You can be on Entrepreneur’s cover!

მეტი დროის გამონახვა დღის განმავლობაში COVID-19 მთლიანად ფიტავს ადამიანებს, განსაკუთრებით, თუ მათ შინ ბავშვებიც ჰყავთ. ჩვენ ექვს ანტრეპრენერს ვკითხეთ: როგორ მართავთ თქვენს დღეს... და თქვენს გონებას?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur
1. შეადგინეთ სამი სია

„მე ერთის ნაცვლად, შესასრულებელი საქმეების სამი სია მაქვს შედგენილი და კატეგორიის მიხედვით დაჯგუფებული. პირველ სიაში COVID- თან დაკავშირებული საკითხებია (ხელფასის დაცვის პროგრამა, დახმარების პროგრამა ეკონომიკური კატასტროფის დროს, გრანტები და ა.შ.). მეორეში, COVID-ის წინა პერიოდის ბიზნესის საკითხებია. მესამეში კი, ახალ ბიზნესთან დაკავშირებული დავალებები − შესაძლებლობების მოძიება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შესაძლოა ადრე არ იყენებდნენ ჩვენს მომსახურებას, მაგრამ ახლა დაინტერესდნენ. მე მიზნად დავისახე, ყოველდღიურად თითოეული კატეგორიიდან ერთ საკითხზე მემუშავა და თითოეული სიიდან კვირაში ორი პუნქტი გადამეხაზა".

− კიმ კაუპე, დამფუძნებელი, The Superfan Company

2. გარდამავალ პერიოდებზე იზრუნეთ

„მე მივხვდი, რომ ნამდვილად მენატრებოდა დრო, როდესაც შინიდან სამსახურში მივდიოდი. სამსახურში მისვლამდე გონებრივად დასვენებასაც ვასწრებდი და სამუშაო დღისთვის მომზადებასაც.

ახლა ვცდილობ, ეს განცდა როგორღაც ხელახლა გამიჩნდეს. სამუშაო დღეს იმიტირებული მარშრუტით ვიწყებ და ვამთავრებ, ჩემი რაიონის მიდამოებში დავდივარ ან ველოსიპედით ვსეირნობ".

− ქრისტინ შინდლერი, აღმასრულებელი დირექტორი, PathSpot

3. ორი ბოლო ვადა დააწესეთ

„მე მუშაობისას გაფრთხილების ორი ვადა დავნერგე, ყოველ სამუშაო დღეს მაღვიძარას 15:00 საათზე ვაყენებ − ეს პირველი, წინასწარი შეხსენებაა და თუ ამ დროს მუშაობის შეჩერება შესაძლებელია, ვჩერდები. თუ არა, მაღვიძარას ჩემი ტვინი სამუშაოს შეჯამების რეჟიმში გადაჰყავს და დარწმუნებული ვარ, ბოლო ვადაში მაინც ჩავეტევი, დავასრულებ, და ეს ბოლო ვადა 17:00 საათია. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ სამუშაო მთლიანად არ შთანმთქავს და შესანიშნავი მოგონებებით, სამუშაოთი და ადამიანებით აღსავსე ცხოვრება მექნება".

− ლეტისია ოსტინი, დამფუძნებელი, The Mobile Sophisticate

4. ახალი სივრცეები შექმენით

„ჩემს სახლში ხელოვნურად დავყავი ოთახები, რომ დრო უკეთ გამომეყენებინა. ჩემი მისაღები ოთახი სატრენაჟორო დარბაზად ვაქციე, სასადილო ოთახი − ოფისად, ხოლო ტერასა საკონფერენციო ზარებისთვის გამოვიყენე. ოთახებს შორის კარს ყოველთვის ვხურავ და ამ სისტემის დაცვით გარემოსაც მნიშვნელოვნად ვიცვლი, რაც ჩემთვის აუცილებელია და საკუთარი ბუნდოვანი გრაფიკიც გარკვეულ სტრუქტურას იძენს".

− მათიას მეტერნიხი, აღმასრულებელი დირექტორი, Art of Sport

5. როდესაც საჭიროა, თქვით „არა"

„როგორც წესი, ჩემს კოლეგებსა და თანამშრომლებს ჩემთან დაკავშირება ყოველთვის უპრობლემოდ შეუძლიათ, დღეში ათობით ელექტრონულ წერილს და ზარს ვიღებ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც დახმარება და რჩევის მიღება სურთ. მაგრამ ახლა ვისწავლე, თუ როგორ უნდა მეთქვა „არა", როდესაც ორი ბავშვი მყავს და ამ ყველაფრით ჟონგლირებას ვცდილობ. როგორ უნდა დამემყარებინა იმედი ჩემს შესანიშნავ გუნდზე. ახლა იმ მნიშვნელოვან შეხვედრებს, რომლებშიც ადრე უფრო აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი, ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელთა გუნდი მართავს. მე უშუალო მონაწილეობას აღარ ვიღებ თანამშრომლების აყვანისა და მოზიდვის პროცესებში".

− ჩარლზ ჩჟუნი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Azazie

6. მკაფიოდ გამოყავით პრიორიტეტები

„შესაძლოა ჭკუიდან გადახვიდეთ, თუ ონლაინბიზნესს მართავთ და პარალელურად თქვენს ორ შვილსაც თვითონვე უვლით. ადრე, ყოველდღიური სამუშაოების გრძელი ჩამონათვალი მქონდა შედგენილი და როდესაც რაღაც ახალი გამოჩნდებოდა, ამ სიას ვამატებდი. ახლა უკვე ვახერხებ ჩემი დროის მართვას, სამ მნიშვნელოვან პუნქტს ვირჩევ საკუთარი დავალებების სიიდან, რაც ამ დღეს უნდა გავაკეთო, და სხვა არაფერი მაინტერესებს".

− ტიფანი უილიამსი, აღმასრულებელი დირექტორი, Rich Girl Collective

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან