Cyber Monday Sale! 50% Off All Access

''მოგვიწია შეგვეჩერებინა პროცესები უკრაინის ბაზარზე და ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას'' ბექა ქემერტელიძე, CityPay.io

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"გვექნება სპეციალური შეთავაზებები უკრაინული კომპანიებისთვის, რითაც ვეცდებით ხელი შევუწყოთ უკრაინის ეკონომიკის აღდგენასა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერას".

მიმდინარე მოვლენები ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა არამხოლოდ იმ ქართული სტარტაპებისთვის, რომლებიც უკრაინაში ოპერირებენ, არამედ მათთვისაც, ვისაც უკრაინულ ბაზარზე გასვლა სურდა. რა გავლენა მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომმა გეგმებზე და როგორ აპირებენ სტარტაპერები გამოწვევაზე პასუხს? - ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur CityPay.io-ს თანადამფუძნებელ ბექა ქემერტელიძეს ესაუბრა.

როგორც ვიცი, გეგმავდით სტარტაპის უკრაინაში გაშვებას. მიუხედავად იმისა, რომ ოპერირება არ გქონდათ დაწყებული, მიმდინარეობდა პარტნიორების მოძიება. რა ეტაპზე შეგიშალათ ხელი მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა?

"უკრაინის ბაზარი ჩვენი გაფართოების გეგმაში პირველი ეტაპზე იყო, სადაც შესვლას გაზაფხულზე ვგეგმავდით. გვქონდა დასრულებული მოლაპარაკებები ადგილობრივ ბიზნესპარტნიორებთან, კონსულტანტებთან და სააგენტოებთან. სტრატეგია მოიცავდა ადგილობრივ B2B სექტორისთვის ჩვენი პროდუქტის შეთავაზებასა და კრიპტო გადახდების საჭიროებაზე ცნობადობის ამაღლებას. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, მოგვიწია შეგვეჩერებინა პროცესები უკრაინის ბაზარზე და ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას, პარალელურად, აქტიურად ვუჭერთ მხარს უკრაინის ბიზნეს სექტორსა და მოქალაქეებს. ასევე, რუსულ კომპანიებთან შევწყვიტეთ მოლაპარაკებები და არ განვიხილავთ მათ ბაზარზე ოპერირებას, მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა", - აცხადებს ბექა ქემერტელიძე.

როგორია მოლოდინი და სამომავლო გეგმები? როგორ ფიქრობთ, დაელოდებით სიტუაციის სტაბილიზაციას და შეეცდებით ისევ უკრაინაში გაიტანოთ პროექტი, თუ სხვა ალტერნატიულ ქვეყანასთან დაიწყებთ თანამშრომლობას?

"უკრაინის გარდა დსთ-ის რამდენიმე ქვეყანას მოვიაზრებდით პოტენციურ სამიზნე ბაზრად და ამ ქვეყნებში პროდუქტის გატანაზე ვმუშაობთ. ასევე, მსოფლიო მასშტაბით გაზრდილია კრიპტო ვალუტის გამოყენებაზე მოთხოვნა როგორც მომხმარებლების, ასევე - ბიზნესების მხრიდან. უკრაინის ბაზარზე მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე ვგეგმავთ მოლაპარაკებებისა და პარტნიორობების გაგრძელებას და საქმიანობის დაწყებას, ამასთანავე, გვექნება სპეციალური შეთავაზებები უკრაინული კომპანიებისთვის, რითაც ვეცდებით ხელი შევუწყოთ უკრაინის ეკონომიკის აღდგენასა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერას. მიმდინარე პერიოდში აქტიურად ვეხმარებით კრიპტო და ფიატ დონაციებით როგორც ჩვენი კომპანიიდან, ასევე კომპანიის თანამშრომლები ინდივიდუალურად", - აღნიშნავს ბექა ქემერტელიძე.

CityPay.io-ის კრიპტოგადახდების სისტემა 2021 წლის დასაწყისიდან აქტიურად ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და უკვე თანამშრომლობს სხვადასხვა სფეროს რამდენიმე წამყვან ბიზნესთან, ჯამში 400-მდე კომპანიასთან. გასული წლის ბოლოს დასრულებულ საინვესტიციო რაუნდზე, Angel-ინვესტიციის სახით, CityPay-მ $500 000-ის ექვივალენტის კრიპტოვალუტის მოზიდვა მოახერხა, ასევე 2019 წელს გაიმარჯვეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების 100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში. გასული წლის ივლისში, CityPay ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპების აქსელერატორში - StartupYard-ში მოხვდა. CityPay.io არის პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც პოლონეთის MIT enterprise forum CEE აქსელერატორში მონაწილეობს.

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?