Get All Access for $5/mo

მედიტაცია გაცილებით ნაყოფიერს გაგხდით? ეს 5 ანტრეპრენერი და აღმასრულებელი დირექტორი სწორედ ასე ფიქრობს კვლევებმა უჩვენა, რომ მედიტაცია სტრესთან ბრძოლაშიც გეხმარებათ, მეხსიერებასაც ააქტიურებს და ემოციურ კონტროლსაც.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

საინტერესოა, თქვენი დროის რა ნაწილს უთმობთ მედიტაციას? შეერთებულ შტატებში მედიატაციით დაინტერესებულთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ფედერალური მონაცემების მიხედვით, 18 მილიონზე მეტი ამერიკელი მედიტაციითაა დაკავებული და თან, ყოველდღიურად.

მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ მედიტაცია მხოლოდ წმინდა წყლის სულიერი ან სულაც რიტუალური პრაქტიკაა, ნამდვილად მოგიწევთ თქვენი პოზიციის გადახედვა. როგორც ვარაუდობენ, სხვადასხვა სახის მედიტაციაs, მათ შორის, გაცნობიერების მედიტაციას, ბევრი რამ სასარგებლო მოაქვს თქვენი ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისთვის.

რით შეიძლება ამის დამტკიცება? ამერიკულმა ფსიქოლოგიის ასოციაციამ (APA), გაცნობიერების მედიტაციის დადებითი ზეგავლენის ზოგიერთ ფაქტობრივ მტკიცებულებებს მოუყარა თავი, და მათ შორის, შედეგებიცაა:

  • ნაკლები დამთრგუნველი აზრები. რა დროს უთმობთ წარუმატებლობებზე ფიქრს, რომლებიც წარსულში გქონდათ, და ახლანდელ პრობლემებს? კვლევები უჩვენებს, რომ გაცნობიერების მედიტაციას დამთრგუნველი აზრებისგან თავის დაღწევაში დახმარება შეუძლია, რაც თავის მხრივ, საღად და დადებითად აზროვნებაში დაგეხმარებათ.
  • ნაკლები სტრესი. გასაოცარი არ უნდა იყოს ის, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მიმართავენ მედიტაციას, სტრესის ნაკლები ნიშნები აქვთ, ეს გაცილებით მნიშვნელოვანს ხდის მედიტაციას ცნობილი ადამიანებისა და მათთვის, ვისაც მაღალი პოსტები უკავია, მაგალითად, ანტრეპრენერებსა და აღმასრულებელ დირექტორებს.
  • გაუმჯობესებული მეხსიერება. სამუშაო მეხსიერებაც რეგულარული მედიტაციური პრაქტიკის წყალობით ძლიერდება, და გაცილებით მეტი ინფორმაციის შენახვაშიც გეხმარებათ.
  • უკეთესი ფოკუსირება. მოკლე სეანსებზე მედიტაცია, მთელი დღის განმავლობაში თქვენს საქმიანობაზე უკეთ კონცენტრირებაშიც დაგეხმარებათ, ყურადღების გაფანტვის შანსების შემცირებაშიც და თქვენი შემეცნებითი პოტენციალის გაძლიერებაშიც.
  • ემოციების უკეთ გაკონტროლება. გაცნობიერების მედიტაციის მიმდევარი ადამიანები, უკეთ აკონტროლებენ ემოციებს, და ნაკლებად რეაგირებენ იმპულსურად, უსიამოვნო ან კიდევ, ემოციურად დაძაბულ ვითარებებში. ამას კი ბევრად ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღებასა და სიმშვიდის შენარჩუნებაში შეუძლია დახმარების გაწევა.
  • თვითდაკვირვება. ადამიანებს, რომლებიც მედიტაციას მიმართავენ, ემოციების უკეთ გაკონტროლებასთან ერთად, თვითდაკვირვებისა და თვითანალიზის დიდი უნარი აქვთ. ეს უნარები აიძულებთ მათ, როდესაც მათ პროვოცირებას ცდილობენ თუნდაც, უკიდურესად ნეგატიურად, მშვიდი განწყობა მალე დაიბრუნონ. ისინი მარტივად ახერხებენ, ავტომატურად არ აყვნენ პროვოკაციებს, და ამგვარი მიდგომით უარყოფით ჩვევებს დაემშვიდობონ.
  • გაცილებით დიდი კმაყოფილების მიღება ურთიერთობებით. როგორც იუწყებიან, გაცნობიერების მედიტაციის მიმდევრები, გაცილებით ბევრად კმაყოფილები არიან თავიანთი პირადი ურთიერთობებით. ეს მათ წინასწარ, თავისთავად იცავთ უარყოფითი შედეგებისგან, ურთიერთობათა კონფლიქტის დროს.

ეს სამეცნიერო მტკიცებულებანი ნამდვილად დამაჯერებელია, მაგრამ შეძლებს კი თქვენი ბიზნესი სარგებლის მიღებას ამგვარი ყოველდღიური პრაქტიკით? ეს ანტრეპრენერები ჩანს, ფიქრობენ, რომ შეძლებს:

  1. რეი დელიო. ეს მილიარდერი Bridgewater Associates-ის დამფუძნებელია, იგი თავის 735 თანამშრომელს მოუწოდებდა, ტრანსცენდენტალური მედიტაციის რეგულარული მიმდევრები გამხდარიყვნენ. დელიო Business Insider-თან ინტერვიუში ამბობს: "ეს უდიდესი საჩუქარია, რომლის გადაცემაც ვინმესთვის შემიძლია, მას სიმშვიდე, შემოქმედებითი განწყობა და მშვიდობა მოაქვს". მას შემდეგ მედიტაციის პრაქტიკა მთელ უოლ სტრიტზე გავრცელდა.
  2. ჯეფ უაინერი. უაინერმა, LinkedIn-ის აღმასრულებელმა დირექტორმა 2009 წლიდან, სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი 33 მილიონიდან 430 მილიონზე მეტადაც კი გაზარდა. მისი წარმატების ფილოსოფიის ნაწილი, მისი სიტყვებით, ისიც არის, რომ ჯანმრთელობასაც აფასებს, სიყვარულსაც და დროსაც. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ყოველდღიურად მედიტაციისთვის აპლიკაციას იყენებს, სახელად, Headspace. თან, ამ აპლიკაციას თავის თანამშრომლებსა და პარტნიორებსაც ხშირად ურჩევს.
  3. ბილ ფორდი. რაც არ უნდა მოხდეს, Ford Motor Company-ის აღმასრულებელი დირექტორი ფორდი, თავის დროს ყოველდღიურად უთმობს მედიტაციას. თითქმის ათი წლის წინ, როდესაც ფორდი თითქმის გაკოტრების წინაშე იდგა, Harvard Business Review-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღიარა: "გაცნობიერების პრაქტიკა ყველაზე ბნელ დღეებშიც კი მინათებდა გზას". მედიტაცია დაეხმარა მას შრომის ნაყოფიერებაც გაეზარდა და ამასთან ერთად, გადაწყვეტილებების მიღებისას თანაგრძნობა და სიკეთე არ დაევიწყებინა.
  4. მარკ ბენიოფი (სტივ ჯობსთან ერთად). SalesForce-ის დამფუძნებელი ბენიოფი, დამწყებ ანტრეპრენერებს რეკომენდაციას აძლევს ყოველ დილას სამსახურში წასვლამდე მედიტაციას მიმართონ. ZDNet -ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ეს პრაქტიკა სტივენ ჯობსის ერთი რჩევის შემდეგ დაიწყო: "ყურადღებიანი იყავი და მომავალის პროგნოზირებაზე იფიქრე", - უთხრა მას Apple-ის დამფუძნებელმა. ბენიოფი აცხადებს, რომ გარდა ამისა, იმისთვისაც პოულობს დროს, რომ მადლიერება გამოხატოს, რაც დღის დასაწყისიდანვე გონების გაწმენდის კიდევ ერთი გზაა.
  5. რასელ სიმონსი. Rush Communications-ის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი სიმონსი, გაცილებით მეტად ხმისჩამწერი სტუდიით, Def Jam Recordings -ით არის ცნობილი. მან რამდენიმე წლის წინ დაწერა სტატია Entrepreneur-ისთვის, რომელშიც დეტალურად აქვს განხილული თავისი მოსაზრებები მედიტაციაზე, და გარდა ამისა, ახალბედა და გამოცდილ ანტრეპრენერებსაც მოუწოდებს, ამ ჩვევის განვითარებაზე იზრუნონ. ამ სტატიის წაკითხვა ნამდვილად ღირს, თუ გაინტერესებთ, როგორ აფასებს ამ საკითხს კომპანიის პირველი პირი.

როგორც დაუდასტურებელი, ისე ფაქტობრივი მონაცემები მეტყველებს, რომ თუ რეგულარულად გამოყოფთ გარკვეულ დროს გაცნობიერების მედიტაციისთვის, ის დაგეხმარებათ, უკეთაც იგრძნოთ თავი, უკეთაც იაზროვნოთ და უკეთაც იშრომოთ. მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ გამოგიყენებიათ ეს შანსი და მედიტაცია არასოდეს გიცდიათ, აუცილებლად გამოყავით დრო მისთვის თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"