Get All Access for $5/mo

როგორ ეხმარება ვალდებულების საკუთარ თავზე აღება თქვენს ბიზნესს ზრდაში დიდი მიზნის დასახვამ შესაძლოა თქვენს ბიზნესზე გავლენა მოახდინოს. ქვემოთ გაეცნობით, თუ რატომ არის ეს კარგი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Kelvin Murray

ბიზნესის დაწყების უამრავი მიზეზი არსებობს, მათ შორის, საკუთარი ჟინის მიყოლა, საკუთარი დღის რეჟიმის თავად განსაზღვრა და მეტი ფულის შოვნის სურვილი. მაგრამ თუ საკუთარ თავს უფრო დიდ მიზანს დაუსახავთ, ყველა ეს მიზეზი შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი თქვენს ბიზნესში წარმატების მისაღწევად.

რას ნიშნავს საკუთარ თავზე ვალდებულების აღება?

ეს შესაძლოა სამი გზით განსაზღვროთ:

  1. ის მიზანს გისახავთ. მოდით, საკუთარ თავზე ვალდებულების აღება უფრო დიდ მიზნად მიიჩნიეთ, რომელიც ყოველდღიურად გიბიძგებთ წინ იაროთ. ბევრმა კვლევამ უჩვენა, რომ მიზნის არსებობა როგორც მამაკაცების, ისე ქალების სიცოცხლის გახანგრძლივებას განაპირობებს.
  2. ეს პროცესი არასოდეს მთავრდება. საკუთარ თავზე ვალდებულების აღება არ არის, "მინდა წარმატებული ბიზნესი მქონდეს", რადგან ეს მთელი თქვენი სიცოცხლის მიზანს არ ნიშნავს. დაკისრებული მოვალეობის შესრულების პროცესი სინამდვილეში უსასრულოა და თქვენ მასზე მრავალი წლის განმავლობაში იმუშავებთ.
  3. ეს პირადი საკითხია. უკიდურესად მნიშვნელოვანია თქვენს ბიზნესს რაიმე მიზანი ამოძრავებდეს. საკუთარ თავზე ვალდებულების აღება მაინც პირადი საკითხია. ის მთელ თქვენს ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას, მათ შორის ბიზნესზეც, და იმაზეც, თუ როგორ გაიზრდება თქვენი ბიზნესი.

რა განსხვავებაა მიზნის დასახვასა და საკუთარ თავზე ვალდებულების აღებას შორის?
მიზანი სინამდვილეში იგივე შედეგია, რომლის მიღებაც გსურთ, რომელიც განსაზღვრული გაქვთ, რომელსაც გეგმავთ და შემდეგ აღწევთ კიდეც. თქვენ უამრავი მოკლე და გრძელვადიანი გეგმა გაქვთ ცხოვრებაში, ხოლო საკუთარი თავისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ყველაზე გრძელვადიან გეგმებზეც კი შორს მიდის. ეს არ არის, რასაც ერთ დღეში დაასრულებთ − მასზე განუწყვეტლივ უნდა იმუშაოთ.

როგორ ეხმარება თქვენს ბიზნესს ვალდებულების საკუთარ თავზე აღება?
იგი ყურადღების გამახვილებაში გეხმარებათ, რის გარეშეც თქვენი ბიზნესი დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა, მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი არა, არამედ გაცილებით დიდი მასშტაბით. თქვენს ბიზნესში წარმატების მისაღწევად და ყოველი დღის, თვისა და წლის მიზნების შესასრულებლად, აუცილებლად დაგჭირდებათ ამ პერიოდში ყურადღების გაცილებით მნიშვნელოვნად გამახვილება.

უორენ ბაფეტის ყურადღების გამახვილების სტრატეგია 2-List ამის შესანიშნავი ილუსტრაციაა. კერძოდ, თქვენი პრიორიტეტების განსაზღვრა და სხვა ყველაფრის თავიდან მოცილება. თქვენ უნდა ჩამოწეროთ საკუთარი მიზნები და შემდეგ პირველი ხუთი შემოხაზოთ. ამით მათ მხოლოდ პრიორიტეტულებს კი არ გახდით, დანარჩენებსაც მოიცილებთ თავიდან.

საკუთარ თავზე ვალდებულების აღება ამ სიის შედგენაში დაგეხმარებათ, შემდეგ კი, მათ შორის ხუთი უმნიშვნელოვანესის გამოყოფაში. თუ სერიოზულად ხართ კონცენტრირებული თქვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, შეგიძლიათ ყოველ ბიზნესპროექტსა და მიზნებზე გაამახვილოთ ყურადღება, რადგან ისინი ერთთან მიგიყვანთ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ რაიმე არ შეესაბამება თქვენ მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, უბრალოდ შეძლებთ მის თავიდან მოცილებას.

ნაკისრი ვალდებულებები მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში გეხმარებათ

ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დრო უსასრულოდ გრძელია, ისინი შესაძლოა სრულად ვერც ვერასოდეს შეასრულოთ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გზად მიზნები დაისახოთ, რათა კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდეთ თქვენ მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებას. თქვენი ბიზნესმიზნები და წარმატებები თქვენ მიერ ნაკისრ ვალდებულებებთანაა გადახლართული.

ჩემი ინსტრუქტორი ლიდერობის სფეროში, ხოსე ბოლანოსი, რომელიც ლიდერებს ასწავლის "კეთილშობილური ვალდებულებები" იკისრონ, მიზნებს აღწერს, როგორც "კუნძულებს ჰორიზონტზე". ვიდრე ნაპირს მიაღწევთ, კუნძულიდან კუნძულამდე უნდა მიცუროთ, იმაზე გაამახვილოთ ყურადღება, თუ რომელი კუნძულია ყველაზე ახლოს შორეული მატერიკისკენ მიმავალ გზაზე.

ეს კუნძულები ნაბიჯებია ვალდებულებების შესრულებისას და ისინი თქვენი მიზნები ხდება. ვალდებულების საკუთარ თავზე აღებას დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ბიზნესმიზნებისთვის, რადგან ისინი განსაზღვრავენ, როგორი უნდა იყოს ეს მიზნები და მათ გაცილებით დიდ მნიშვნელობას სძენენ.

როგორც ბიზნესის მფლობელისთვის, თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის მიზნების დასახვა გაცილებით მარტივი იქნება, თუ მათ თქვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით შეადგენთ, იმის ნაცვლად, რომ ფულის მიხედვით განსაზღვროთ თქვენი წარმატება. წარმატების შეფასება გაცილებით დიდი მიზნების გათვალისწინებით, რთულ დროში გადარჩენაში დაგეხმარებათ და ამის შესაბამისად, თქვენს მიმართულებასაც შეცვლის.

ვალდებულების საკუთარ თავზე აღება თქვენს ბიზნესს გაცილებით მნიშვნელოვანს ხდის

როგორც ზემოთაც აღვნიშნე, მაღალი მიზნის არსებობა მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ბიზნესი, რომელსაც მიზანი აქვს, გაცილებით წარმატებულია და გლობალური ლიდერობის პროგნოზის მიხედვით, 42 პროცენტით უფრო წარმატებულია საფონდო ბირჟაზე.

თქვენი ბიზნესი თეორიულად თქვენი, ასევე საკუთარი ცხოვრების გაგრძელება უნდა იყოს. მას აზრი თქვენმა პირადმა ვალდებულებამ უნდა მისცეს და წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. თუ თქვენ ასეთი ვალდებულება იკისრეთ − "მინდა ზეგავლენა მოვახდინო სხვებზე", ეს თქვენს ბიზნესვალდებულებებზე უნდა აისახოს და აამოქმედოს.

ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება უკეთეს ლიდერად გაქცევთ

თქვენი ცხოვრების ნაწილებად დაყოფა თქვენსავე ბიზნესს წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ის საკუთარ პროფესიულ და სხვათა ცხოვრებაზეც უნდა აისახოს, თუ რას წარმოადგენთ როგორც პიროვნება და რას საქმიანობთ.

საკუთარ თავზე ვალდებულების აღება, რომელიც თქვენს ბიზნესმიზნებთანაა დაკავშირებული, საკუთარ პიროვნულ განვითარებას და თქვენი კომპანიის ზრდას შეუწყობს ხელს. რადგან როგორც პიროვნება, საკუთარ თავზე მუშაობთ, უკეთესი ლიდერი გახდებით იმის გამო, რომ თქვენი მიზნები პირდაპირ იქნება დაკავშირებული საკუთარ ბიზნესხედვასთან.

როგორ უნდა განსაზღვროთ, თუ რა სახის ვალდებულებები უნდა აიღოთ საკუთარ თავზე?

ამაში შემდეგ სამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ:

  1. რა გსურთ? თქვენს ვალდებულებებს მაშინ ჩამოაყალიბებთ, როდესაც განსაზღვრავთ, თუ რა გსურთ. შესაძლოა ვალდებულებების აღება შემაშფოთებელი იყოს (თუ ასე არ არის, თქვენ რაღაცას არასწორად აკეთებთ) და რაღაცის შეცვლას მოითხოვდეს თქვენგან.
  2. რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? ახლა კვლავ იმას დავუბრუნდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიზნები. კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანებს, რომლებიც სხვებს ეხმარებოდნენ, გაცილებით დიდი მიზანი და უკეთესი ცხოვრება ჰქონდათ. ვალდებულებებს დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს როგორც თქვენთვის, ისე თქვენი საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოსთვის.
  3. ვისთვის არის ეს ხელსაყრელი? შესანიშნავია, თუ ამ შეკითხვაზე შემდეგი პასუხი გაქვთ − მხოლოდ თქვენთვის. მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩენთ, რომ თქვენი საქმიანობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის თქვენი ბიზნესის მართვის ნაწილი გახდება, ბევრ ადამიანზე დაიწყებს გავლენის მოხდენას. თუ ადამიანებზე გავლენის მოხდენა თქვენი მიზნის ნაწილია, პასუხი კიდევ უფრო მარტივი იქნება.

ნუ აყვებით ცდუნებას და ნუ გადააქცევთ ვალდებულებების ძიებას საკუთარი თავის აღმოჩენაში მოგზაურობის პროცესად. საკუთარ თავზე ვალდებულებების აღება, და რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, თქვენთვისაც აუცილებელია და თქვენი ბიზნესისთვისაც. ამიტომ, სწრაფად განსაზღვრეთ თქვენი ვალდებულებები, დაიწყეთ მათზე მუშაობა და განავითარეთ ისინი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია