Get All Access for $5/mo

გაკვეთილები, რომლებიც მილიარდები ღირს როგორ შექმნა მაიკლ დელიმ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კომპანია?

By Jason Feifer

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ის უბრალოდ მზად იყო, ეცადა, მარცხი ეწვნია და ესწავლა.

მაიკლ დელიმ 1984 წელს უთხრა მშობლებს, რომ კოლეჯის დატოვებას აპირებდა, რათა კომპიუტერების გაყიდვისთვის მოეკიდა ხელი. რბილად რომ ვთქვათ, ისინი ამ ახალმა ამბავმა სერიოზულად შეაშფოთა. ავანტიურამ, რა თქმა უნდა, გაამართლა, და მისი სახელის მქონე კომპანია ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე გახდა კომპიუტერულ სივრცეში, შემდეგ საჯაროდ იქცა, ის კი მილიარდერი გახადა. თუმცა, როდესაც დელიმ 2013 წელს გამოაცხადა, რომ თავისი კომპანია კერძო უნდა გაეხადა, ინდუსტრიის ინსაიდერებმა და პრესამ იმაზე უფრო სკეპტიკურად შეხედეს ამ ამბავს, ვიდრე მისმა მშობლებმა გასული საუკუნის 80-იან წლებში. მაგრამ, ეს მას საერთოდ არ აღელვებდა.

"ვფიქრობ, ადამიანების უმეტესობა ფრთხილია და რისკს არიდებს თავს", – ამბობს დელი, – "ისინი თავიანთ პოტენციალს ბოლომდე არ ამჟღავნებენ, რადგან არ სურთ მარცხი იწვნიონ. მე არ ვიყავი ყველა სხვაზე 50 პროცენტით უფრო ჭკვიანი ან რაღაც ამგვარი, და იცით, რას ვფიქრობ, ჩემი წარმატების დიდი წილი იმის დამსახურებაა, რომ უბრალოდ მზად ვიყავი, უფრო მეტად გამერისკა და ექსპერიმენტები ჩამეტარებინა, მესწავლა და შეკითხვები დამესვა".

თავის ახალ წიგნში, "კარგად ითამაშე, მაგრამ გაიმარჯვე", დელი დეტალურად აღწერს, როგორ დაიწყო მისი კარიერა და გრძელ ისტორიას მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გახდა მისი კომპანია კერძო. ის აქ იმ რთულ გაკვეთილებზეც საუბრობს, რომლებიც გზად მიიღო და იმაზეც, თუ რატომ აფასებს დღემდე თავის შორეულ წარსულში დარჩენილ წარუმატებლობებს.

____

როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცნობთ საკუთარ კრიტიკოსებს, თქვენს წიგნში ხშირად ციტირებთ, თუ რას ამბობდნენ სკეპტიკოსები თქვენზე − Times-ში იქნებოდა ეს თუ Journal-ში. როგორ იღებთ თამამ გადაწყვეტილებებს იმ დროს, როდესაც იმ ადამიანებს უსმენთ, რომლებიც თქვენზე ამბობენ, რომ ცდებით?
როდესაც ჩემი კომპანია კერძო გახდა, ამას ნამდვილი ლეგენდარული მედიაბუფონადა მოჰყვა. მე გადავწყვიტე, რომ ასეთ დროს ცოტა არ იყოს "სქელი კანი" აუცილებელი იქნებოდა და იცით, რატომ? იმიტომ, რომ როდესაც კომპანიას ხელმძღვანელობ, ადამიანები, როგორც წესი, ყოველთვის გაგაკრიტიკებენ, სხვანაირად არ იქნება. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ხომ ცაში აგიყვანენ და იმაზე მეტს მოგაწერენ, ვიდრე იმსახურებ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც ასე მოხდება, თუ მოვლენები საპირისპირო სცენარით განვითარდება. თქვენ პირველი პირი ხართ. ასე რომ, უბრალოდ სწავლობთ − ყველაფერი არ უნდა მიიტანოთ გულთან ახლოს და გრძელვადიან გეგმაზე გაამახვილოთ მთელი ყურადღება.

რაიმე რჩევა ხომ არ გაქვთ ადამიანებისთვის, ვისაც ამასთან უწევს გამკლავება? როგორც წესი, ადამიანებს ჩვეულებრივ ხომ არ აქვთ "სქელი კანი"?
პირველად ასეთი შეკითხვა უნდა დაისვას: "არსებობს თუ არა რაიმე რეალური და შედეგიანი, რისი სწავლაც აქედან შეიძლება, თუ ეს ადამიანები უბრალოდ სისულელეებს ამბობენ? თქვენ ხომ იცით, ლონდონში პარკებია, სადაც პატარა ყუთები დგას, მასზე შეშლილები შემოდგებიან და რაღაც სისულელეებს გაიძახიან. კეთილი, ვიდრე ციფრული სამყარო გამოჩნდებოდა, შეგეძლოთ უბრალოდ გვერდით ჩაგევლოთ ასეთ დროს და გეთქვათ: "ეს ბიჭი სულელია, რატომ უნდა მოვუსმინო მას". და საინტერესოა, ონლაინ რატომ უნდა მოუსმინოთ ვინმეს? ამაზე ნუ დაკარგავთ თქვენს დროს. შესაძლოა, არსებობს გარკვეული რამ, რაც უკუკავშირიდან უნდა ვისწავლოთ, მაგრამ უმეტესობას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა.

როგორც თქვენ ამბობთ, შეიძლება კრიტიკა ზოგჯერ სწორიც იყოს და ლიდერები თავიანთი კომპანიების ზრდასთან ერთად, მუდმივად უნდა განვითარდნენ. თქვენ ბევრს მუშაობდით საკუთარ თავზე Dell-ის ზრდასთან ერთად?
ოჰ, ამას თქმაც არ უნდა. როდესაც ბიზნესი მილიონი დოლარიდან ჯერ 10 მილიონამდე, შემდეგ 100 მილიონამდე, მილიარდამდე, 100 მილიარდამდე იზრდება, ყველაფერი უნდა განვითარდეს, მათ შორის, ისიც, თუ როგორ ხელმძღვანელობ კომპანიას. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლია, პრობლემები შეგექმნება. ახლა ნამდვილად ვფიქრობ, რომ არსებობს გარკვეული პრინციპები, ფასეულობები და მოსაზრებები, რომლებიც მარადიულია. ლიდერის მოვალეობა ამ ყველაფრის გაგება და გააზრებაა, და სათანადოდ გარკვევა, რის გაკეთებაა საჭირო. შემდეგი ნაბიჯი ბიზნესის მოტივაციაა, მისთვის შთაგონების მიცემა და მისი წინ წაწევა.

რის სწავლა იყო ყველაზე რთული იმ შეცდომებს შორის, რომლებიც მაშინ დაუშვით, როდესაც ახალგაზრდა ლიდერი იყავით?
ეს ადამიანებს უკავშირდება, და იმასაც, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის შემოიკრებ გარშემო და როგორ განავითარებ ტალანტებს ორგანიზაციაში. როდესაც ნამდვილი მანიაკივით იზრდები, უზომოდ ძნელია იპოვო ადამიანები, რომლებიც ისევე სწრაფად გაიზრდებიან, როგორც კომპანია იზრდება, და რომლებიც მზად იქნებიან, საკმარისად გადარეულები იყვნენ და შემოგიერთდნენ.

როდესაც დავიწყე, აშკარად არ ჩანდა, რომ ეს საქმე ისეთი წარმატებული იქნებოდა, როგორც სინამდვილეში აღმოჩნდა. ეს უზარმაზარი რისკი იყო და ამიტომ დავიქირავეთ თანამშრომლები. რაც უფრო წარმატებულები გავხდით, მით მეტი ტალანტები მოვიზიდეთ. მაგრამ იცით, რა არის? რას ვისურვებდი? კომპანიის არსებობის პირველი 10 წლის განმავლობაში უფრო მეტი ყურადღება გაგვემახვილებინა ტალანტების განვითარებაზე, მართლა დამეხარჯა დრო იმაზე ზრუნვასა და იმის უზრუნველყოფაში, რომ საჭირო ტალანტები გვყოლოდა.

დიახ, გასაგებია. როგორც თქვენ წერთ წიგნში, ადამიანები, რომლებიც A-დან B პუნქტამდე მიგიყვანენ, სულაც არ არიან ის ადამიანები, რომლებიც C და D პუნქტებამდე მიგიყვანენ.

მე თითქმის მთელი ანბანი გავიარე, რადგან ბიზნესი ვითარდებოდა და იცვლებოდა. ცვლილებებზე ფიქრის გზაა იმის თქმა, რომ "ჩვენ უნდა გამოვიდეთ შენობიდან და ისე შევბრუნდეთ, თითქოს კომპანიის ახალი ლიდერები ვიყოთ. რა არის გასაკეთებელი ახლა, ამ წუთას? ჩვენ არ გვაღელვებს არაფერი, რაც წარსულში გავაკეთეთ. და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი რამ დავაყენოთ ეჭვქვეშ. არაფერია წმინდა".

რამდენად ხშირად უნდა შეჩერდეს მზარდი კომპანიის ლიდერი და რამდენად ხშირად უნდა შეაფასოს ასე მოვლენები? თქვენ თუ გქონდათ ეტაპები, როდესაც ამას აკეთებდით?
იმედია, ამას ყოველდღე არ გააკეთებთ, რადგან აქ ზოგიერთი მართლაც მონუმენტური გადაწყვეტილება იგულისხმება. მაგრამ თუ სწრაფად იზრდებით, ან თუ ბიზნესი იცვლება, ან მას სირთულეები აქვს, ვფიქრობ, შედარებით ხშირად გააკეთებთ. ჩვენ ეს ალბათ 10-15-ჯერ დაგვჭირდა 37 წლის განმავლობაში.

ხდება თუ არა ეს უფრო ადვილი დროთა განმავლობაში?
ნამდვილად ადვილი ხდება, მას შემდეგ, რაც ამას რამდენიმეჯერ გააკეთებთ.

სავარაუდოდ, იმიტომ, რომ როგორც საკუთარ თავზე ამბობთ, შესანიშნავად გამოგდით სამუშაოს ნაწილებად დაყოფა.
მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ასეთი სამუშაოს შესრულება მისი ნაწილებად დაყოფის უნარების გარეშე. უბრალოდ, იმდენად ბევრი რამ ხდება და ამასთან ერთად, მთელი დარჩენილი ცხოვრებაც არსებობს... გსურს იყო ქმარი, მამა, ძმა, მეგობარი და ა.შ.

მე ბევრ ანტრეპრენერს შევხვედრივარ, რომლებსაც პრობლემები აქვთ ამ სფეროში და მათი ურთიერთობები ამის გამო ძალიან ზარალდება. თქვენ რას გვირჩევთ? როგორ შეიძლება სამუშაოს ცხოვრებისგან გამოყოფა?
ყველაზე მნიშვნელოვანი დროა. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ დრო მცირდება, როდესაც მას ნებისმიერი ამოცანის შესრულებისას ხარჯავთ. ცდილობთ დღეში 18-20 საათი იმუშაოთ? დაივიწყეთ ეს. თქვენ ფიზიკურად ცუდად იგრძნობთ თავს. თქვენ ოჯახი დაგენგრევათ.

როდესაც საქმიანობა დავიწყე, ოფისში მეძინა, მაგრამ მაშინ 19 წლის ვიყავი. ეს არავის აინტერესებდა! მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ხვდები, რომ ბედნიერი არ ხარ, თუ წონასწორობა არ გაქვს ცხოვრებაში. თქვენ უნდა დაადგინოთ, როგორ მართავთ საკუთარ დროს, ენერგიას და რესურსებს, რათა ბედნიერად იგრძნოთ თავი და ამ მდგომარეობის შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში შეძლოთ.

რბოლაში ჩაბმას ნებისმიერი შეძლებს. მქონია ისეთი სიტუაციები, როდესაც რაც კი შემეძლო, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა მოკლე დროში. მე მივხვდი, რომ ამას ყოველთვის ვერ შეძლებ. თუ გსურს მარათონები განაგრძო, არ დაივიწყო, რომ მარათონს ზომიერი ტემპის შენარჩუნება სჯობს.

რატომ ინახავთ თქვენს ოფისში სუვენირებს Dell-ის წარუმატებელი პროექტებიდან?
ყოველთვის შეიძლება ფასეული გაკვეთილების მიღება. ერთხელ, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ისე მოხდა, რომ დიდ საინჟინრო პროექტს მოვკიდეთ ხელი. ის მეტისმეტად ამბიციური აღმოჩნდა და ჩაიშალა. მაგრამ ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ და შედეგად, ბევრი დიდი შესაძლებლობები გამოგვიჩნდა. ფასდაუდებელი იყო გაკვეთილები, რომლებიც ვისწავლეთ, თუნდაც ის, თუ რამდენად ბევრის გაკეთება შეგვეძლო, რომელი ბერკეტები უნდა აგვემოქმედებინა და რომელი შეგვეჩერებინა. ვცდილობ, ეს გაკვეთილები მთელ კომპანიაში ყველას გავუზიარო, რათა მათი თავიდან სწავლა აღარ დაგვჭირდეს.

ასეთი აზროვნება შესანიშნავია. თუ წარუმატებლობა გადაიტანეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქედან რაღაც ფასეული უნდა გამოსულიყო.
ნამდვილად ასეა. ეს მტკივნეული გაკვეთილი დაგვეხმარა უზარმაზარი უნარების განვითარებაში, რომლებმაც იმაზე ბევრად შორს წაგვიყვანა, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა.

Jason Feifer

Entrepreneur Staff

Editor in Chief

Jason Feifer is the editor in chief of Entrepreneur magazine and host of the podcast Problem Solvers. Outside of Entrepreneur, he is the author of the book Build For Tomorrow, which helps readers find new opportunities in times of change, and co-hosts the podcast Help Wanted, where he helps solve listeners' work problems. He also writes a newsletter called One Thing Better, which each week gives you one better way to build a career or company you love.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო