Get All Access for $5/mo

ზოგი ჭირი მარგებელია ანუ კრიზისი, როგორც ახალი შესაძლებლობების წყარო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კრიზისის დროს, ნებისმიერ გარემოში − იქნება ეს სამსახური, ოჯახი თუ სხვა, ჩვენი ერთ-ერთი პირველი რეაქცია შფოთვაა, უკიდურეს შემთხვევაში − პანიკა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცით, რა უარყოფითი შედეგების მომტანია ზემოთ ხსენებული მდგომარეობები, მაინც გვიჭირს ჩვენთვის არაბუნებრივ, არასტანდარტულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება.

ვიდრე კრიზისს ერთმნიშვნელოვნად უარყოფით მდგომარეობად აღვწერდეთ, საჭიროა გავიხსენოთ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ანტრეპრენერები, სპორტსმენები, მსახიობები და უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, რომ არა უნარი, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე წნეხის ქვეშ.

როცა საქმე სტრესს ეხება, ყოველთვის მახსენდება ინდოეთის პირველი პრემიერმინისტრის, ჯავაჰარლალ ნერუს ფრაზა: "კრიზისებსა და ჩიხებს სულ ცოტა ის უპირატესობა აქვთ, რომ გვაიძულებენ ვიფიქროთ". ფიქრი კი, განვითარებისა და ზრდისთვის რომ აუცილებელია, ამაზე არავინ დავობს.

რაიან ჰოლიდეი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის მიერ რამდენიმე წლის წინ დაწერილი სტატია კრიზისის შესაძლებლობად გარდაქმნის შესახებ, ასე საჭირო გახდებოდა 2020 წელს ყველა ადამიანისთვის. ავტორმა განსაცდელის გადალახვის რამდენიმე გზა შემოგვთავაზა:

  • იმსჯელეთ ცივი გონებით: როცა როკფელერს კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა, 1857 წლის კრიზისი მოევლინა, თუმცა ეკონომიკურმა ძვრებმა მასზე გავლენა ვერ მოახდინა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა, მოვლენები სხვებთან შედარებით განსხვავებულად აღექვა. დაბრკოლებებს მან შეხედა როგორც შესაძლებლობას, რომ ესწავლა. დაიმახსოვრეთ: კრიზისის დროსაც შეიძლება განვითარება. გაიხსენეთ LinkedIn და Microsoft − კომპანიები, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის დროს შეიქმნა და შეეცადეთ იმოქმედოთ ცივი გონებით, განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში.
  • იფიქრეთ განსხვავებულად: Apple-ის ლიდერ სტივ ჯობსის მსგავსად, უნდა გვქონდეს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Facebook და Google, სტარტაპის წლებში იდეა, რომ ისინი ქმნიდნენ ინოვაციურ და განსხვავებულ, აქამდე არარსებულ პროდუქტს, გარდა იმისა, რომ სტრესს მოიცავდა, ასევე ნიშნავდა, რომ შესაძლებლობები მათ ხელში იყო.
  • არ დაგავიწყდეთ ნეგატივი: პოპულარული ტექნიკა, რომელიც ფსიქოლოგმა გარი ქლეინმა შეადგინა, გულისხმობს წინასწარ არასასიამოვნო სცენარის წარმოსახვას. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მოსალოდნელი ნეგატივი და მზად დავხვდეთ ყოველგვარ გამოწვევას. თუმცა, ზომიერების დაცვა აქაც არ უნდა დაგვავიწყდეს.

ის, თუ რა დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს კრიზისს, კარგად ჩანს თუნდაც რამდენიმე მაგალითის მოყვანით, რომლის შემდეგ შეიძლება არ გაგიკვირდეთ, თუკი გეტყვით, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც სტრესულ სიტუაციას საქმიანობის ხელშემწყობ ფაქტორად იყენებენ, მეტიც − ზოგი მათგანი ხელოვნურად ქმნის კრიზისს, რათა ამოცანათა შესრულება გაამარტივონ. კრიზისულ სიტუაციებში ცივი გონებით მუშაობისას უფრო ადვილია ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანება − ეს თითქოს სასიცოცხლო ბრძოლას ჰგავს. ბრძოლას, რომლის მოსაგებად ერთობლივი ძალები და მიზანდასახულობა გჭირდება.

ნუ გაართულებთ უკვე არსებულ კრიზისს ხელოვნურად. პირიქით − მობილიზდით და შეეცადეთ, ცივი გონებით შეებრძოლოთ "მონსტრს", რომელიც თქვენს ყოველდღიურ რუტინას არღვევს. ჟაკლინ ვაითმორიმ კრიზისულ გარემოში მყოფ საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნების რამდენიმე გზა შესთავაზა. მათ შორისაა პოზიტიური აზროვნება, აუღელვებლობა, საკუთარ სხეულზე ზრუნვა, მცირე ხნით ეპიცენტრიდან იზოლაცია და ალბათ ყველაზე მთავარი − კრიზისთან გამკლავების სტრატეგიის განვითარება, რომელიც შეიძლება იყოს მედიტაცია, წიგნის კითხვა, სეირნობა ან ჩვენთვის ასე სასარგებლო ფიქრი, რომელიც შესაძლებლობებს ბადებს.

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ