Get All Access for $5/mo

იტალია პასტის კრიზისის წინაშე დგას, მრეწველობის მინისტრი საგანგებო კრებას იწვევს ძირითადი პროდუქტების ფასები ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 17.5%-ით გაიზარდა.

By Emily Rella

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

პასტის გამო კატასტროფა გარდაუვალია იტალიაში, რადგან ქვეყნის პასტის ნაწარმის ინდუსტრიას ინფლაცია უქმნის საფრთხეს.

იტალიის წარმოების ინდუსტრიის მინისტრმა, ადოლფო ურსომ, კრიზისული კრება მოიწვია პასტის მკვეთრი ფასების გამო შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად. საქმე ისაა, რომ პროდუქტის ფასი 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე 17.5%-ით გაიზარდა.

საგანგებო კრებას კანონმდებლები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჯგუფები და პასტის მწარმოებლები ხელმძღვანელობენ. მათი მიზანია, დაადგინონ, თუ რატომ გაორმაგდა პასტის ფასები იტალიაში ინფლაციის რეგულარულ მაჩვენებლებთან შედარებით.

ფასების ასეთი სწრაფი ზრდა შემაშფოთებელია, რადგან მაგარი ხორბლის ფასი, რომელსაც იტალიელი მწარმოებლების უმეტესობა პასტის დასამზადებლად იყენებს, დაახლოებით 30%-ით შემცირდა 2022 წლის მაისიდან დღემდე, ამიტომ კანონმდებლები მიზეზს ეძებენ.

ქვეყანაში ფასები რეგიონის მიხედვითაც იცვლებოდა − პასტის ფასები სიენაში (ეს ქალაქი იტალიის ტოსკანის რეგიონში მდებარეობს) 58%-ით გაიზარდა, ხოლო ჩრდილოეთ რეგიონებში, როგორიცაა ალექსანდრია, მხოლოდ 5%-მდე.

CNN-ის მიხედვით, ურსოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ პასტის მწარმოებლები თავიანთ უფრო გაზრდილ ფასებს პასტის მარაგების რეალიზაციას მიაწერდნენ იმ პერიოდში, როდესაც ნედლეულის ღირებულება გაცილებით მაღალი იყო. კომისია კი დარწმუნებული გახლდათ, რომ მოლაპარაკებების შემდეგ, მომდევნო თვეებში, პასტის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

როგორც ცნობილია, მიწოდების პრობლემები რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის შედეგია, რადგან ნედლეულთან დაკავშირებული ინფლაცია და შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში მთელ ევროპაში ფართოდ არის გავრცელებული. თუმცა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჯგუფები კორპორაციულ სიხარბესაც ადანაშაულებენ.

"ფასის გაზრდას გამართლება არ აქვს, ეს ჩვეულებრივი სპეკულაციაა დიდ მწარმოებელთა მხრიდან, რომლებსაც თავიანთი ბიუჯეტის შევსება სურთ დამატებითი მოგებით", − განუცხადა Washington Post-ს ფურიო ტრუციმ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჯგუფ Assoutenti-ის პრეზიდენტმა.

Statista-ს მონაცემებით, პასტა იტალიელთა 63%-ის მენიუშია ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს, და საშუალო იტალიელი ყოველწლიურად დაახლოებით 24 კგ პასტას მოიხმარს.

Emily Rella

Senior News Writer

Emily Rella is a Senior News Writer at Entrepreneur.com. Previously, she was an editor at Verizon Media. Her coverage spans features, business, lifestyle, tech, entertainment, and lifestyle. She is a 2015 graduate of Boston College and a Ridgefield, CT native. Find her on Twitter at @EmilyKRella.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ