Join our Waitlist for Expert Advice!

რჩევები ფოტოგრაფიის ბიზნესის დასაწყებად, იმის მიუხედავად, თუ როგორია თქვენი ბიუჯეტი აპარატურა, რომელიც თქვენი ფოტოგრაფიის ბიზნესის დასაწყებად და მის გასავითარებლად დაგჭირდებათ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

სტატიაში წარმოდგენილია ნაწყვეტები The Staff of Entrepreneur Media, Inc-ისა და ჯეისონ რ. რიჩის წიგნიდან "დაიწყეთ ფოტოგრაფიის საკუთარი ბიზნესი".

ფოტოგრაფიის ბიზნესის დაწყებამდე, აუცილებელი აპარატურის შეგროვებაზე უნდა იზრუნოთ, რომელიც ხუთ განსხვავებულ კატეგორიად იყოფა:

1. კამერა და მისი ყველა აქსესუარი. ამ კატეგორიაში ყველაფერი შედის, თქვენი კამერ(ებ)ით, და ობიექტივების მთელი წყებით დაწყებული, განათების აღჭურვილობით, მეხსიერების ბარათებით, შტატივებით, ჩანთებითა და ბატარეით დამთავრებული.

2. სტუდიური აპარატურა. ამ კატეგორიაში შედის განათების აღჭურვილობა, ფონები, სხვადასხვა რეკვიზიტი, დეკორაციები და სხვა აუცილებელი ნივთები, რომლებიც აუცილებელია სტუდიურ გარემოში პორტრეტებისა და სხვა ტიპის ფოტოსურათების გადასაღებად.

3. კომპიუტერული ტექნიკა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები. თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ როგორც სტაციონარული კომპიუტერი, ისე ლეპტოპი, ლაზერული და ფოტოპრინტერები, უკაბელო როუტერი, დიდი მონიტორ(ებ)ი და ფოტოგრაფიის სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა (მაგალითად, Photoshop, Lightroom და PortraitPro). ასევე, ბიზნესაპლიკაციები (მათ შორის, ტექსტების დასამუშავებელი, პრეზენტაციებისა და ელექტრონული ცხრილების პროგრამები) და საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა. თუ ჰონორარს საკრედიტო და სადებეტო ბარათებით მიიღებთ კლიენტებისგან, ამისთვისაც შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და აღჭურვილობაც იქნება აუცილებელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გეგმავთ ანაზღაურების მიღებას.

4. საოფისე ტექნიკა. ამ კატეგორიაში ყველაფერია − ფაილების ყუთით, მაგიდებითა და ტელეფონ(ებ)ით დაწყებული, ასლგადამღები მოწყობილობითა და საკანცელარიო ნივთებით დამთავრებული.

5. კომპანიის ბრენდირების, გაყიდვებისა და მარკეტინგის ინსტრუმენტები. სავიზიტო ბარათები, ბროშურები, ინვოისები და სხვა მასალები არ დაივიწყოთ, რომლებზეც თქვენი ლოგო, დევიზი და საკონტაქტო ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.

მუშაობის დასაწყებად ზემოთ ჩამოთვლილი აპარატურიდან ყველაფერი არ დაგჭირდებათ, თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, თქვენი მიზნებისა და ზრდის სტრატეგიის გათვალისწინებით, რომელი მათგანია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

დეტალურად განვიხილოთ ზემოხსენებული პირველი კატეგორია, რომ თქვენ უკეთ შეძლოთ გარკვევა, რომელი ელემენტები დაგჭირდებათ ყველაზე მეტად.

მსგავსი სტატია: ბიზნესი საქსოვი ჩხირებითა და ძაფით ხელში

ფოტოგრაფის ჩანთა

რა ტიპის ფოტოაპარატურა დაგჭირდებათ ამ სფეროში წარმატების მისაღწევად? განსაზღვრული სიის რეკომენდება საკმაოდ რთულია იმის გამო, რომ უსაზღვროდ ბევრი ვარიანტი არსებობს. აქ მთავარია, ზუსტად იცოდეთ, რა ჟანრის ფოტოსურათების გადაღებას აპირებთ, სად გადაიღებთ და თქვენი ბიუჯეტიც ზუსტად გქონდეთ განსაზღვრული. თუ საკმაოდ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ, და ამის მიუხედავად, თქვენთვის მაინც აუცილებელია მაღალი ხარისხის ფოტოაპარატურაში ინვესტირება, ამ ოთხი ვარიანტიდან ერთ-ერთზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი:

  1. უახლესი მოდელის ფოტოკამერისა და აქსესუარების შეძენა;
  2. მეორადი აპარატურის შეძენა პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან. მთავარია, ფოტოაპარატის ობიექტივი გაკაწრული არ იყოს, მისი სამაგრები კი, დეფორმირებული ან დაზიანებული. ხოლო ავტოფოკუსირების რეჟიმი სრულიად გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს. მეორადი ობიექტივებისა და მისი აქსესუარების, მათ შორის, განათების აღჭურვილობის, ობიექტივის ფილტრებისა და შტატივების შეძენით, დიდი თანხის დაზოგვას შეძლებთ;
  3. ფოტოაპარატურის იჯარით გამოტანა კონკრეტული გადაღების ან ღონისძიებებისთვის. არიან კომპანიები, კამერის კორპუსსა და გარკვეულ ობიექტივებს ერთი დღით, კვირით ან თვით აქირავებს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ, მნიშვნელოვან გადაღებაზე ყოველთვის კარგი აპარატურით შეძლებთ მისვლას, მაგრამ ეს ვარიანტი არცთუ ეფექტური იქნება, თუ ამ გზას ხშირად გამოიყენებთ. თანხას ნამდვილად დაზოგავთ, თუ ობიექტივს, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე გჭირდებათ, ყოველ ჯერზე იჯარით კი არ გამოიტანთ, არამედ შეიძენთ.
  4. კამერის კორპუსის, ობიექტივის ან აპარატურის სხვა ფოტოგრაფისთვის გამორთმევა. ეს ვარიანტი ყველაზე იაფი დაგიჯდებათ, თუ აპარატურას შემთხვევით არ დააზიანებთ ან არ დაკარგავთ, და გასარემონტებლად ან საერთოდ ახლის შესაძენად, თანხა არ დაგჭირდებათ.

თქმა არ უნდა იმას, რომ ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის უბრალოდ აუცილებელია ციფრული სარკიანი ან უსარკო ფოტოაპარატი. მათგან ბევრ პროფესიონალს ფოტოკამერა, რომელშიც ინვესტირებას ახორციელებს, მის ობიექტივებსა და შესაბამის აპარატურაზე ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნია. არ აქვს მნიშვნელობა, სად გაქვთ გადაღებები ან როგორი გარემოა იქ − ნებისმიერ შემთხვევაში, ფოტოსურათების გადაღებას მაქსიმალურად მაღალი რეზოლუციით, საუკეთესო ხარისხის ობიექტივით მოისურვებთ, რომელსაც შეწვდებით. სამწუხაროდ, მაღალი ხარისხის ობიექტივები, როგორც წესი, მთელი ქონება ღირს − ჩვეულებრივ, ერთ ობიექტივში ფოტოგრაფები $500-დან $3,000-მდე იხდიან.

მრავალი სახის ობიექტივებიდან სამი ძირითადი ტიპის გამოყოფა შეიძლება: ნორმალური, ფართოკუთხიანი და ტელეფოტო. ფოტოგრაფები, რომლებიც ღონისძიებებს იღებენ, როგორც წესი, ფართოკუთხიან ობიექტივებს იყენებენ, ხოლო ისეთი მცირე ობიექტების მსხვილი პლანით გადასაღებად, როგორიცაა ყვავილები ან სამკაულები − მაკროობიექტივებს. თქვენი აპარატურის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს ობიექტივების ულტრაიისფერი ან პოლარიზებული ფილტრები, რათა საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენოთ.

ფოტოგრაფების უმრავლესობა უნივერსალურის სახით საკმაოდ კარგად იყენებს იმ ობიექტივებს, რომლებიც მათ ციფრულ კამერას თავიდანვე მოყვება. თუმცა, ბოლოსდაბოლოს, ტელეფოტო და სხვა ისეთ ობიექტივებში ახორციელებს ინვესტირებას, რომლებიც პორტრეტების გადასაღებად გაცილებით უკეთესია. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ თქვენთვის საჭირო ობიექტივი ფოტოგრაფიის იმ ჟანრის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ, რომელშიც მუშაობას აპირებთ.

ობიექტივების გარდა, სხვა საჭირო ხელსაწყოებშიც დაგჭირდებათ ინვესტირება. ასეთია, განათების აღჭურვილობა, პლანშეტი, ფოტოკამერის უამრავი დამატებითი კვების ელემენტი და მეხსიერების ბარათები. არ დაივიწყოთ, რომ კარგი შტატივის შეძენა აუცილებელია, ამასთან, ის შესაძლოა მეორადიც იყოს და ამ შემთხვევაში, საკმაოდ დიდ თანხას დაზოგავთ. შესაძლოა, პორტატული მონოპოდის გამოყენება იყოს გაცილებით მოსახერხებელი ღონისძიებებზე, კონცერტებსა ან შოუზე ფოტოსურათების გადასაღებად, რადგან ნაკლები ადგილი სჭირდება.

მსგავსი სტატია: ზეგავლენის ანატომია

ასევე ფილტრებში, სტრობოსკოპურ ნათურებში და განათების აპარატურაშიც აუცილებელია ინვესტირება. შესაძლოა, ფოტოექსპონომეტრიც დაგჭირდეთ, თუ ტექნიკურად კარგად ახერხებთ თქვენი კამერის პარამეტრების მანუალურად შეცვლას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია კი, კამერის ჩასადები ჩანთაა, რომელშიც თქვენს კამერას, ობიექტივებსა და სხვა აპარატურას ორგანიზებულად მოათავსებთ და კარგადაც დაიცავთ. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ გადაღებები თქვენი სახლის სტუდიაში კი არა, ღია ცის ქვეშ გაქვთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"