Get All Access for $5/mo

ეკონომიკის აღდგენა სოციალური ნორმების შეცვლის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ამ კრიზისმა ეკონომიკის აღდგენის მრავალი შესაძლებლობა შექმნა, და თან, ყველასთვის გაცილებით ხელსაყრელი და სამართლიანი პირობებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

"კრიზისების დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლების ხელფასების შენარჩუნების შემოქმედებითი გზები გამოვძებნოთ და ისინი უმუშევრები არ დავტოვოთ. ამერიკა თავისი ანტრეპრენერული სულითაა ცნობილი, მაგრამ როდესაც კატასტროფაზე პასუხი კორპორაციული რისკის შემცირებაა, უკვე აშკარად სათუო ხდება, თუ რა არის უკეთესი ამ ქვეყნისთვის.

მე ტალანტების განვითარების ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ, რომელიც ისეთ კომპანიებთანაც თანამშრომლობს, რომლებშიც სულ მცირე 60 თანამშრომელია, და გაცილებით დიდებთანაც. სრულიად აშკარად ჩანს ის, რომ პერსონალის რაოდენობა არასტაბილურადაა დაგეგმილი ისეთ კომპანიებში, რომლებიც 15 წელზე მეტის არიან და რომელთა თანამშრომლების რაოდენობა 2000-დან 80 000-ს აღწევს. მართალია, აქ იმაზე ნაკლები ცვალებადობაა, ვიდრე ვაღიარებთ, მაგრამ ხშირად პერსონალის რაოდენობა პირდაპირ კორელაციაშია შემოსავალთან, იმიტომ რომ კომპანიები ჯერ კიდევ სტარტაპის რეჟიმში არიან. ჩვენ უნდა მივიღოთ ის, მეტი კონტროლი გვაქვს, და ამ ზომის კომპანია საკმაოდ მოწიფულია იმისათვის, რათა არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად ბრუნვის პროგნოზირებაც შეძლოს და ბიზნესის მოთხოვნებისაც, რომ არაფერი ვთქვათ ბიზნესის მოსალოდნელ ზრდაზე.

რა მოხდება, თუ აღმასრულებელ დირექტორებს ვუბიძგებთ კრიზისის დროს პერსონალიც შეინარჩუნონ და კომპანიის მხარდასაჭერი რეზერვებიც შექმნან ეკონომიკური ვარდნის გადასატანად, ერთი ან მთელი ორი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ხარჯებიც გააორმაგონ კვლევასა და განვითარებაზე, ანუ გამომგონებლობაზე, ეკონომიკური ბრძოლების დროს?

მაგალითისთვის, Apple-ი განვიხილოთ. 1980-იან წლებში ამ კომპანიაში საკმარისად იყვნენ დარწმუნებულნი თავიანთ პროდუქტში და გარისკეს, გრძელვადიან თამაშზე გააკეთეს გათვლა. სკოლებს მიაწოდეს მოწყობილობები და ამით 20 წლით ადრე შექმნეს მარკეტინგული მოთხოვნა. ამგვარმა ლიდერობამ და შორსმჭვრეტელობამ განაპირობა ის, რომ Apple-ი თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია გახდა.

როდესაც სტრატეგიულ ინვესტიციებს, პროდუქტების შექმნას და ზოგად ეკონომიკურ მდგრადობას ვიხილავთ ანტრეპრენერობაში, ჩვენ სხვაგვარად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ის აქტივები, რომლებიც ჩვენი კომპანიების მამოძრავებელი ძალაა. კერძოდ, ადამიანები. სახელმწიფო საგადასახადო შეღავათებს აძლევს კომპანიებს, და ეს შეღავათები, როგორც წესი, ადამიანების კვალიფიკაციის ზრდასთანაა დაკავშირებული, მათთვის სამუშაო ადგილების შექმნის გზით და ვალდებულებით, რომ თანამშრომლები ადგილზე უნდა დაიქირავონ. ჩვენ უნდა შევცვალოთ ამ კომპანიების აზროვნება, რომლებიც ამას ისე უყურებენ, როგორც მოვალეობას, და არა როგორც შესაძლებლობას. აქ გადაწყვეტილებებს, ხშირად, არსებული სამუშაო ძალის კი არა, სტიმულთა საფუძველზე იღებენ.

ჩვენმა ახლანდელმა კრიზისებმა უამრავი შესაძლებლობა შექმნეს ეკონომიკის აღდგენისთვის გლობალური მასშტაბით, და თან, ეკონომიკურზე გაცილებით ხელსაყრელი და გონივრული საშუალებებით. გაურკვევლობის ამ გაჭიანურებული პერიოდის განმავლობაში, კომპანიებმა ინვესტიციები უნდა გააორმაგონ ადამიანებში. ახლანდელი პერსონალი უნდა გადაამზადონ კუსტარული ინდუსტრიებისთვის, რომლებიც ჩვენი ახალი მსოფლიო წესრიგის შედეგად მოვლენ; პროდუქტები და მომსახურება უნდა გამოიკვლიონ, ზოგიერთი ძველი ელემენტი უნდა განაახლონ, დააბრუნონ და ამასთან, შეთანხმდნენ იმაზე, რომ ჩვენი ყველა ძველი პარადიგმის შენარჩუნება ნამდვილად არ ღირს.

როდესაც იმაზე ფიქრობთ, თუ როგორი იქნება ეს ახალი სამყარო, სახის ნიღბებისა და სოციალური დისტანციის გარეშე, ერთი შესაძლებლობა გვაქვს − ჩვენი დაქირავების სტრატეგიების გაბატონებული უთანასწორობანი უნდა გამოვასწოროთ, რომლის არსებობაც ვიცოდით, მაგრამ ამ პრობლემის გადასაჭრელად ცუდად ვიყავით მომზადებულნი.

  1. შეამცირეთ შემოსავლის არათანაბარი განაწილება, როგორც კი თავიდან დაიწყებთ თანამშრომლების დაქირავებას.
    • საკუთარ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა, სათამაშო ველი ყველასათვის თანაბარი გახადეთ, როდესაც ადამიანებს შვებულებიდან დააბრუნებთ და მათ თავიდან გადამზადებას დაიწყებთ. თანამშრომლების ძველი ხელფასი მათი ახალი პოტენციალის მაჩვენებელი არ უნდა იყოს.
  2. რაც შეეხება განათლების მიმართ მოთხოვნებს, მემკვიდრეობის ნაცვლად, თანამშრომლების უნარებსა და კომპეტენციას გადახედეთ.
    • ყველა სამუშაო ადგილი არ არის თანაბარი, ამიტომ მათ განსხვავებულად შეხედეთ, ხარისხი არ მოითხოვოთ, იმ დროს, როდესაც კანდიდატს სერტიფიკაცია და უნარები აქვს.
  3. აღიარეთ, რომ ჩვენმა არსებულმა პოლიტიკამ და პრაქტიკამ დიდად შეუწყო ხელი იმას, რომ ტალანტების ნაკლებობა გვაქვს.
    • შეცვალეთ მეთოდები და მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პოტენციური ტალანტების მთელ ახალ სამყაროს იპოვით.
  4. როლები დაანაწილეთ, რომ დამწყებთ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ იმ სამუშაოს დასაკავებლად, რომლებიც საშუალო კვალიფიკაციას მოითხოვს.
    • ახალი ტალანტების ზრდა-განვითარებას შეუწყვეთ ხელი, ყველა ვაკანსიის 15 პროცენტი უმცროსების პოზიციებისთვის გამოყავით. ისინი დროთა განმავლობაში გამოცდილებას შეიძენენ, კვალიფიკაციას აიმაღლებენ, ისეთ პოზიციებს დაიკავებენ, რომლებზეც ასე ჭირს კადრების მოძიება.
  5. მხოლოდ შეზღუდულ და გამოფიტვის პირას არსებულ რესურსებზე კი არა, ახალი ტალანტების შექმნაზე გაამახვილეთ ყურადღება.
    • დაადგინეთ, თუ რა სახის ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ტალანტების შეძენა სხვადასხვა როლისთვის და ახალი ტალანტების, მენტორების, და სავარაუდოდ, მომავალი ლიდერების ქსელის განვითარებაში განახორციელეთ ინვესტირება.

სიტყვა "აღდგენა" გაცილებით ფართოდ უნდა გავიგოთ − ახალი ტექნოლოგიური ტალანტების ძიებისას, მოკლევადიან უფლებამოსილებაზე და ინსტიტუციური ცოდნის დაკარგვაზე არ უნდა დავთანხმდეთ. ნაცვლად ამისა, მოდით, ბედნიერი ოქროს შუალედი შევქმნათ. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობები გვაქვს, ამასთან, შესაძლოა ასწლეულში ერთი, როდესაც დრამატული და მრავალფეროვანი ცვლილებების განხორციელება შეგვიძლია, რომლებიც აუცილებელია მთელი რიგი სოციალური ნორმების შესაცვლელად."

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"