Get All Access for $5/mo

დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან 5 საკითხს ვირჩევ და მათ შესრულებაზე ვკონცენტრირდები ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გეგმა თუ მიზანი, რომელიც დასახული მაქვს, საინტერესო იყოს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

სალომე ქოქოსაძე

"ტერაბანკის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

დაგეგმვის პროცესი ჩემთვის პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში სხვადასხვაგვარად ხდება. სფერო, რომელშიც ვმუშაობ, იმდენად დეტალურად გულისხმობს კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრას, რომ სამსახურს მიღმა უპირატესობას გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებას ვანიჭებ. ასე ჩემთვის გაცილებით საინტერესოა. თუმცა, ახალი წლის ღამეს ტრადიციად მაქვს, რომ დღესასწაულის დადგომასთან ერთად, სურვილები უნდა ჩავიფიქრო და მერე მათი ასრულებისთვის საჭირო ნაბიჯებიც დავგეგმო. ამას უფრო მიზნების ემოციურ დონეზე დასახვას დავარქმევდი: არსად არაფერს ვწერ, მაგრამ მათ ჩამოყალიბებას მაინც გარკვეულ მნიშვნელობას ვანიჭებ.

სამსახურში კი ყველაფერი სხვაგვარადაა: წლის დასაწყისშივე თითოეული გეგმა თუ მოქმედება სტრუქტურირებული, დეტალურად გაწერილი და ოფიციალურად დადასტურებული მაქვს.

რა თქმა უნდა, ჩვენს დინამიკურ და ცვალებად დროში რთულია პირადი თუ საქმიანი გეგმები სტატიკურად შეინარჩუნო. ორივე შემთხვევაში მიწევს ხოლმე გადახედვა, მონიტორინგი, დაკორექტირება, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტირება, სიახლეების დამატება და გამრავალფეროვნება.

დაგეგმვის ჩემეული პრაქტიკა მაქვს, რაც საკუთარ თავს და საქმიანობასა თუ ხასიათს უკვე მრავალი წელია მოვარგე. რა თქმა უნდა, ეს პროცესი თავიდან ბოლომდე ინდივიდუალურია, მაგრამ მას თქვენს მკითხველს სიამოვნებით გავუზიარებ.

უპირველესად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გეგმა თუ მიზანი, რომელიც დასახული მაქვს, საინტერესო იყოს, გამოწვევას უკავშირდებოდეს და განვითარებაში მიწყობდეს ხელს. თუ ეს ფაქტორები არსებობს, მაშინ ჩემი მოტივაცია გაცილებით იზრდება და მიზნების მიღწევის პროცესიც კიდევ უფრო ინსპირაციული ხდება.

ყოველდღიურ საქმიანობაში კი ტოპ-5 თემის პრინციპი მაქვს. დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან 5 საკითხს ვირჩევ და მათ შესრულებაზე ვკონცენტრირდები. როგორც კი ამ ხუთეულზე მუშაობას ვასრულებ, მომდევნოებზე გადავდივარ. ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ ასე ბევრად პროდუქტიული ვარ.

ვფიქრობ, ისევე, როგორც პროცესი, დაგეგმვის მეთოდებიც ძალიან ინდივიდუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები და ციფრული მოწყობილობები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ფიქრის პროცესსა და ინსპირაციაში უფრო მეტად წერა – ბლოკნოტი და კალამი მეხმარება.

დაბოლოს: არანაირი დაგეგმარება არ იქნება სწორი და შედეგიანი, თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, სიამოვნებას არ გვანიჭებს, არ გვაღელვებს და სიხარულით არ გვავსებს. ამ დროს გეგმების მოულოდნელი ცვლილება და საბოლოოდ, წარმატების მიღწევაც გაცილებით მარტივია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი