Get All Access for $5/mo

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის 4 გზა Covid-19-ის მეორე ტალღის დროს თქვენი გონება თქვენი უდიდესი ბიზნეს-ინსტრუმენტია. ქვემოთ გაეცნობით, თუ როგორ უნდა იზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე რთულ პირობებში.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ანტრეპრენერები ადრინდელზე გაცილებით ხშირად არიან სტრესის ზემოქმედების ქვეშ. კანადელი მეცნიერების მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის თაობაზე ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ბიზნესის მფლობელთა 6 პროცენტს კვირაში სულ მცირე ერთხელ მაინც ჰქონდა დეპრესია, ხოლო 54 პროცენტი აცხადებს, რომ სტრესი მათი კონცენტრაციის დონეზე ახდენს გავლენას სამსახურში. ეს გამოკვლევა პანდემიამდე ჩატარდა და ჩვენ მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია იმისა, თუ რამდენად გაიზდებოდა ეს მაჩვენებელი პანდემიის ფონზე. განსაკუთრებით ახლა, როდესაც მეორე ტალღის წინაშე ვდგავართ.

თუ ანტრეპრენერი ხართ ან მცირე ბიზნესის მფლობელი, დიდი ალბათობაა, რომ თქვენი დროის დიდი ნაწილი თქვენი ბიზნესის შექმნაში გაქვთ გატარებული. ამის უნებლიე შედეგია ის, რომ თქვენი ბიზნესის ეფექტურობა, კმაყოფილების გრძნობა და პროდუქტიულობა ხდება თქვენი ცხოვრების ყველა სხვა სფეროში თქვენს ფსიქიკურ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი.

ინდუსტრიების უმრავლესობას ამ პანდემიის დროს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს და ჩვენ ყველას მოგვიწია სწრაფად შეცვლილ გარემოებთან ადაპტაცია. მაგრამ რაც უფრო მეტს ვითმენთ და ველოდებით, მით მეტად გვაქვს შეგრძნება, რომ ეს პანდემიაა ისე უბრალოდ არ გაქრება, როგორც ბევრი პროგნოზირებდა. ახლა უკვე ვირუსის მეორე ტალღა გვიახლოვდება, და კიდევ უფრო მეტად გახდა საჭირო ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. აი როგორ უნდა გააკეთოთ ეს:

1. ყურადღება ციფრებზე კი არა, სამუშაოზე გაამახვილეთ

ზოგიერთმა კომპანიებმა ამ პანდემიის დროს მიაგნეს ოქროს საბადოებს და შთამბეჭდავი ზრდაც ჰქონდათ. თუმცა, ანტრეპრენერების უმრავლესობა დიდ პრობლემებს შეეჯახა. სრულიად რეალურია ასეთ დროს, მხოლოდ კომპანიის შემცირებული მაჩვენებლებით იყოთ შეპყრობილი და მხოლოდ იმაზე ფიქრობდეთ, თუ როგორ უნდა მიიღოთ უკეთესი შედეგები, მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ეს ნამდვილი კატასტროფის რეცეპტია.

ჩვენ არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პანდემია და მისი შეზღუდვები. ამიტომ თქვენი პანდემიამდელი მაჩვენებლების თქვენს ახლანდელ ციფრებთან შედარებას არანაირი აზრი არ აქვს. ვითარება შეიცვალა და ამიტომ აუცილებლად მოგიწევთ ახალი საბაზისო დონის დადგენა, რომლითაც თქვენს ეფექტურობას შეაფასებთ პანდემიის დროს. შემდეგ კი, სტრატეგიას შეიმუშავებთ მის გასაზრდელად ყველა მიმართულებით.

მთავარი ბალანსის პოვნაა - მთელი ყურადღების გამახვილება ყოველდღიურ სამუშაოზე, რასაც თქვენი ბიზნესისთვის აკეთებთ და ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენება რაღაცის დადებითად შესაცვლელად ან შესასწორებლად.

ბიზნესის ზოგიერთი მფლობელი ამ დროს ბიზნესთან დაკავშირებული ახალი უნარების შესასწავლად იყენებს. ზოგი კი ხელახლა აღმოაჩენს, თუ როგორ უნდა მოახდინოს ასეთ დროს თავისი მომხმარებლებისთვის პროდუქციის რეკლამირება. ეს პატარა დადებითი ნაბიჯებია სწორედ, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ და არა თქვენი გაყინული ან შემცირებული მაჩვენებლები.

2. შემოქმედებით სფეროებში განახორციელეთ ინვესტირება

მთელი ყურადღების სამუშაოზე გამახვილება შესანიშნავია, მაგრამ ზოგჯერ სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად ისეთ საქმეებშიც საჭიროა ინვესტირება, რომლებიც ბიზნესთან საერთოდ არ არის დაკავშირებული.

ახლა ბევრ ანტრეპრენერს უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვს, მაგრამ არ იციან როგორ გამოიყენონ და ხშირად, სწორედ ამის გამო გრძნობენ თავს არაპროდუქტიულად და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება აქვთ. ეს იმის გამო ხდება, რომ ისინი თავიანთ COVID-ის შუა პერიოდის აქტიურობის დონეს, COVID-ამდელ პერიოდის აქტივობას ადარებენ.

შემოქმედებითი საქმიანობა თქვენს გონებას პროდუქტიულობისა და თვითრეალიზაციის განცდას აძლევს. მეორე ტალღა შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ის დროს გაძლევთ იმ შემოქმედებითი პროექტის განსახორციელებლად, რომელიც რა ხანია მომავლისთვის გქონდათ გადადებული.

სხვადასხვა ადამიანისთვის შეიძლება სხვადასხვა შემოქმედებითი საქმიანობას ჰქონდეს დამამშვიდებელი ზემოქმედება. ზოგიერთისთვის შესაძლოა გასაფერადებელი წიგნი აღმოჩნდეს სასარგებლო ან კიდევ, ხის დამუშავების პროექტი. მთავარია, პროდუქტიული მუშაობა გააგრძელოთ, მაშინაც კი, თუ ის თქვენს ბიზნესთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული.

ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია, განუწყვეტლივ იფიქროთ იმაზე, რომ "ესაც გაივლის". თქვენს შფოთვას მნიშვნელოვნად შეამცირებთ, თუ არ დაივიწყებთ, რომ თქვენს ბიზნესზე თავდაუზოგავი შრომა COVID -ის შემდეგ, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოგიწევთ.

3. ჩაიწერეთ, თუ რამ გაგიცრუათ იმედები

სულაც არ გჭირდებათ ბესტსელერის დაწერა New York Times- თვის, მხოლოდ თანმიმდევრულად უნდა წეროთ თქვენი გამოცდილების შესახებ ამ პანდემიის დროს. ექსპერტებმა აღნიშნავენ, რომ დღიურის წარმოება ერთგვარი თერაპიაა, რადგან ის თქვენი ღრმა გრძნობებისა და იმედგაცრუებების გამოხატვის საშუალებას გაძლევთ, თუნდაც, ეს მხოლოდ ქაღალდზე იყოს.

დღიურის წარმოება თქვენს ემოციებზე დაკვირვების საშუალება მოგცემთ. ასევე იმ სიმპტომების გამოვლენასაც შეძლებთ, რომლებიც უფრო ღრმა ფსიქიკურ პრობლემებზე მიანიშნებს და მათ მოგვარებაზეც დაიწყოთ ზრუნვა.

ამ პერიოდში ყველას გვაქვს შინაგანი დაძაბულობა და შფოთვა. ეს მდგომარეობა საკმაოდ საგრძნობია, რეალურია, შეიძლება მას დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს და ამიტომ უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. დღიურის წარმოება აღელვებული გონების დამშვიდების ერთ-ერთი გზაა. და იმისიც, თუ როგორ უნდა გახდეთ უფრო პროდუქტიული.

4. თერაპიაზე უარს ნუ იტყვით

ბევრი ადამიანს მიაჩნია, რომ შფოთვის მართვა ყველა ზემოთჩამოთვლილი ნაბიჯის გამოყენებით, რეგულარული ვარჯიშით და ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დროის გატარებით შეუძლია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სტრატეგიები არ ამსუბუქებენ შფოთვას, რომელსაც ანტრეპრენერები თავიანთ ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემების გამო გრძნობენ.

მიზეზი ისაა, რომ ისინი საკუთარ თავს ბიზნესში მიღწეული წარმატებებით აფასებენ. ეს კი აშკარა ნიშანია იმისა, რომ შესაძლოა თერაპიის ჩატარებაა საჭირო ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან. ამ საკითხს მიკერძოებულად არ უნდა შეხედოთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს. ნებისმიერს შეიძლება ფიზიკური დაავადება აღმოაჩნდეს და მკურნალობა დასჭირდეს. ასევე ყველას შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი ჰქონდეს და მკურნალობა აუცილებელი გახდეს.

ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, როდის დასრულდება ეს პანდემია, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ დასრულდება. იქამდე კი, ჩვენს უდიდესი ბიზნეს -ინსტრუმენტზე, გონებაზე უნდა ვიზრუნოთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი