Get All Access for $5/mo

3 ნაბიჯი, რომელიც ბრენდებმა Metaverse-ის დასაპყრობად უნდა გადადგან უნდა მიაქციონ თუ არა ყურადღება ბრენდის ლიდერებმა Metaverse-ს? - აუცილებლად

By Neil Dsouza

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

უპირველეს ყოვლისა, Metaverse სრულიად განსხვავებული რეალობაა როგორც სენსორული, ისე ჩართულობის თვალსაზრისით. ეს ონლაინ გამოცდილების გამდიდრებისა და შევსების შესაძლებლობაა ისეთი ციფრული ელემენტებით, როგორიცაა ნავიგაცია, გამოსახულება, მიმართული ხმა და შეხების იმიტაცია. ამ არხს მომხმარებელთან ურთიერთობის დიდი პოტენციური შესაძლებლობები აქვს და ამიტომ, გაგაცნობთ სამ ნაბიჯს, რომელიც ბრენდებმა "მეტასამყაროს" ოპტიმიზაციისთვის უნდა გადადგან.

1. გამოიყენეთ ტექნოლოგია

პროდუქტები, რომლებსაც ტრადიციულად ფიზიკურ სივრცეებში ვეცნობოდით, აუგმენტური (AR) და ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიების განვითარებით, უკვე ონლაინ არხებშიც ხელმისაწვდომი ხდება. კერძოდ, Snapchat-ზე ვირტუალური ვიტრინების შექმნამ, მომხმარებელს შესთავაზა ვირტუალურად შესულიყო მაღაზიაში, დაეთვალიერებინა პროდუქტები და ფეხსაცმელიც კი მოესინჯა.

ბრენდებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და პარალელურად ინოვაციებისათვის თვალყურის დევნება აძლევს საშუალებას, თანამედროვე პლატფორმების შესაძლებლობები − AR და VR გამოიყენონ და ამასთან ერთად, უკეთესი მომსახურება შესთავაზონ მომხმარებელს Metaverse-ში. ამის კარგი მაგალითია Ray-Ban, რომელიც AR-ის შესაძლებლობებზე ამყარებს იმედს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ვირტუალურად მოისინჯონ სათვალე ან სულაც ე.წ. ჭკვიანი სათვალე შექმნან, რომელიც სპეციალურად Metaverse-ში ურთიერთობისთვისაა განკუთვნილი.

დღევანდელ ციფრულ ლანდშაფტში ინოვაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მომხმარებლები სხვადასხვა ონლაინ გამოცდილებას ადარებენ ერთმანეთს. არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესის მოცულობას, ციფრული გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს ან აღემატებოდეს იმ მომხმარებლების მოლოდინს, რომლებიც Amazon-ის სიჩქარესა და მომსახურებას არიან შეჩვეულნი. ეს სხვა ინდუსტრიებზეც ვრცელდება. მაგალითად, სტრიმინგის სერვისი იმ სიჩქარის, კომფორტისა და შეთავაზებების გარეშე ვერ შეძლებს დამკვიდრებას, რასაც Netflix-ის მაყურებელთა თაობა მოელის. მაღალ სტანდარტებს დიდი პლატფორმები აწესებენ ყველასთვის, ყველა მიმართულებით.

2. იქ შეხვდით მომხმარებლებს, სადაც არიან

Metaverse-ის მომსახურება გარემოსთან კავშირით იქნება გაძლიერებული, მაგრამ მის ძირითად პლატფორმებს კვლავ საკუთარი ინდივიდუალური არხები ექნებათ ურთიერთობებისთვის.

Facebook უკვე გვთავაზობს ინტერაქტიულ შოპინგს Instagram-ზე, აპლიკაციაში ციფრული მაღაზიების ვიტრინებით, პროდუქტის ტეგებით და შეკვეთის გაფორმების ვარიანტებით. ამ დროს, Amazon-ს ვირტუალური სავაჭრო ცენტრის შექმნა შეუძლია, სადაც მომხმარებლები თვითონ ივლიან ფეხით, დაათვალიერებენ, აარჩევენ და შეუკვეთენ პროდუქტებს, რომელსაც კარის ზღურბლზე მიაწვდიან.

Five Guys-ს ვირტუალური რესტორნის შექმნა შეუძლია, სადაც მომხმარებელი მენიუსაც გაეცნობა, მომხმარებელთა მომსახურების სამსახურის ავატარსაც გაესაუბრება და სასურველ კერძებს მიტანის სერვისით მიიღებს. აქ მართლაც უსაზღვრო შესაძლებლობებია.

ციფრული არხის განურჩევლად, დღევანდელ ონლაინ მომხმარებელს მეტი სურს გაიგოს პროდუქტის შესახებ, შეიძინოს ის და 24 საათში მიიღოს. ბრენდებს ადაპტირება სჭირდებათ, რათა ეს შესაძლებლობები მისცენ მომხმარებელს.

3. შექმენით უამრავი აქტივი

რეკლამა − ყურადღების მონეტიზაციაა. როდესაც მომხმარებელთა შეხების წერტილები ყველა არხსა და ყველა ხელმისაწვდომ მოწყობილობას კვეთს, ეს ყურადღება ადრინდელზე უფრო ფრაგმენტული ხდება. ბრენდები ყველა პლატფორმას უნდა იცნობდნენ. მათ უამრავი ციფრული აქტივი უნდა შექმნან და თითოეულის წარმატებაზე უნდა იზრუნონ. წარსული ან ამჟამინდელი წარმატების მიუხედავად, მეტისმეტად ნელი ტემპით ადაპტაცია, შესაძლოა ნებისმიერი ბიზნესის დაღუპვის ტოლფასი აღმოჩნდეს.

მომხმარებლის თვალსაზრისით შეხედეთ ნებისმიერ საშუალო ოჯახს. ოჯახის წევრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ უყურონ სხვადასხვა მოწყობილობას, ჩაერთონ სხვადასხვა გარემოში, დატკბნენ თავიანთ გემოვნებასა და ქცევის ნიმუშებზე მორგებული ქონთენთით. ბრენდებმა ადრინდელზე მეტი უნდა იმუშაონ, თუ ყურადღების ცენტრში სურთ დარჩენა, თუნდაც ხუთი წუთის განმავლობაში, რათა სწორი პოზიცია დაიკავონ, სწორი ინფორმაცია გამოაქვეყნონ და სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი. აქ ნებისმიერი ასპექტი მნიშვნელოვანია. რა საზღაური მოჰყვება ამ ყველაფერს? ვინც ძალისხმევას გაიღებს, ის ჯილდოს გამდიდრებული, მიმზიდველი მომსახურების ხარისხითა და ბრენდისადმი ლოიალობის ზრდის სახით მიიღებს.

ბრენდებმა თავიანთი დრო და ბიუჯეტი უნდა დახარჯონ არხების სტრატეგიის დასამუშავებლად და განუსაზღვრელი მოცულობის ქონთენთის შესაქმნელად, რათა ჩართულობა გაძლიერდეს, თამაშში დარჩნენ და Metaverse-ში ინტეგრირება შეძლონ. მათ ამ მცდელობების დაფინანსება უნდა გააგრძელონ და ამიტომ კომპანიის მესვეურებს ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, რა შესაძლებლობებია ამ ახალ სფეროში. ლიდერებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ციფრული ინოვაცია ელვისებური სიჩქარით ვითარდება, მოიგებს ის, ვინც პირველი გააცნობიერებს ცვლილებების მნიშვნელობას.

Neil Dsouza

Founder & CEO, Makersite

A leader in sustainability solutions, Neil Dsouza is the founder and CEO of Makersite. Recognized as a leading expert in the industry, Neil has a passion for applying data to understand and solve tough societal challenges.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

რა უპირატესობებს სთავაზობს "სილიკონ ველი" სტარტაპებს

ეს ადგილი დღემდე იზიდავს სტარტაპებს მთელი მსოფლიოდან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია