Cyber Week Sale! 50% Off All Access

მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ემოციური ინტელექტი პროდუქტიულობის გასაღებია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

პროდუქტიულობის გაუმჯობესება - როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ, კულტურის ფუნდამენტური ნაწილია. ჩვენ ისეთ სტარტეგიებს ვიყენებთ, როგორიცაა, პომოდოროს ტექნიკა, ჩვენს კალენდრებში დროს ვბლოკავთ და ვცდილობთ მინიმუმამდე შევამციროთ ხელის შემშლელი ფაქტორები, უთვალავ წიგნებში, სტატიებსა და TED კონფერენციების მონაწილეთა გამოსვლებში ვეძებთ რჩევებს.

მიუხედავად ამისა, უმრავლესობას ჯერ კიდევ გვაქვს შრომის ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ შრომის ნაყოფიერების გაუმჯობესებათან დაკავშირებული რჩევები არაეფექტურია, უბრალოდ, შეპყრობილები ვართ, ნაკლებ დროში მეტი გავაკეთოთ და ეს არის ძლიერი სტრესისი მიზეზი. ამ დროს, მთელი ყურადღება ჩვენი და ჩვენი გარემოცვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა გავამახვილოთ. აი, აქ არის საჭირო ემოციური ინტელექტი.

ემოციური ინტელექტი კითხვის, განცდის, და ჩვენი და ჩვენი გარემომცველი ადამიანების ემოციებზე რეაგირების უნარია. ემოციური ინტელექტი შემდეგი ოთხი კომპონენტისგან შედგება.

  • საკუთარი თავის შეცნობა. საკუთარ გრძნობებში, ძლიერ და სუსტ მხარეებში გარკვევა
  • საკუთარი თავის მართვა. ემოციების დარეგულირება ისე, რომ მშვიდად შეძლოთ აზროვნება
  • სოციალური ცნობიერება. სოციალური უნარები აუდიტორიის შესაცნობად და თქვენი გზავნილის ამ კონკრეტულ ჯგუფამდე მიტანის უნარი
  • ურთიერთობების მართვა. თანაგანცდის უნარი, რომ გაცილებით ღრმა ურთიერთობის დამყარება შეძლოთ სხვა ადამიანებთან

როგორც ხედავთ, ემოციური ინტელექტი შინაგან მოტივაციასა და ურთიერთობებთანაა დაკავშირებული, და ამიტომ, წარმატების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მაგრამ რა კავშირი აქვს მას შრომის ნაყოფიერებასთან? ქვემოთ ექვს მიზეზს გაეცნობით, რომლის მიხედვითაც დარწმუნდებით, ემოციური ინტელექტი პროდუქტიულობის გასაღებია.

1. საკუთარი თავის ღრმად შეცნობა

საკუთარი თავის შეცნობა ემოციური ინტელექტის ქვაკუთხედია - კვლევები უჩვენებს, რომ ხშირად საკუთარ თავში უკეთ ის ერკვევა, ვისაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს.

საკუთარი თავის შეცნობისას, თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები უკვე იცით, და ამიტომ არ ხარჯავთ დროს იმ საქმიანობაზე, რომელიც თქვენი შესაძლებლობების მიღმაა. მაგალითად, თუ თქვენი სტარტაპისთვის აპლიკაციის შექმნა გსურთ, მაგრამ მხოლოდ დამწყები პროგრამისტი ხართ, რატომ უნდა დაკარგოთ დრო აპლიკაციის დამოუკიდებლად შექმნაზე? რატომ არ უნდა დაიქირაოთ კვალიფიციური პროგრამისტი მის შესაქმნელად, და რატომ არ უნდა გაამახვილოთ მთელი თქვენი ყურადღება იმაზე, რაშიც გამორჩეული ხართ, მაგალითად, ბიზნესის მარკეტინგზე.

ამავე დროს, საკუთარი თავის შეცნობა უკვე არსებული უნარების დახვეწაში დაგეხმარებათ, რომ გაცილებით სწრაფად და მარტივად შეასრულოთ მნიშვნელოვანი ამოცანები.

2. ხელს უწყობს თვითმოტივაციას

ადამიანები, რომლებსაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ, გაცილებით დამოუკიდებლები არიან, ფული და ტიტულები მათი მოტივაციის წყარო არ არის. მათ შინაგანი მოტივაცია უბიძგებთ ის აკეთონ, რასაც აკეთებენ, ზრდის ახალი გზები ეძიონ და პროგრესზე იზრუნონ. თვითმოტივირებული პიროვნებები თავიანთი ბუნებით ცნობისმოყვარენი არიან და ხშირად სვამენ შეკითხვებს. პასუხების ძიების პროცესში ახალ უნარებსა და ცოდნას იძენენ, რომელთა გამოყენებაც ცხოვრებაში შეუძლიათ.

ამასთან ერთად, ისინი საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას პროექტების დასრულებაზე და დაბრკოლებების გადალახვაზე. მათ იციან დროის ფასი და საკმაო დისციპლინა აქვთ, რომ ყურადღბა სხვა არაფერზე გადაიტანონ და ამიტომ, ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ არიან.

ისინი წინასწარ ხედავენ ახალ გამოწვევებს და ყოველთვის ბოლო ტენდენციების და ტექნოლოგიების ძიებაში არიან, რომ ისინი წარმატებულები გახადონ.

3. გეხმარებათ უკუკავშირის მიღებაში

ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ ცოტას თუ მოეწონება ამის შესახებ სხვებისგან მოსმენა. თუმცა, ჩვენი მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად კონსტრუქციული კრიტიკის მიღება აუცილებელია.

მაგალითად, როდესაც ბლოგი დავიწყე, რედაქტორები შეცდომების გამო მაკრიტიკებდნენ, და იმაზეც მიმითითებდნენ, თუ როგორც უნდა გამეუმჯობესებინა ჩემი წერის უნარები. დროთა განმავლობაში გაცილებით უკეთ დავიწყე წერა, ნაკლებ შეცდომებს ვუშვებდი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნაკლები დრო მჭირდებოდა ჩემი ნაწერის გადასახედად. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მათი რჩევების დახმარებით გაცილებით სწრაფადაც დავიწყე წერა.

4. ხელს უწყობს თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას

ამაში გასაკვირი არაფერია. ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები უკეთ თანამშრომლობენ სხვებთან, რომ სტარტეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი.

ეს აუცილებელია სტარტაპებისთვის. თქვენი გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეების აღიარება დაგეხმარებათ შესაბამისი ამოცანები დაუსახოთ მათ, ნაცვლად იმისა, რომ თავად სცადოთ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება. გარდა ამისა, კომუნიკაციის უნარები უნდა გქონდეთ, რომ ნათლად აუხსნათ მათ რა მიზნებს და რა მოლოდინებს გულისხმობს მათი პასუხისმგებლობები. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი ხედვა პარტნიორებს, მომხმარებელს და ინფლუენსერებს აუხსნათ, რომ მათ მოტივი გაუჩნდეთ, ბრენდის დამცველები გახდნენ.

ამასთან ერთად, ემოციური ინტელექტის წყალობით, თქვენ უკეთ შეძლებთ მათი ემოციების წაკითხვას.

საკუთარი მოლოდინების ნათლად და მკაფიოდ გამოხატვა, ავტონომიის უზრუნველყოფა და თანაგრძნობა ადამიანს ბედნიერების შეგრძნებას უჩენს და მორალურად ამხნევს მის კოლეგებს. შედეგად, ნებისმიერის შრომის ნაყოფიერება უმჯობესდება.

5. აძლიერებს ყველაფერ დადებითს

ემოციური ინტელექტი აძლიერებს ყველაფერს, რაც დადებითია, და ამავე დროს, პირდაპირ გზაზე აჩერებს უარყოფითს. შესაბამისად, ეს გიბიძგებთ წარუმატებლობებზე ისწავლოთ და მაშინვე მოძებნოთ პრობლემების გადაჭრის გზები, როგორც კი ისინი იჩენენ თავს.

დადებითი განწყობა ამასთან ერთად, შემოქმედებით უნარებსაც აღვივებს და ხელს გიწყობთ გაცილებით გულწრფელი იყოთ. ის ასევე ყურადღების გამახვილებაშიც გეხმარებათ. როდესაც უკეთესი განწყობა გაქვთ, მთელი თქვენი ყურადღების უარყოფითზე კონცენტრირებას აღარ მოახდენთ, და მიმდინარე დავალების შესრულებაზე იზრუნებთ.

6. ამცირებს სტრესს

მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტს ამერიკაში შრომობენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ ბიზნესს მართავთ, და როდესაც საათი ხუთს დაჰკრავს, ოფისიდან ვერ გამოხვალთ. შესაძლოა, კიდევ რამდენიმე საათით მოგიხდეთ დარჩენა, და შემდეგ ეს ციკლი მეორე დღესაც გამეორდება.

ბუნებრივია, ბოლოს და ბოლოს გადაიწვებით

საბედნიეროდ, ემოციური ინტელექტი გაძლევთ საშუალებას იგრძნოთ, როდესაც სტრესის დონე იმდენად მაღალია, რომ საზღვრებიდან გამოდის. ვისაც ემოციური ინტელექტი აქვს, მედიტირებს, კითხულობს ან ვარჯიშობს, რომ ცოტა ამოისუნთქოს და მოდუნდეს. ისინი შვებულებას იღებენ, როდესაც მთლიანად სურთ საქმიანობიდან გამოთიშვა და დაბრუნებისას მთლიანად თავიანთ პრიორიტეტებზე ორიენტირება.

7. ადაპტაციის უნარს გაძლევთ

სამყარო ჩვენს ირგვლივ ელვის სისწრაფით იცვლება, ემოციურად გონიერი ადამიანები მთელ თავის ენერგიას კი არ ხარჯავენ ცვლილებებთან ბრძოლაში, ამ ფაქტს ჩვეულებრივად იღებენ. ისინი აცნობიერებენ, რომ ცვლილებები გარდაუვალია და წარმატების მისაღწევად დაპტირება აუცილებელია.

როგორ უნდა განავითაროთ თქვენი ემოციური ინტელექტი, რომ უკეთესი შრომის ნაყოფიერება გქონდეთ? უპირველესად, მეტი უნდა გაიგოთ ემოციურ ინტელექტზე და მის უპირატესობებზე. დასაწყისისთვის დენიელ გოულმანის წიგნი, "ემოციური ინტელექტი" და სამოტივაციო საუბრებიც მშვენიერი იქნებოდა TED კონფერენციაზე. შეგიძლიათ ონლაინ ტესტებით სცადოთ იმის დასადგენად, რამდენად ინტელიგენტური ხართ ემოციურად.

გარდა ამისა, საკუთარი თავის შეცნობაზე დაიწყეთ მუშაობა. საკუთარი თავის შეცნობაში ყველა ეს გზა სერიოზულად დაგეხმარებათ - მედიტაციები, უკუკავშირის ძიება, კითხვა და საზღვრების დაწესება, და მის დონეს გაზრდის კიდეც.

და ბოლოს, აქტიურად უსმინეთ სხვებს, რომ კარგად გაიგოთ ვინ არიან ისინი. მათ ქცევასა და რეაქციებს მიაქციეთ ყურადღება და ვიდრე მოქმედებაზე გადახვალთ, ყოველთვის გააკეთეთ პაუზა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

ქალები, რომლებიც "ელპლუსის" საწარმოში წარმატებას ქმნიან

გაიცანით დიანა ველთაური და ეთერ ჭუმბურიძე, რომლებიც ელპლუსის საწარმოს მაღალკვალიფიციურ გუნდს ხელმძღვანელობენ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

Business News

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

გაბრიელ მელივა − ტექ-ანტრეპრენერი