Get All Access for $5/mo

ქართული ჯადოსნური სკაფანდრით მარსზე გაიცანით Elven Technologies, კომპანია გლობალური მისიით -- ინოვაციური სკაფანდრის მეშვეობით მარსზე ადამიანთა მოგზაურობა რეალობად აქციოს.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Elven Technologies

ილონ მასკს 2024 წელს სურს მარსზე ადამიანთა გამგზავრება. მან ამის შესახებ განცხადება 2019 წელს გააკეთა. სწორედ მას შემდეგ დადგა შესაფერისი სკაფანდრის შექმნის აშკარა საჭიროება. თუმცა ამოცანა, შექმნა წითელი პლანეტისთვის ოპტიმალური სკაფანდრი, რთულია. სწორედ ამ საქმეს შეეჭიდა ქართული კომპანია. Elven Technology-ის მუშაობის პროცესში მოუწია საქმეთა დანაწევრება და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება. ამჟამად ისინი მუშაობენ 10 ტექნოლოგიიდან 2 მათგანის სრულყოფაზე: გაგრილების სისტემასა და სიცხისადმი მდგრადობაზე.

მარსზე თითქმის არ არსებობს ატმოსფერო ან მაგნიტური ზედაპირი, რომ შეაჩეროს მზის გამოსხივება. შესაბამისად, ადამიანი რჩება ინტენსიური სიცხისა და რადიაციისგან დაუცველი. საქართველოში დაახლოებით 6 თვეში დასრულდება სკაფანდრის აწყობა და კომპანია გეგმავს, რომ ითანამშრომლოს მეხანძრეებთან, რომლებიც შეძლებენ გამოსცადონ პროდუქტი როგორც ლაბორატორიაში, ისე ღია სივრცეში, რის შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ სკაფანდრი თავად გამოიყენონ.

კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ვამეხ ხერხეულიძე ამბობს, რომ ახლა არსებული პროტოტიპი უძლებს მინიმუმ ნახევარ საათს 1200 გრადუსზე, რაც დიდად განსხვავდება ჩვეულებრივი მეხანძრის უნიფორმისგან. არსებული პროდუქტით კომპანია იმპორტზე გასვლასაც გეგმავს, მაგრამ მეხანძრის უნიფორმის შექმნიდან სპეციალური სკაფანდრის შემუშავებამდე გზა საკმაოდ დიდია. როგორც ხერხეულიძე ამბობს, მეცნიერული გზა დიდად განსხვავდება სხვა გზებისგან, რადგან მას საკუთარი ტემპი და მიმართულება აქვს.

ქართულმა სტარტაპმა 100 000-ლარიანი გრანტი მიიღო GITA-სგან, ასევე 30 000 ევრო ევროპის CBRN-სგან. როგორც ვამეხი ამბობს, მათ მიზნის მისაღწევად კიდევ 700 000 დოლარი სჭირდებათ. კომპანია იმედოვნებს, რომ დაფინანსებას წელსაც მიიღებს. გარდა ამისა, დამფუძნებლებს სჯერათ, რომ გლობალურ პროექტში ქართველ კერძო ინვესტორთა წვლილი გამორჩეული იქნება.

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ