Get All Access for $5/mo

Influence Georgia-მ გლობალურ სტარტაპ ფონდთან ხელშეკრულება გააფორმა პროექტის ბიუჯეტის 50% დაფინანსდება GITA-ს გრანტით, ხოლო 50 %-ს გლობალური სტარტაპ ფონდის უცხოელი ინვესტორი განახორციელებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ინფლუენს ჯორჯიამ" გლობალური სტარტაპ ფონდის ებრაელ ინვესტორთან, დავიდ ზერასთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა. გამარჯვებული პროექტის ბიუჯეტის 50% დაფინანსდება GITA-ს გრანტით, ხოლო 50 %-ს გლობალური სტარტაპ ფონდის უცხოელი ინვესტორი განახორციელებს.

დავიდ ზერას მენეჯმენტში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს, არის სტარტაპ Screenz-ის ერთ-ერთი შემქმნელი, მენტორი და მრჩეველი. Screenz-ი ქმნის ციფრულ პლატფორმას 30-ზე მეტი მაუწყებლისთვის და საპროდიუსერო კომპანიისთვის. კომპანიის მომხარებლებს შორისაა, ისეთი შოუები როგორიცაა "Big Brother", "Master Chef", "101 Ways to Leave a Game Show", "The Million Pound Drop", "Hell's Kitchen", "The Taste" და "Rising Star". Screenz სტრატეგიული პარტნიორები არიან Google, ICM და Red Arrow. (https://scrnz.com/). დავიდ ზერა ასევე მუშაობს ისეთ მსხვილ სტარტაპებთან, როგორებიცაა PAYLIX, Interatech, Monday.com

საგრანტო კონკურსში გამარჯებული პროექტი ,,ინფლუენს ჯორჯია" ითვალისწინებს სრულად ავტომატიზებული ინფლუენს მარკეტინგ პლატფორმის განვითარებას. პროექტის მიზანია კომპანიის პროდუქტი გახდეს მსოფლიოში ნომერ პირველი ინფლუენს მარკეტინგის პლატფორმა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ელექტრონული კომერცია და მოგზაურობა.

გაიგეთ მეტი გლობალური სტარტაპ ფონდის პირველ გარიგებაზე საქართველოში

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს და საერთო ბიუჯეტი 1 298 200 ლარია.

გლობალური სტარტაპ ფონდი სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სი­სა და ის­რა­ე­ლის სი­ლი­კონ ვა­დის პარტნი­ო­რო­ბის ფარგლებ­ში გაიხსნა. გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტა­პ ­ფონ­დის მი­ზა­ნი სა­ქარ­თველოს სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის ფორ­მუ­ლი­რე­ბის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რა, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, ინო­ვა­ცი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მათი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბაა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ