პაშა ბანკი აუტიზმის ცენტრის მშენებლობის მხარდასაჭერად! პაშა ბანკი მხარს უჭერს საქველმოქმედო ორგანიზაციას "პირველი ნაბიჯი საქართველო" აუტიზმის ცენტრის მშენებლობაში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პაშა ბანკმა პარტნიორების და თანამშრომლების სახელით, საქველმოქმედო ორგანიზაციას "პირველი ნაბიჯი საქართველო" აუტიზმის ცენტრის და დღის ცენტრის კოტეჯების მშენებლობისთვის 5 000 ლარი გადაურიცხა.
"პირველი ნაბიჯი საქართველო" – 1998 წელს დაარსდა და მისი მიზანია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.
პაშა ბანკის და ფონდის თანამშრომლობა პირველად 2015 წელს შედგა. ბანკმა ორგანიზაციას ახალი წელი გამორჩეულად მიულოცა და საჩუქრად რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი "არჩევანი" (2015, შერეული ტექნიკა, აბრეშუმი, 50*50სმ) გადასცა, მისი პირდაპირი ან აუქციონის გზით რეალიზაციის უფლებით. ამავე წელს, აღდგომის მისალოცად, პაშა ბანკმა ფონდს, თავისი პარტნიორების სახელით, 10 000 ლარი გადაურიცხა.
2018 წელს პაშა ბანკმა "პირველ ნაბიჯ საქართველოს" აღდგომა ტრადიციული გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის, ბანკმა ორგანიზაციის ეზოში კავკასიური სოჭის ოცდაათი ძირი ხე დარგო.
"პირველი ნაბიჯი 21 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე. აუტიზმის ცენტრი 2002 წელს აშენდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ცენტრის რემონტი კი მხოლოდ ერთგული მეგობრების დახმარებით შევძელით. პაშა ბანკი ნამდვილად გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ყოველთვის მზად არის დაეხმაროს მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. "პირველი ნაბიჯის" და პაშა ბანკის მეგობრობა უკვე 7 წელია გრძელდება და სექტემბერში ბავშვები მათი დახმარებით სუფთა და უსაფრთხო გარემოში მიიღებენ მათთვის ასე საჭირო მომსახურებებს". - განაცხადა "პირველი ნაბიჯი საქართველოს" დირექტორმა, თამარ ზაალიშვილმა.
"პაშა ბანკი განაგრძობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კლიენტები და პარტნიორები, ფონდთან "პირველი ნაბიჯი საქართველო" თანამშრომლობას დადებითად შეაფასებენ. როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონდე კომპანია, ვიზიარებთ ფონდის ხედვას და მადლობას ვუხდით მათ განხორციელებული პროექტებისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი მცირედი წვლილით და ერთობლივი ძალებით, კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ, ფონდის ბენეფიციარებისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად." - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.