Blue Origin-ის ქალთა ეკიპაჟი ლორენ სანჩესის, კეტი პერისა და გეილ კინგის შემადგენლობით კოსმოსში გაფრინდა

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Blue Origin-მა, კოსმოსურმა სტარტაპმა, რომელიც დაარსებული და დაფინანსებულია ჯეფ ბეზოსის მიერ, ორშაბათს კოსმოსში გაუშვა ქალებით დაკომპლექტებული პირველი ეკიპაჟი. ეკიპაჟი ექვსი ქალისგან შედგა, მათ შორის იყვნენ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი, ჟურნალისტი გეილ კინგი და პოპვარსკვლავი კეტი პერი. ისინი გაფრინდნენ კოსმოსში და უკან Blue Origin-ის New Shepard რაკეტით დაბრუნდნენ.

მოგზაურობას დაახლოებით 11 წუთი დასჭირდა, ხოლო ეკიპაჟმა უწონადობა ოთხი წუთის განმავლობაში განიცადა. რაკეტამ მაქსიმალურ სიმაღლეს დედამიწიდან 62 მილის სიმაღლეზე კარმანის ხაზამდე, უხილავ საზღვრამდე მიაღწია, რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ატმოსფეროს დასასრულსა და კოსმოსის დასაწყისს, ტეხასის უდაბნოში დაშვებამდე.

"ამის გადმოსაცემად სიტყვები ნამდვილად არ მყოფნის. ძალიან ვამაყობ ამ ეკიპაჟით", - განაცხადა სანჩესმა Blue Origin-ს ფრენის შემდგომ მიმდინარე გადაცემისას.

სანჩესმა აღნიშნა, რომ ფრენის შემდეგ მას "სიხარულის და ერთიანობის" განცდა დაეუფლა.

"იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს მეტი ადამიანი იხილავს", - განაცხადა მან.

კეტი პერიმ Blue Origin-ის გადაცემაში აღნიშნა, რომ ეს მისია "დედამიწის დაფასებას" ეხებოდა და რომ ეს გამოცდილება "მეორე იყო დედად გახდომის შემდეგ".

"ეს არის უცნობისთვის თვალის გასწორება. ამ გამოცდილებაზე მეტად ვერავის ვერაფერს ვურჩევდი", - თქვა პერიმ.

ფრენა დილის 9:30 საათზე აღმოსავლეთის დროით, Blue Origin-ის გაშვების ადგილიდან, ვან ჰორნიდან, ტეხასიდან შედგა. 1963 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სრულიად ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟი კოსმოსში გაფრინდა. ეს არის Blue Origin-ის მე-11 ფრენა ტურისტული ეკიპაჟით.

ეკიპაჟის წევრები ასევე იყვნენ NASA-ს ყოფილი მეცნიერი აიშა ბოუ, პროდიუსერი კერიან ფლინი და ბიოასტრონავტიკის მკვლევარი ამანდა ნიუენი.

Blue Origin-ი კოსმოსურ ტურისტულ ფრენებს მსურველებს 2021 წლიდან სთავაზობს. სტარტაპის ვებსაიტზე ირკვევა, რომ ადგილების დასაჯავშნად მომხმარებლებმა უნდა გადაიხადონ $150 000 დეპოზიტით. გაურკვეველია, გადაიხადა თუ არა ორშაბათს გაფრენილმა ეკიპაჟმა აღნიშნული საფასური.

თარგმანი: მარი ქობალია

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.
Business News

Talkpal - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანს ენის სწავლა გაუმარტივა

ქართული გუნდის მიერ შექმნილი გლობალური სტარტაპი უკვე მილიონობით მომხმარებელს ითვლის და მისი ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.