Get All Access for $5/mo

სისტემური აზროვნება პრობლემების გადაჭრის უნარს აძლიერებს სისტემური აზროვნება დიდი და მცირე პრობლემების მართვასა და მოგვარებაში დაგეხმარებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ანტრეპრენერობა იმას ნიშნავს, რომ პრობლემების მოგვარება შეგეძლოთ. ყოველდღიურად ათობით პატარა პრობლემაა მოსაგვარებელი, ხოლო რაც შეეხება დიდ პრობლემებს, ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი საკითხია: რა უნდა გავაკეთო ისეთი, რომ ჩემს მომხმარებლებს საკუთარი პროდუქტი ან მომსახურება უკეთ მივაწოდო?

ახლახან სრულიად ახალი მიდგომა აღმოვაჩინე იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებსაც ანტრეპრენერები ვეჯახებით და სისტემური აზროვნება ჰქვია. მისი დახმარებითაც გავაცნობიერე, თუ რამდენად ხშირად ვირჩევთ არასწორ გზას პრობლემის გადაჭრისას − ერთი იზოლირებული ნაწილის გამოსწორებას ვცდილობთ, იმის ნაცვლად, რომ მთელ სისტემაზე გავამახვილოთ ყურადღება.

თუნდაც, საფეხბურთო გუნდი, the New York Jets გავიხსენოთ. გუნდის გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ სეზონზე ახალი მთავარი მწვრთნელი, ადამ გეიზი გუნდს დიდ წარმატებებს მოუტანდა; შესაძლოა, მათი გუნდი თამაშების დასკვნით სერიაშიც კი გადასულიყო. სამწუხაროდ, გეიზი, როგორც ჩანს, იგივე სცენარს მიჰყვება, რომლითაც Miami Dolphins-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას ხელმძღვანელობდა და შესაბამისად, სწორედ ისეთივე სავალალო შედეგებს იღებს.

ეს იმის გამო ხდება, რომ მხოლოდ შემადგენლობის შეცვლა საკმარისი არ არის. პროგრესი მხოლოდ სისტემის შეცვლით მიიღწევა − ფეხბურთში ეს მწვრთნელის ახალ სტრატეგიას ნიშნავს. თქვენი ბიზნესის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ეს ბევრ რამეს ნიშნავდეს, თქვენსავე უნიკალური გარემოებებიდან გამომდინარე.

მწვრთნელი გეიზი ასე მკაცრად არ უნდა შევაფასოთ. ბევრ ჩვენგანს არ შეუძლია იმ სისტემების ამოცნობა, რომლებიც ჩვენს სამყაროს ქმნიან. თუმცა, სასურველი შედეგების მისაღწევად აქტიური ნაბიჯების გადადგმას მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ.

ეს კონცეფცია პირველად დონელა მედოუზმა შემოიტანა თავის წიგნში, "აზროვნება სისტემებში".

"როგორც კი დავინახავთ კავშირს, რომელიც სტრუქტურასა და მოქმედებას შორის არსებობს, იმის გაგებასაც შევძლებთ, თუ როგორ მუშაობენ სისტემები, რის გამო აქვთ ცუდი შედეგები და როგორ გადავიყვანოთ ისინი ქცევის უკეთეს მოდელში", წერს იგი.

არ აქვს მნიშვნელობა, ახლა იწყებთ საქმიანობას თუ უკვე მართავთ ბიზნესს − პრობლემები არასოდეს მოგაკლდებათ. მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, ყოველთვის გამოჩნდება ისეთი სფეროები, რომელთა გაუმჯობესება შესაძლებელია. განსაკუთრებით, თუ თქვენი კომპანიის მასშტაბების გაფართოება გსურთ. რა შეკითხვაც უნდა გქონდეთ, სისტემური აზროვნება პასუხის მოძებნაში დაგეხმარებათ. მე, როგორც JotForm-ის აღმასრულებელ დირექტორს, სისტემური აზროვნების გამოსაყენებლად, ნებისმიერ საკითხში, სამეტაპიანი მიდგომა მაქვს.

მსგავსი სტატია: დიდ მონაცემთა მეცნიერებისა და ანალიტიკის აღზევება ბიზნესში

მაგრამ უპირველესად, დეტალურად გაეცანით ამ თეორიის ძირითად კონცეფციებს.


რას ნიშნავს "სისტემური აზროვნება"?

ვიდრე სისტემური აზროვნების გამოყენებას შეეცდებით, მის რამდენიმე ძირითად პრინციპს გადახედეთ:

  1. სისტემად შეიძლება ნებისმიერი რამ მივიჩნიოთ: სტარტაპი იქნება ეს, პროდუქტი, მომსახურება თუ თვით საფეხბურთო გუნდი.
  2. სისტემაში გარკვევა ან მისი გაუმჯობესება რომ შეძლოთ, უპირველესად, მის თითოეულ ნაწილში უნდა ერკვეოდეთ და იმაშიც, თუ როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს. საფეხბურთო გუნდი გაცილებით მეტია, ვიდრე სპორტსმენების და ყურსასმენიანი ბიჭების გუნდი. ამ სისტემის ყოველი ელემენტი დინამიკურია და ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
  3. თუ მთელ სისტემას ვერ ხედავთ ან მასში ვერ ერკვევით (როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება), მოდელი უნდა შექმნათ. ეს ერთადერთი საშუალებაა იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობენ ერთად ცალკეული ნაწილები, ან როგორ ართმევს თავს დავალებებს თქვენი გუნდი ამჟამად და როგორ შეძლებს ამის უკეთ გაკეთებას.

დავუშვათ, თქვენი კომპანია კომპიუტერულ მინიპროგრამებს − ვიჯეტებს ქმნის. მასთან დაკავშირებულ სისტემაში გასარკვევად, მოდელი უნდა ააწყოთ, რომელშიც მთელი სურათი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის − მომხმარებლის პერსპექტივაც. ხომ გსურთ, ამ პროგრამაზე მომხმარებლის აზრის რეგულარულად გაგება. ამ მოდელის გამოყენებისას იმის დადგენასაც შეძლებთ, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოთ ეს მინიპროგრამა ისე, რომ გაცილებით სასარგებლო გახადოთ.

მარტივ სახელმძღვანელოს გაეცანით, როგორ უნდა გამოიყენოთ სისტემური აზროვნება ამ ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.

მოკლე სახელმძღვანელო ნებისმიერი სისტემისესაცვლელად

1. დაადგინეთ ზემოქმედების ბერკეტები

სისტემაში გასარკვევად, აუცილებლად უნდა იცოდეთ, სად მდებარეობს მისი ზემოქმედების ბერკეტები − წერტილები, რომელთა დარეგულირება შეგიძლიათ, მთელის დასარეგულირებლად. მედოუზის თქმით, ეს ის წერტილებია, სადაც "ერთი ელემენტის მცირეოდენმა ცვლილებამაც კი, შესაძლოა, ყველაფერში დიდი ცვლილებები გამოიწვიოს".

მაგალითისთვის განვიხილოთ შემთხვევა, თუ როგორ ცდილობს თქვენი ორგანიზაცია დემონსტრირება გაუკეთოს, რომ გარკვეულ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში, ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე ზრუნავს. ამ შემთხვევაში, ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იქნებოდა იმის თაობაზე, თუ საერთოდ რა სახის ზიანი მოაქვს ჰაერის დაბინძურებას. რა თქმა უნდა, ამ პრობლემის მოგვარებას საკუთარი ქცევის შეცვლაც შეუწყობს ხელს, მაგრამ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში, შეძლებთ ისარგებლოთ ერთობლივი ძალისხმევით და გაცილებით ძლიერ გავლენას მოახდენთ პრობლემის მოგვარებაზე.

დევიდ ერლიჰმანს, Converge-ის თანადამფუძნებელს, ზემოქმედების ბერკეტის ზოგადი მაგალითები მოჰყავს. მათ შორის: საკომუნიკაციო სისტემების გაფართოება; შეზღუდვების დამატება და იმ წესების შეცვლა, რომლებიც სისტემას მართავს.

თქვენი ზემოქმედების ბერკეტების განსაზღვრის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ გეგმის შედგენა, თუ როგორ უნდა მოახდინოთ მათზე ზემოქმედება.

2. ეძიეთ მოდელები და ტენდენციები

დროთა განმავლობაში მოდელებისა და ტენდენციების გამოვლენა ნებისმიერ სისტემაში ხდება, და ეს ყველაფერი საბაზისო სტრუქტურებიდან მოდის. კანონზომიერების გამოვლენით შევძლებთ დადგენას, თქვენი სისტემის რომელი სტრუქტურები მოითხოვს რეგულირებას.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ავტომობილი მცირე საწვავით იმაზე სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ელოდით. პირველად შესაძლოა ივარაუდოთ, რომ პრობლემა საწვავის ავზთანაა დაკავშირებული, მაგრამ თუ კანონზომიერებას დააკვირდებით, მაჩვენებლებსა და საწვავის ხარჯს შეამოწმებთ, მიხვდებით, რომ პრობლემა გარკვეულ სტრუქტურასთანაა დაკავშირებული − თქვენს საბურავებში არასწორი წნევაა ან თქვენმა აალების სანთლებმა გიმტყუნათ.

სისტემის ძირითადი პრობლემების აღმოჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ შეჩერდებით, უკან გადადგამთ ნაბიჯს და კანონზომიერებას დააკვირვებით.

3. დააზუსტეთ, რა ტიპის პრობლემასთან გაქვთ საქმე

არსებობს ადამიანებთან დაკავშირებული პრობლემები და არსებობს სისტემური პრობლემები. ცუდი თანამშრომლის დაქირავება, რომელიც ნეგატიურ განწყობას აღვივებს და მთლიანად გფიტავთ, ადამიანებთან დაკავშირებული პრობლემის მაგალითია. თქვენი ზემოქმედების ბერკეტი ამ პიროვნების სხვა პერსონით ჩანაცვლება იქნება.

მაგრამ 10-დან 9 შემთხვევაში, პრობლემა თავისი ბუნებით, მაინც სისტემური ხასიათისაა. შესაძლოა, ინტერვიუს დროს თვალზე ლიბრი გადაგეფაროთ და ამის გამო, სწორი გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ, სწორად ვერ შეარჩიეთ თანამშრომელი. და ამან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისტემურ პრობლემასთან მიგიყვანათ. ამ შემთხვევაში, ზემოქმედების ბერკეტი თქვენი თანამშრომლების აყვანის მეთოდში უნდა ეძებოთ.

თუ თქვენი სტარტაპის გაზრდასა და განვითარებას ცდილობთ, და ეს პროცესი საკმარისად სწრაფად არ მიდის, სავარაუდოდ, თქვენი ბრალი არ იქნება. უფრო მეტად, ეს სისტემის პრობლემაა, რომლის ოპტიმიზაციაც აუცილებელია. ან თქვენი პროდუქტი გაცილებით მრავალფეროვანი უნდა გახადოთ, რომ ბევრად სასარგებლო იყოს ან შესაძლოა, სუსტი წერტილი თქვენი გაყიდვების პროცესთან იყოს დაკავშირებული.

სისტემური აზროვნება მიზნების ჩამოყალიბებით იწყება

არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი მიზანი სუპერთასის ჩემპიონობაა თუ LinkedIn-ზე საუკეთესო სტარტაპების სიაში მოხვედრა − თქვენი ორგანიზაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ნათელი წარმოდგენა გქონდეთ მომავლის მიზნებსა და გეგმებზე, და ეს თქვენს გუნდსაც გაუზიაროთ. შეგიძლიათ, ერთკვირიან ჰაკათონს უმასპინძლოთ, ან მთელ კომპანიაში საინფორმაციო ბიულეტენები გაავრცელოთ. რომელი გზაც უნდა ამოირჩიოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი მიზნები ყველასთვის გახდა ცნობილი.

მსგავსი სტატია: უფრო პროდუქტიული შეხვედრებისთვის

წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემები, როგორც წესი, იშლება, ადამიანები ნათლად ვეღარ ხედავენ მთლიან სურათს და "მატარებელი ლიანდაგებიდან გადადის". მაგრამ თუ ყველას ესმის თქვენი მისია, სუსტი კავშირების აღმოჩენა და სისტემის ნებისმიერი გაუმართავი სტრუქტურების გამაგრება ბევრად ადვილია.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"