Get All Access for $5/mo

"იყავით გულწრფელები შეცდომების შესახებ" - მარკ დე ლანჟის რჩევები ბიზნესმენებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სათვალის მწარმოებელი კომპანია Ace&Tate-ის დამფუძნებელი მარკ დე ლანჟი ამბობს, რომ გულწრფელობა და ავთენტურობა ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

კომპანია 10 წელზე მეტია არსებობს და სათვალის მაღაზიებს 10 ქვეყანაში ფლობს. დეკადის განმავლობაში Ace&Tate-მა 2.5 მილიონზე მეტი სათვალე გაყიდა არსებულ 78 მაღაზიაში.

ლანჟი BBC-სთან ინტერვიუში "აღმასრულებელი დირექტორის საიდუმლოებანი" ჰყვება, რომ მისი კომპანია მუდმივად მზადაა აღიაროს, თუკი შეცდომა დაუშვა ან რაღაც გეგმის მიხედვით არ განვითარდა.

მაგალითად კი ასეთი გამოცდილება მოჰყავს − Ace&Tate-ში გააცნობიერეს, რომ 2030 წლამდე ნახშირბადის მიმართ ნეიტრალურობის მიზანს ვერ მიაღწევდნენ. კომპანიის ერთ-ერთი ნიშა კი სწორედ ეკომეგობრული პროდუქციის წარმოებაა.

"ამის შესახებ დავპოსტეთ − ავუხსენით მომხმარებლებს, რა მოხდა და როგორ ვაპირებთ მომავალში ამაზე მუშაობას",− ამბობს ლანჟი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად რისკიანი ნაბიჯი იყო ეს, ბიზნესმენი პასუხობს:

"ვიტყოდი, რომ უფრო სარისკო მგონია სიჩუმე და არაგულწრფელობა. ძალიან რთულია, მომხმარებლებში დათესო ნდობა შენ მიმართ, როცა საკუთარ შეცდომებს არ უმკლავდები და ვერ ფლობ მათ".

ლანჟი ფიქრობს, რომ წარმატება დეტალებზე ორიენტირებულობასაც მოაქვს − მომხმარებლის კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა სწორედ მცირე დეტალებით იწყება. ბიზნესმენი ამბობს, რომ კომპანიაში ასეთი მიდგომა აქვთ − "მაგალითად, თუკი სათვალის დროზე მიტანა ვერ ხერხდება მისამართზე და მომხმარებელი დასასვენებლად მიდის, ჩვენ არ მიგვაქვს პროდუქტი დაგვიანებით მის სახლში. ამის ნაცვლად, ვაგზავნით აეროპორტში, რათა კლიენტს შვებულების დროს ეს ნივთი ჰქონდეს".

ბიზნესმენის აზრით, ამის დიდი მასშტაბით კეთება შეუძლებელია, თუმცა სწორედ მსგავსი დეტალები ხდის ბიზნესს მიმზიდველს. მისივე თქმით, სწორედ ასეთი დეტალები განასხვავებს Ace&Tate-ს დიდი ქსელური კომპანიებისგან.

მარკ დე ლანჟი ინტერვიუში ჰყვება, რომ ოპტიკის ბიზნესი თანდათან იხვეწება, ხოლო მომხმარებელი უფრო და უფრო მეტადაა მზად, აქსესუარი შეიძინოს.

"ისინი მზად არიან, სათვალე გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, უფრო მხიარული − გახდეს ის აქსესუარი, რაც უნდა იყოს", − ამბობს ლანჟი.

კომპანია არ ფოკუსირდება უბრალოდ ხარისხზე ან მწვანე მიდგომაზე. გამოცემა Drum-თან ინტერვიუში Ace&Tate-ის მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, რომ სათვალე შესაბამისი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის მხოლოდ აქსესუარი ვერასდროს იქნება, მაგრამ ამავდროულად, ის ძალიან პერსონალური და ინდივიდუალური უნდა იყოს.

"დიახ, ჩვენ მოდურ პროდუქციას ვაწარმოებთ. მაგრამ დღის ბოლოს მხოლოდ ეს არ კმარა − არსებობს სამედიცინო ასპექტიც, როცა სათვალე უბრალოდ გჭირდება", − ამბობს შონ პერონი.

სწორედ ამიტომ, კომპანიაში ამბობენ, რომ ერთდროულად მნიშვნელოვანია, სათვალე იყოს ადამიანისთვის მისი პიროვნების გამომხატველი, Cool აქსესუარი. თუმცა, ამავდროულად კომპანიის მიზნებიც განხორციელდეს − წარმოებული პროდუქცია მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს.

მწვანე ბიზნესი

4 ეკომეგობრული ინდუსტრიული წარმოება საქართველოში

გაეცანით 4 "მწვანე" კომპანიას საქართველოს ინდუსტრიული წარმოებიდან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო