრირებული, ან კიდევ, ზრდის სხვა მაჩვენებლებზე. მაგრამ ამ სავარჯიშოს შესრულებისას გავაცნობიერე, რომ ფული და ზრდა არც ისე მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, იმის მიღწევაში დამეხმარებოდა, რაც მსურდა, მაგრამ დიდი ბიზნესი და დიდი საბანკო ანგარიში ნამდვილად არ იყო ქვეყნად ყველაფერი.

ოთხი ფასეულობა, რომელიც კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს

თქვენი შემდეგი ხუთი წლის გეგმების ფორმულირებისადმი ამგვარი მიდგომა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. მაგრამ შემდეგ საფეხურზე გადაყვანას შეძლებთ, თუ მას მიღწეულით კმაყოფილების შეგრძნებასთან გააერთიანებთ.

  • რა იწვევს თქვენში კმაყოფილების გრძნობას?
  • რა გიბიძგებთ მოქმედებისკენ?
  • რა გახარებთ ყველაზე მეტად?

აღმოვაჩინე, რომ ნებისმიერს აქვს ოთხი მნიშვნელოვანი ფასეულობა, რომელიც მათში მიღწეულით კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. ჩემთვის მაგალითად, ეს თავისუფლება, განვითარება, ინოვაციები და რაღაცის შექმნაა. თუ ჩემს ბიზნესსა და ცხოვრებას ამ ოთხი ფასეულობის გარშემო ვაშენებ, ბედნიერიც ვარ, კმაყოფილიც და აქტიურიც. ამიტომ, ყოველ კვირას, როდესაც შესასრულებელ ამოცანებს ვუყურებ, ჩემთვის ვფიქრობ, ნეტავ, რომელს მოერგებიან.

როდესაც ეს პირველად გავაკეთე, ჩემი ბევრი ამოცანა ამ ოთხთაგან ერთსაც კი არ შეესაბამებოდა. ამან მიჩვენა, რა უნდა მომეცილებინა თავიდან, რომ სრულფასოვნად დამეწყო ჩემი სამუშაო კვირა. დღეს, ჩემი ყოველი დღე ამ ფასეულობათაგან ერთ-ერთს მაინც ერგება, მნიშვნელოვანს ხდის იმას, რასაც ნებისმიერ დროს ვგრძნობ და ვაკეთებ.

გეგმების დასახვის ალტერნატივა - განზრახვებისა და კმაყოფილების შეგრძნების შეფარდება

სულაც არ არის აუცილებელი, თქვენი გეგმების დასახვას ისე შეხედოთ, როგორც ამას ნებისმიერი სხვა აკეთებს. ეს ორი სავარჯიშო ყველაფერს მოგცემთ, რაც კი გჭირდებათ: განზრახვას პლუს კმაყოფილების შეგრძნება.

როდესაც შემდეგი ხუთი წლის განზრახვებს გამოაცხადებთ (და აღიარებთ), ვითარების შექმნასაც შეძლებთ იმისთვის, რომ ისინი შესრულდეს. როდესაც ამას ოთხ ფასეულობას მოარგებთ, სრული გარანტია გექნებათ, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იქნებით.

ეს ორი სავარჯიშო ერთად, ცხოვრების საშუალებას მოგცემთ, როგორც აწმყოში, ისე მომავალში.

თქვენ იცით, სად მიდიხართ, და არა გარკვეული მიზნებისა, ან კიდევ, გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც ხელს გიშლით, არამედ, მთელი რიგი მოსაზრებების გამო, ზუსტად იცით, თუ ვინ უნდა გახდეთ. და რადგან აფასებთ იმას, რასაც თქვენთვის კმაყოფილებისა და ბედნიერების შეგრძნება მოაქვს, უკვე ისეთ ვითარებას ქმნით, რომელიც გარანტიას გაძლევთ, რომ მიაღწევთ, რასაც გეგმავდით, და მხოლოდ მიზნის ან ფულის გამო, ნამდვილად არა.

თუ ამას ფულის გამო გააკეთებთ, ყოველთვის მოგეცარებათ ხელი. ხოლო, როდესაც იმას აკეთებთ, რაც თქვენში კმაყოფილების გრძნობას იწვევს, ქვეყნიერების დასალიერშიც გასამგზავრებლადაც კი იქნებით მზად, ოღონდ, ეს როგორღაც განხორციელდეს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი