Get All Access for $5/mo

GULF – როდესაც მაღალი კლასის სერვისი პრიორიტეტია გაიცანით თეო ონიკაძე - GULF-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

GULF ამერიკული ნავთობკომპანიაა, რომელიც შეერთებულ შტატებში 1901 წელს დაარსდა. 2010 წელს საქართველოში GULF-ის პირველი ავტოგასამართი სადგური გამოჩნდა და 9 წელიწადში ავტოგასამართი სადგურების რაოდენობით ლიდერ კომპანიად იქცა ქართულ ბაზარზე.

თეო ონიკაძე GULF-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. გაჯერებულ ბაზარზე ოპერირების სპეციფიკაზე და GULF-ის უპირატესობებზე ის ENTREPRENEUR-თან ინტერვიუში საუბრობს.

Gulf-ში მუშობა 8 წლის წინ დაიწყო. გაყიდვების მენეჯერიდან გაყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციამდე დაწინაურდა. დღესდღეობით მთელი საქართველოს მასშტაბით მის დაქვემდებარებაში 28 ადამიანი მუშაობს, უშუალოდ თბილისში კი მისი გუნდი 17 თანამშრომლისგან შედგება.

"კომპანიის სპეციფიკიდან და მენეჯმენტის მიდგომებიდან გამომდინარე, სამსახურის გამოცვლა არასოდეს მიფიქრია. ჩვენი მთავარი საყრდენი ჩვენი გუნდია, მათი განვითარება და წინსვლა. მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, თანამშრომელმა თავი დაფასებულად იგრძნოს. შრომა Gulf-ში ნამდვილად ფასდება", − ამბობს თეო ონიკაძე.

სწორად შერჩეული გუნდი − წარმატების გარანტია

გაყიდვების დეპარტამენტის სპეციფიკა გუნდურ მუშაობაზეა აგებული. მაღალი კონკურენციისა და სწრაფად განვითარებადი ბაზრის პირობებში, თეო ონიკაძის აზრით, კომპანიის წარმატება დიდწილად არა მხოლოდ კორპორაციული გაყიდვების, არამედ პროცესში ჩართული რამდენიმე დეპარტამენტის შეთანხმებულ მუშაობაზეა დამოკიდებული.

"ჩვენს წარმატებას გაყიდვების სამსახურის, საოპერაციო განყოფილების, საცალო ქსელის გუნდის თუ სხვადასხვა დეპარტამენტის შეთანხმებული მუშაობა განაპირობებს. როდესაც ვიკვლევთ, რატომ რჩებიან წლობით, ან რატომ გადმოდიან ჩვენთან კომპანიები, ვასკვნით, რომ ყველაფერი სერვისების ერთობლიობის დამსახურებაა. მაღალი ხარისხის საწვავი, სწრაფი და კომფორტული მომსახურება, ბარათზე საწვავის ლიმიტის დროული დასმა თუ ავტოგასამართ სადგურებზე არსებული მომსახურების მაღალი ხარისხი განაპირობებს ჩვენს წარმატებას".

ამ დროისათვის Gulf-ს 2500-ზე მეტი კორპორაციული კლიენტი ჰყავს. მათ რიცხვში შედიან როგორც მსხვილი სამშენებლო და საგზაო კომპანიები, ისე საბანკო სფეროს წარმომადგენლები, დისტრიბუცია თუ მცირე კომპანიები.

სპეციალური სერვისები კორპორაციული კლიენტებისთვის

კორპორაციულ კლიენტებს Gulf-ი 3 სახის სერვისს სთავაზობს. ყველაზე ტრადიციული და ძველი მეთოდი − ტალონები მცირე მასშტაბის კომპანიებში დღემდე მოთხოვნად პროდუქტად რჩება. "ტალონი ერთგვარი ფასიანი ქაღალდია, აქვს გარკვეული ნომინალური ღირებულება, მის შესაძენად აუცილებლად უნდა მობრძანდეთ სერვისცენტრში, შემდეგ კი შეძლებთ ტალონები სურვილის მიხედვით თანამშრომლებს გადაუნაწილოთ".

საბითუმო გაყიდვების პროცესში 3 ნავთობბაზაა ჩართული. Gulf-ის საწვავმზიდს პროდუქტის მიტანა საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია. "გვაქვს ეგრეთ წოდებული მობაილ სთეიშენი − მოძრავი რეზერვუარი, რომელიც შეგვიძლია კომპანიას ადგილზე დავუმონტაჟოთ და საწვავით ნებისმიერი სიხშირით მოვამარაგოთ. მსგავსი ტიპის მომსახურება, ძირითადად, სამშენებლო კომპანიებს ესაჭიროებათ", − ამბობს თეო ონიკაძე.

ყველაზე პოპულარულ და კომფორტულ პროდუქტად Gulf-ის ბარათი რჩება, რომელიც კომპანიამ 7 წლის წინ შექმნა და რომლის დახვეწაზეც დღემდე აქტიურად ზრუნავს. Gulf-ის ბარათი ინდივიდუალური პროდუქტია, რომელზეც მომხმარებლის მანქანის სახელმწიფო ნომერია დატანილი. შესაბამისად, ბარათით სარგებლობას მფლობელის გარდა ვერავინ შეძლებს. სურვილის შემთხვევაში, კომპანიას საშუალება აქვს უნივერსალური ბარათიც შეუკვეთოს, რომლის გამოყენებასაც ნებისმიერი თანამშრომელი შეძლებს.

"კომპანიას, რომელიც ჩვენს ბარათებს ფლობს, სპეციალურ ონლაინმისამართზე ძალიან მარტივად შეუძლია შეამოწმოს როდის და რომელ ავტოგასამართ სადგურზე მოხდა მისი გამოყენება, რამდენია ბარათის გამოყენებით გახარჯული საწვავის საშუალო რაოდენობა. ამასთან, მარტივია რეპორტის მიღება და ყველა პროცედურა ელექტრონულად მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი მიზანია, ბარათის გამოყენება და ტრეკინგი რაც შეიძლება მარტივი გავხადოთ და მაქსიმალურად მოვარგოთ პარტნიორთა საჭიროებებსა თუ ინტერესებს".

კომფორტული, სწრაფი და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება

თეო ონიკაძის აზრით, კორპორაციული მომსახურების შემთხვევაში Gulf-ის მთავარ კონკურენტულ უპირატესობას საათივით აწყობილი სერვისი და უმაღლესი ხარისხის საწვავის მიწოდება წარმოადგენს. უპირველესად, სისწრაფე − კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება, ბარათების დამზადება და საწვავის ლიმიტის გააქტიურება ბარათების მთავარ ანგარიშზე მაქსიმალურად მოკლე დროში ხორციელდება. ასევე პრიორიტეტულია, სერვისი მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული იყოს.

147 ავტოგასამართი სადგურიდან 65-ში უკვე ფუნქციონირებს Gulf-ის მაღაზიათა ქსელი, რომლის რებრენდინგიც რამდენიმე თვის წინ მოხდა. ქსელი დღითი დღე იზრდება და წახემსების თუ ჭიქა ყავის მსურველისთვის ყოველთვის ღიაა. ასევე, მარკეტინგული აქტივობები და აქციები თუ შეთავაზებები არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის Gulf-ის მიმზიდველობას ზრდის.

"გაყიდვების მენეჯერები ყოველდღიურად როგორც ახალი კომპანიების მოძიებაზე, ასევე არსებული მომხმარებლების სწრაფ და კომფორტულ მომსახურებაზე ზრუნავენ. მუშაობას ყველაზე მეტად მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი − CRM- პროგრამა გვიმარტივებს, რომელზეც გაყიდვების ტრეკინგი და ყოველთვიური რეპორტინგია დაფუძნებული", − ამბობს თეო ონიკაძე.

ამ დროისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით Gulf-ის 147 ავტოგასამართი სადგური მუშაობს. კომპანია 1300- მდე ადამიანის დამსაქმებელია, მომხმარებელს ევროპული ხარისხის საწვავს სთავაზობს, პარტნიორ კომპანიებს კი მაქსიმალურად კომფორტულ, სწრაფ და მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია