Get All Access for $5/mo

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? ერალფ ჰატიპოღლუ - CITYPAY.IO, თანადამფუძნებელი და CEO

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით CITYPAY.IO-ს, თანადამფუძნებელს და CEO-ს, ერალფ ჰატიპოღლუს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:

დროის მენეჯმენტი და დაბალანსებული ცხოვრება დღეს ყველა ადამიანისთვის პრიორიტეტულ და ამასთან, გამოწვევებით სავსე საკითხად იქცა. ოქროს შუალედის დაცვა განსაკუთრებით რთულია სტარტაპერებისთვის, რადგან ამ ინდუსტრიაში სამსახურსა და ცხოვრებას შორის გავლებული ხაზი თითქმის არ არსებობს, სხვადასხვა ამოცანასა თუ პროექტზე მუშაობა უკვე ცხოვრების სტილად გაქვს ქცეული, საჭიროა ნებისმიერ მოცემულობაში სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაზე, ინოვაციებსა და მოტივირებული სამუშაო ძალის შენარჩუნებაზე შეძლო ფოკუსირება.

დროის ეფექტიანად განაწილება ჩვენი რესურსების მაქსიმალურად გამოყენების წინაპირობაა და სწორედ ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ citypay.io-ში. ვფიქრობთ, იგი არა მხოლოდ პროდუქტიულობაზე ახდენს დადებით გავლენას, არამედ გვეხმარება შევინარჩუნოთ ჯანსაღი კორპორაციული კულტურა და გარემო.

კარიერის განმავლობაში რამდენიმე ტექნიკა აღმოვაჩინე, რომელიც დროის ეფექტიანად მართვას უწყობს ხელს, მათ შორის ამოცანების ორგანიზება და მათი პრიორიტეტების მიხედვით დალაგებაა. ვფიქრობ, ამ პროცესში მთავარი მაინც სწორი გეგმის დასახვაა, რომ შენი ენერგია და ძალისხმევა სწორ ამოცანებს სწორად დაახარჯო. ამასთან, აქტიურად ვცდილობ ყოველდღიური საქმეების დელეგირებას, რაც საშუალებას მაძლევს მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის მეტი რესურსი მქონდეს.

ამ პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ოჯახსა და კომპანიას შორის დროის პროპორციული გადანაწილებაა. გარდა იმისა, რომ კომპანიის ყოველდღიურობაში აქტიურად ვარ ჩართული, მყავს მეუღლე და შვილი, რომელთათვის დროის დათმობა ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვფიქრობ, ე.წ. work-life-ბალანსის შემთხვევაშიც აქტუალურია დაგეგმვის კომპონენტი, რათა შემდეგ არც დრო და არც რესურსი დავკარგო. ჩემი დღე ძალიან ადრე იწყება და სწორედ ეს მეხმარება დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთი გამოვყო დღის, კვირის ან თვის დასაგეგმად. იმისათვის, რომ დღის განმავლობაში ამ ყველაფერზე იზრუნო, საჭიროა მეტი ენერგია, რასაც ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობის ხარჯზე ვიღებ.

დროის ეფექტიანი მართვის საბოლოო ფორმულა ჩემთვის ასე გამოიყურება − განსაზღვრე მთავარი პრიორიტეტები, ფოკუსირდი მათზე და ეს ყველაფერი ეფექტიანი დელეგირებით დააბალანსე. ვფიქრობ, აუცილებელია, ენდოთ თქვენ გუნდს დავალებების შესრულებაში, დელეგირება თქვენს დროს სტრატეგიული აზროვნებისთვის ათავისუფლებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პერიოდულად შეაფასოთ თქვენი დროის მართვის ტექნიკა და შეცვალოთ ისინი საჭიროებისამებრ. ის, რაც გუშინ მუშაობდა, ხვალ შესაძლოა არ მუშაობდეს.

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან

უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი ჩაის მოყვარულთათვის!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი