Cyber Week Sale! 50% Off All Access

თქვენი გუნდის წახალისების, გაძლიერებისა და ჩართვის 5 გზა ხუთი მარტივი რამ, რის გაკეთებაც შეუძლიათ ლიდერებს ძლიერი გუნდის შესაქმნელად

By DeAnna Spoerl

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

მთელი ცხოვრება მესმოდა ეს სიტყვები: "ამას ნუ ჩაიდებ თავში", როდესაც ვინმე რაიმეს კარგად გააკეთებდა და შეაქებდნენ. ჩვევაც კი გამიჩნდა საკუთარი "ამპარტავნება" მომეთოკა, ჩემი მიღწევების დამცრობით. წარმატებები მეტისმეტად რომ არ ამვარდნოდა თავში, რაღაც ამგვარს ვამბობდი ან ვფიქრობდი: "ესეც არაფერი", ან "მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ". თუ ვერ ხვდებით რაზე ვსაუბრობ, გეტყვით, რომ ეგოს ვგულისხმობ, ანუ "მე ვარ". ეს ძველი, იდუმალი ეგოა.

საქმე ის არის, რომ იგი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ეგო. მე წახალისებაზე ვსაუბრობ და იმაზეც, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ყველა ჩვენგანის აუცილებელი ნაწილი. ხანდახან ვფიქრობ, ვიქნებოდი თუ არა განსხვავებული, ზოგიერთი რამ "თავში რომ ჩამედო". მაინტერესებს, სად ვიქნებოდი და როგორი იქნებოდა ჩემი კარიერა, ადრეულ ასაკში ამპარტავანი რომ გავმხდარიყავი? რადგან უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს (თუ გაქვთ დროში მოგზაურობის მანქანა, გთხოვთ, შემატყობინეთ, რადგან ჩემს მესამე კლასის მასწავლებელს რაღაც მინდა ვუთხრა), ყოველთვის მირჩევნია იმაზე გავამახვილო ყურადღება, რაც მომავალში მელის.

ჩვენ პროფესიონალი ლიდერები გახლავართ და ვალდებულები ვართ, ჩვენ გარშემო ადამიანები შემოვიკრიბოთ. ისინი უფრო ძლიერები უნდა გახდნენ და უნდა გაიზარდონ. ლიდერებმა ისე არ უნდა მართონ სხვები, როგორც ცხვრის ფარა. დიახ, ამ სამყაროში ცხვრებს თავისი ადგილი აქვთ, მაგრამ ლიდერები უფრო მეტად გემის კაპიტნებს უნდა ჰგავდნენ.

ისინი პასუხისმგებელნი არიან და მათ პატივს სცემენ, მაგრამ ისინი სხვებსაც აძლევენ საშუალებას თავიანთი საქმეები აკეთონ და თან, კარგად აკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გემი ჩაიძირება. საინტერესოა, ეს მარტივი ამოცანაა? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხედავთ საკუთარ თავს და ამისთვის დრო თუ არ გენანებათ! მე კი ნამდვილად მაქვს დრო, საკუთარი აზრები გაგიზიაროთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააძლიეროთ, წაახალისოთ და ჩართოთ თქვენი გუნდი:

1. ხშირად შეაქეთ თქვენი გუნდი

უთხარი მათ, რომ რაღაც კარგად გააკეთეს, დიდი გამარჯვება მიულოცეთ. ეს ხმამაღლა თქვით ან ელექტრონული ფოსტით წერილი მისწერეთ, და არ დაივიწყოთ ამის გაკეთება. როდესაც ადამიანებს ასეთ სიტყვებს ეტყვით, შედეგი მხოლოდ უფრო მოტივირებული გუნდი იქნება. ისინი კი, თავიანთ სამუშაოს უწინდებურად კარგად შეასრულებენ.

2. ახსნა-განმარტება მოითხოვეთ იმის თაობაზე, რასაც აკეთებენ

შეკითხვები დასვით და ყურადღება მიაქციეთ, რას აკეთებს თქვენი გუნდი. ეს როგორ დაგეხმარებათ? როდესაც ადამიანებს ახსნა-განმარტებას სთხოვენ იმის თაობაზე, რასაც სწავლობენ ან რაზეც მუშაობენ, ეს მათ რეალურად ამ კონცეფციის უკეთ გაგებაში ეხმარება. აზრთა ამგვარი გაცვლის დროს, ყველა მონაწილეს სწავლის შესაძლებლობა ექმნება − მათ შორის თქვენც, ლიდერსაც.

3. დაე, "ცეცხლს ეთამაშონ"

კარგი ამბავია ის, რომ თუ თქვენს გუნდს "ცეცხლთან თამაშის" უფლებას მისცემთ, ყველაფერი არ დაიწვება. კიდევ ერთი კარგი ამბავი: თქვენი გუნდი ბოლოსდაბოლოს ისწავლის, როგორ არ უნდა დაიწვას (ისევე, როგორც ორი წლის ბავშვი, რომელიც ცხელ ღუმელს შეეხება. ეს თავისთავად უეცარი გასხივოსნების წამია). არავის მოსწონს, როდესაც შეცდომას ახსენებენ ან კიცხავენ იმის გამო, რასაც ჯერ კიდევ სწავლობს. მაგრამ როდესაც თქვენს გუნდს ნებას დართავთ "ცეცხლს მიუახლოვდეს", აუცილებლად აცნობეთ მათ, რომ მათ დასახმარებლად თქვენც იქვე ხართ. ისინი უკეთესები გახდებიან და შესაძლოა, საკუთარი თავის შესახებ თქვენც რაიმე გაიგოთ.

4. მოსაზრებები მოითხოვეთ

როდესაც რაღაცას ცვლით, რაც სხვებზე მოახდენს გავლენას, ან თუ რაიმე გადაწყვეტილება იღებთ, რაც თქვენს გუნდსაც ეხება, თითოეულის აზრის მოსმენა ჩვევად გაიხადეთ. არ იფიქროთ, რომ თქვენს ერთპიროვნულ შოუში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან მათ ძალიან ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის. თქვენი კომპანიის კულტურას გადახედეთ. ყველა ადვილად გეთანხმებათ?

ოდესმე ვინმეს თუ უთქვამს: "ჰეი, ამაზე რას იტყვი?" გარწმუნებთ, თქვენს თანამშრომლებს საკუთარი აზრი ნამდვილად აქვთ, თუმცა ამას პირადად არ გეტყვიან. შეეცადეთ, ამ მოსაზრებების გამოხატვის საშუალება მისცეთ. ნამდვილი გამჭვირვალობა ორივე მხარეს ეხება. შესაძლოა, ამან თქვენს ეგოს ცოტა არ იყოს თავმოყვარეობა შეულახოს (ნახეთ, იქ რა გავაკეთე?), მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად ღირს.

5. გაეცალეთ მათ

დატოვეთ ოთახი! ამას თქვენს გასაგონად ვამბობ, მიკრომენეჯერებო. ნება მიეცით თქვენს გუნდს ისე ისწავლონ ხელმძღვანელობა, რომ თავზე არ დაადგეთ. მიეცით მათ საშუალება, კეთილსინდისიერება გამოავლინონ იმ სამუშაოს მიმართ, რომელსაც ასრულებენ. მათ აზრი ჰკითხეთ და ამის შემდეგ საშუალება მიეცით, აგიხსნან როგორ მუშაობენ, და შემდეგ გაეცალეთ. თუ თქვენთან ძლიერი კორპორაციული კულტურაა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თუ რაიმე შეკითხვა ექნებათ, ღია და გულწრფელები იქნებიან. თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ, თუ მოვლენ და რაიმეს გკითხავენ. თუ ის გაწუხებთ, რომ თქვენი ყბადაღებული ოფისის კედლები ძალიან პატარაა ყველა მომავალი დიდი ხელმძღვანელისთვის, მეტი ადგილი გამოყავით. იქ დიდი სივრცეა.

ასე რომ, დაიმახსოვრეთ: თქვენი გუნდი ხშირად უნდა შეაქოთ, წახალისებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ახსნა-განმარტებები მოსთხოვეთ, რადგან როცა ისინი რაღაცას გიხსნიან, თვითონაც სწავლობენ. მიეცით მათ საშუალება, "ცეცხლს ეთამაშონ", რათა საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ. მოსაზრებების გამოთქმა მოსთხოვეთ, რადგან ნამდვილი გამჭვირვალობა პატიოსნებასა და ნდობას ნიშნავს. დაბოლოს, დატოვეთ ოთახი − მიკრომენეჯმენტი არ არის საჭირო. ეს რჩევები დაგეხმარებათ თქვენი გუნდი წაახალისოთ, გააძლიეროთ და საქმიანობაში ჩართოთ.

DeAnna Spoerl

Entrepreneur Leadership Network® Contributor

Director of Client Services

DeAnna Spoerl, co-owner and Director of Client Services at Bear Icebox Communications, & Chopra-certified meditation teacher, is a growth-oriented business professional providing mindful strategies that bring results for national and international brands.
სიახლეები

ჟოზე ამერიკაში წავიდა!

"ჟოზე დარჩება ქართულ მულტფილმად და წარდგება ამერიკის ბაზარზე, როგორც ქართული მულტფილმი", − გიორგი მარშანია

Business News

საუკეთესო წინ არის!

2024 წელს გილოცავთ ჩვენ და ჟირაფი ჟოზე

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში