Get All Access for $5/mo

როდესაც შენი მეორე ნახევარი შენი ბიზნესპარტნიორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

რამდენიმე წლის წინ, ალბათ საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, რომ საკუთარი ბიზნესი მექნებოდა და მით უმეტეს, თუ ჩემი მომავალი მეუღლე ჩემი ბიზნესპარტნიორიც იქნებოდა, თუმცა ცხოვრება სასიამოვნო მოულოდნელობებით აღმოჩნდა სავსე − აგერ უკვე 3 წელიწადზე მეტია, ჩემი მეუღლე და მე ერთად ვუძღვებით ჩვენს უკვე არცთუ პატარა კომპანიას.

მიუხედავად იმისა, რომ მე და ნინა, ფაქტობრივად უკვე მე-11 წელია ერთად ვართ, წლისა და რამდენიმე თვის წინ ჩვენი თანაცხოვრება და საკუთარი ბიზნესი თითქმის ერთდროულად დაიწყო. თუ ჩვენს სვეტს თვალს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ მანამდე ბევრ კომპანიაში ვიმუშავეთ სხვადასხვა პოზიციაზე, შემდეგ დავოჯახდით, ქორწილში სტუმრების მიერ ნაჩუქარ ფულს ცოტა დავუმატეთ და საკუთარი ბიზნესი დავიწყეთ.

მე ვფიქრობ, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ჩვენი ბიზნესი იმიტომ გამოვიდა წარმატებული, რომ მე და ჩემი მეუღლე საკმაოდ განსხვავებულები ვართ. მაგრამ ამ განსხვავებების მიუხედავად, კარგად ვუგებთ და ვერგებით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ამას წლები დასჭირდა, რომ კარგად გაგვეცნო ერთმანეთი. ჩვენს ბიზნესშიც კარგად მოვახდინეთ ჩვენი განსხვავებულობის კოლაბორაცია.

მაგრამ, რა თქმა უნდა, მედალს ორი მხარე აქვს. ბიზნესის გაძღოლა და ურთიერთობაში ბალანსის დაცვა არცთუ ადვილია. ამ სტატიაში, ჩვენი გამოცდილებიდან, მსურს გაგიზიაროთ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, როდესაც მეუღლე შენი ბიზნესპარტნიორია. დავიწყებ დადებითით.

ნდობა და გახსნილობა

ბიზნესში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთულია, როდესაც ბიზნესპარტნიორს ბოლომდე ვერ ენდობი − იქნება ეს ნდობა ფინანსურ საკითხებში, გადაწყვეტილებების მიღების დროს თუ ა.შ. თუ მეუღლეები ერთმანეთს ენდობიან, ეს საკითხი ძალიან კარგად ლაგდება ბიზნესში, რადგან არაფერია იმაზე მაგარი, გყავდეს ბიზნესპარტნიორი, რომელსაც თვალდახუჭული ენდობი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესპარტნიორთან გახსნილი იყო. თუ რაღაც არ მოგწონს, დაივიწყო მორიდება და პირდაპირ თქვა სათქმელი.

მოტივაცია და გამხნევება

ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება შედარებით დაღმავალი პერიოდი − როდესაც დაღლილი ხარ, ცუდად გრძნობ თავს, უბრალოდ გინდა, არაფერი აკეთო. ასეთ მომენტებში, ძალიან კომფორტულია, როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც დაგიჯდება, დაგელაპარაკება, ეცდება მოტივაცია აგიმაღლოს, ან უბრალოდ გეტყვის: მოდი, შენ რამდენიმე დღე დაისვენე, საქმეებს მე მივხედავ და როდესაც იგრძნობ, რომ შეძლებ მუშაობას, დაბრუნდი და გავაგრძელოთ ერთად. ასევე, ბიზნესის კეთება საკმაოდ სტრესულია. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც მეუღლეები, ასევე ბიზნესპარტნიორები ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ვამხნევებთ.

მოქნილი გრაფიკი

იმის გამო, რომ საერთო საქმეს ვუძღვებით, მეუღლესთან ერთად ბიზნესის კეთების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსია მოქნილი გრაფიკი − შეგვიძლია ერთად შევჯერდეთ როდის ვიმუშაოთ, როდის დავისვენოთ, როდის გავიდეთ შვებულებაში, როდის ვიმსჯელოთ სტრატეგიულ საკითხებზე და ა.შ.

სიმპათია პარტნიორების მხრიდან

არა მგონია, რაიმე ზებუნებრივ ენერგიას ვასხივებდეთ, მაგრამ ჩვენი ბიზნესის სხვადასხვა ეტაპზე, პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებისას თუ შეხვედრისას, როდესაც იგებდნენ, რომ მეუღლეები ვართ და ერთად ვმართავთ ბიზნესს, თითქმის ყველა შემთხვევაში დადებითად განეწყობოდნენ ხოლმე ჩვენ მიმართ, რაც გვიადვილებდა მათთან ურთიერთობას.

ვერ ვიტყვი, რომ მეუღლესთან ბიზნესის მართვას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, მაგრამ მაინც არის რამდენიმე.

საქმე და პირადი ცხოვრება

მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ, შენი მეუღლე დღის ნებისმიერ მონაკვეთში მზადაა მოგისმინოს ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე, მეორე მხრივ არის მომენტები, როდესაც გსურს დაივიწყო ბიზნესი და უბრალოდ მეუღლესთან ყოფნით დატკბე, რაც ხშირად არ გამოდის. ხშირად მომხდარა, რომ ჩვენი რომანტიკული საღამო, რომელიც მხოლოდ ერთმანეთისთვის უნდა დაგვეთმო, ცხარე ბიზნესდისკუსიით დაგვიმთავრებია. ხშირად ბიზნესის საკითხები შინ მოგვყვება, ვსაუბროთ მასზე გაღვიძებისას, სადილისას, დაძინებისას და ა.შ.

კრიტიციზმი

ხანდახან, ადამიანები გავჯიუტდებით და შეიძლება მეორე ნახევრის ჯანსაღი კრიტიკა, უბრალოდ არ მივიღოთ, არ მოვუსმინოთ და არ გავითვალისწინოთ. ერთია, როდესაც კრიტიკას არ იღებ მარტივ, ყოველდღიურ თემებზე, მაგრამ როდესაც საქმე ბიზნესს ეხება, აუცილებლად უნდა შეძლო კრიტიკის მოსმენა და გაანალიზება.

ქვევით კი მსურს დავწერო რამდენიმე რჩევა, თუ მეუღლესთან ერთად აპირებთ საკუთარი ბიზნესის დაწყებას:

უპირველესად, კარგად გაიცანით ერთმანეთი და გააანალიზეთ, რომ თუ ცხოვრებაში არ გექნებათ ჰარმონია და ბალანსი, ძალიან გაგიჭირდებათ ამ ყველაფრის მიღწევა ბიზნესის მართვისას.

როგორც კი ამის შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად იქირავეთ ოფისი და მაქსიმალურად ეცადეთ, საქმე იქ აკეთოთ.

თქვენი ძლიერი მხარეების შესაბამისად, განსაზღვრეთ საკუთარი როლები კომპანიაში. ჩამოყალიბდით, ვინ რას აკეთებთ დამოუკიდებლად და რა საქმეებს აკეთებთ ერთად.

გქონდეთ ფინანსური დანაზოგი ე.წ. "შავი დღისთვის", რადგან თუ ბიზნესს პრობლემა შეექმნება, ორივე ადამიანი უშემოსავლოდ რჩება.

რეზი ბესელაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

სიახლეები

Archi to Build a Five-Star Hotel at Lake Sioni

This prestigious project is a collaboration with Le Meridien, an international hotel brand under the Marriott International group

სიახლეები

ლიბერთიმ Diebold Nixdorf-ის ჯილდო მიიღო

"Leading Innovator in Banking Functionality Award 2024" ბანკომატებში მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის