Get All Access for $5/mo

ურთიერთობების უკეთ დასამყარებლად ამ 5 უნარს უნდა დაეუფლოთ კონტაქტების ეფექტურად დამყარების შესწავლა ნამდვილად შესაძლებელია და ამ სფეროში შეცდომა ყველა ანტრეპრენერს აქვს დაშვებული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

rawpixel, pixabay

თუ ბიზნესმენებთან დაახლოება გიჭირთ და სულ იმაზე იმტვრევთ თავს როგორ უნდა მიმართოთ მათ, მიზეზი ალბათ ერთია − კონტაქტების დამყარება არ იცით. ეს გარკვეულ უნარებს მოითხოვს და ადამიანთა უმრავლესობა ამ თვისებით არ იბადება, არავინ იცის, თავიდანვე როგორ უნდა მოახერხოს სხვა ანტრეპრენერებთან სერიოზული ურთიერთობის დამყარება. თუ ამ უნარებს დაეუფლებით, კონტაქტების დამყარებას შეძლებთ, რაც მომავალში ბევრ შესაძლებლობას შეგიქმნით და ბიზნესის შენებაშიც დაგეხმარებათ.

კონტაქტების დამყარების საკითხის ინტუიციურად გაგება ცოტა არ იყოს რთულია. ბოლოსდაბოლოს, უკვე რამდენჯერ მიგიღიათ LinkedIn-დან შეტყობინება ქსელში გაწევრიანებაზე? თუ ასეთი შეტყობინებები არასოდეს მოგსვლიათ? ან იქნებ ვინმეს მოუმართავს თქვენთვის ღონისძიებაზე და საკუთარი მომსახურება შემოუთავაზებია? როდესაც კონტაქტის დამყარებას ეფექტურად არ ცდილობენ, ასეთ შეთავაზებას როგორც წესი, უკურეაქცია აქვს. სავარაუდოდ, თქვენც ბევრი ადამიანი შეგხვედრიათ, რომელმაც არ იცის, როგორ მოახერხოს სწორად ეს.

ეს ძალისხმევას მოითხოვს

ზოგიერთი წარმატებული ანტრეპრენერი ამას განსაკუთრებით კარგად ახერხებს. სრულიად ნათელია, რომ ამ ხელოვნებას უკვე დაუფლებულია. ისინი მიმზიდველები, თავდაჯერებულები არიან და ხშირად მნიშვნელოვან შეკითხვებს სვამენ, მიუხედავად იმისა, რომ ინტუიციით ყოველთვის ვერ იგრძნობთ, როგორ უნდა დაამყაროთ კონტაქტი. ბევრი ბიზნესმენი და ანტრეპრენერი ინტროვერტია. ცოტა თუ იბადება კონტაქტების დამყარების თანდაყოლილი ნიჭით, მაგრამ ამ საკითხში გარკვევას მცირეოდენი ძალისხმევით მაინც მოახერხებთ.

ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ კონტაქტების დამყარებისას ბევრი ადამიანი თავს უხერხულად გრძნობს. წარმოიდგინეთ, ისეთ ადამიანებს უნდა მიმართოთ, რომლებსაც არ იცნობთ, რაც თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლას ნიშნავს. პირდაპირ ურთიერთობაში გარკვეული დროის განმავლობაში საუბარიც შედის, რაც კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას და ფიქრს, სწრაფი რეაგირების უნარს მოითხოვს.

ფინანსური და პირადი დივიდენდები მოაქვს

მაგრამ ეს საკითხი შიშს ნამდვილად არ უნდა გგვრიდეთ. კონტაქტების კარგი ქსელი ფასეული ინვესტიცია იქნება თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვისაც. თუ მნიშვნელოვან საკითხებზე ადამიანებთან დალაპარაკების უნარს შეიძენთ, თქვენს ბიზნესს გააუმჯობესებთ, და გარდა ამისა, გაცილებით თავდაჯერებული გახდებით. გარდა ამისა, უკეთესი უნარები გექნებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად.

ადამიანები, რომლებსაც დიდი კონტაქტები აქვთ, წარმატებულები არიან, რადგან გარკვეულ უნარებს ფლობენ. თქვენც შეგიძლიათ ისწავლოთ და განავითაროთ ეს უნარები, რომ სხვებთან ურთიერთობა გაცილებით მარტივი და სასიამოვნო გახადოთ.

ეს ხუთი უნარი საჭირო ურთიერთობის დამყარებას გაცილებით მარტივსა და ბუნებრივს გახდის.

1. დაგეგმარება

დრო გამოყავით და სათანადოდ მოემზადეთ. ყოველთვის თან იქონიეთ ბიზნესბარათები, თუნდაც რომელიღაც დავალებას ასრულებდეთ. რაც უკეთ მოემზადებით, მით მარტივი იქნება ურთიერთობის დამყარება.

2. აქტიური მოსმენა

უკეთ მოსმენის უნარი ადამიანებთან ურთიერთობებს გაგიუმჯობესებთ, მაგრამ ეს შესაძლოა ადვილი სულაც არ იყოს. განსაკუთრებით, თუ ხმაურიან და გადავსებულ ადგილას ცდილობთ ურთიერთობის დამყარებას. გახსოვდეთ, რომ კარგი მსმენელი უნდა იყოთ, მოსაუბრეს თვალებში უყუროთ, მას ყურადღება მიაქციოთ და ამასთან, სერიოზული და აქტუალური შეკითხვებიც დაუსვათ.

3. სტრატეგიული შეკითხვების დასმა

კარგი შეკითხვების დასმა რომ ისწავლოთ, დრო დაგჭირდებათ, მაგრამ ამად ღირს, რადგან ეს ყველაზე ფასეული უნარია ურთიერთობების დასამყარებლად. ვცდილობ ამ საკითხში რეგულარულად ვივარჯიშო. ეს შესაძლოა განსაკუთრებით სასიამოვნო იყოს, რადგან ასეთი საუბარი ბევრს მოსწონს. ყურადღებით უსმინეთ თქვენს მოსაუბრეს და შეკითხვები ამის გათვალისწინებით დაუსვით. ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მათი იდეები ნამდვილად გაინტერესებთ. არ შეგეშინდეთ, შემოქმედებითად მიუდექით თქვენს შეკითხვებს და ეცადით თავი აარიდოთ სტანდარტულებს, რომლებიც ადამიანებს სავარაუდოდ გამუდმებით ესმით.

4. სხვა ადამიანებზე ყურადღების გამახვილება

საკუთარ თავზე ლაპარაკის სურვილი საკმაოდ მაცდუნებელი რამაა. თუმცა, თუ სხვასთან გსურთ ურთიერთობის დამყარება, მათზე უნდა ილაპარაკოთ. საკუთარ თავზე ერთი-ორი სიტყვის თქმაც საკმარისი იქნება, შემდეგ კვლავ მოსაუბრეზე უნდა გადაიტანოთ ყურადღება. და არ დაივიწყოთ, რომ თქვენი პროდუქციის შეთავაზებას პირველი კონტაქტისთანავე ნუ შეეცდებით. მერწმუნეთ, თუ მოეწონებით და დაინტერესდებიან, გაყიდვები თავისთავად მოვა.

5. დამატებითი ღირებულების შექმნა

ზოგჯერ ამ უნარის შეძენა ყველაზე ძნელია. დაფიქრდით, რა ღირებულების შეთავაზებას შეძლებთ სხვა ადამიანებისთვის თქვენი ცოდნით, უნარებით ან სულაც კავშირებით. იმ ღირებულებების გააზრება, რომელთა შეთავაზებაც შეგიძლიათ, ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობების დამყარებაში დაგეხმარებათ.

ყოველ წარმატებულ ანტრეპრენერს ოდესღაც აქვს ნასწავლი როგორ უნდა დაამყაროს კონტაქტები. ცოტა თუ იბადება ისე, რომ ეს თავიდანვე იცოდეს. ამის შესწავლა შესაძლებელია და ურთიერთობების დამყარებისას ყველა ანტრეპრენერს აქვს დაშვებული ესა თუ ის შეცდომა. თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანი, ამ შეცდომების მაგალითზე დასკვნების გაკეთება, ტექნიკის დახვეწა და ურთიერთობების დამყარების ხელოვნების დაუფლებაა.

თუ იგივეს გაკეთება გსურთ, შემდეგი ნაბიჯები მოსინჯეთ:

  • დაადგინეთ, ჩამოთვლილთაგან რომელ უნარში მოისუსტებთ; ან საერთოდ არ გაქვთ. შემდეგ დრო გამოყავით მათ გასავითარებლად და დასაუფლებლად;
  • მეგობრებთან საუბრისას გარკვეული სქემა შეიმუშავეთ ისე, რომ ვარჯიში შეძლოთ, მათ უსმინოთ კიდეც და ჭკვიანური შეკითხვებიც დაუსვათ;
  • მეგობრებს სთხოვეთ გულწრფელად გიპასუხონ, როგორ ურთიერთობთ მათთან;
  • დაუკვირდით, როგორ ამყარებენ ურთიერთობებს ამ სფეროში კარგად დახელოვნებული ადამიანები, როგორ მიმართავენ სხვებს, როგორ წარმართავენ შეხვედრებს, ან როგორ ამყარებენ მნიშვნელოვან კავშირებს;
  • საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, თქვენც იგივე მეთოდები გამოიყენეთ.

პირველ ხანებში კონტაქტების დამყარება განსაკუთრებით ძნელი იქნება, მაგრამ რაც მეტს შეეცდებით, მით უკეთ გამოგივათ და დროთა განმავლობაში ადვილი გახდება. კონტაქტების დამყარების შესწავლა სხვა ბიზნესჩვევების მსგავსად, დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ნამდვილად ღირს, რადგან ისეთ უნარებს შეიძენთ, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოიყენებთ.

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია