Get All Access for $5/mo

მარკ ზაქერბერგმა ხელფასის სახით 2023 წელს მხოლოდ 1$ გამოიმუშავა

By Emily Rella

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი 2013 წლიდან, ხელფასის სახით წელიწადში 1 დოლარს იღებს.

"ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის" კომისიის ახალმა განცხადებამ აჩვენა, რომ Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაქერბერგმა, 2023 წელს ხელფასის სახით მხოლოდ 1$ მიიღო, "სხვა კომპენსაციის" სახით კი დამატებით $24.4 მილიონი.

საბუთების მიხედვით, ზაქერბერგი კომპანიის ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომელია. Meta-ს 67 000 თანამშრომლის საშუალო ხელფასი კი 379 000 დოლარია.

ზაქერბერგის ჯამური კომპენსაცია დაახლოებით 3 მილიონი დოლარით არის შემცირებული 2022 წელთან შედარებით, როდესაც მან 27 110 417 აშშ დოლარი შეადგინა.

SEC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებული "სხვა კომპენსაციის" დიდი ნაწილი ზაქერბერგის უსაფრთხოების ხარჯებისთვის იყო გამოყენებული, თუმცა კომპანია ზუსტ თანხას არ ასახელებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ყველა სხვა კომპენსაციის" კატეგორიაში შედის უსაფრთხოება "მის რეზიდენციებში და პირადი მოგზაურობის დროს", "პირადი თვითმფრინავის ხარჯები პირადი მოგზაურობისას" გარდა უსაფრთხოების პროგრამისა, რომელსაც კომპანია თავად ახორციელებს.

ზაქერბერგი 2013 წლიდან ხელფასის სახით 1 დოლარს იღებს, რაც ჰიპოთეტურად ნიშნავს იმას, რომ მან 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 10 დოლარი გამოიმუშავა.

დოკუმენტი ცნობილი გახდა Meta-ს აქციონერთა ყოველწლიურ კრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომელიც 2 მაისს გაიმართება.

Emily Rella

Senior News Writer

Emily Rella is a Senior News Writer at Entrepreneur.com. Previously, she was an editor at Verizon Media. Her coverage spans features, business, lifestyle, tech, entertainment, and lifestyle. She is a 2015 graduate of Boston College and a Ridgefield, CT native. Find her on Twitter at @EmilyKRella.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი