რას წაიკითხავთ Entrepreneur-ის აპრილის ნომერში? აზროვნებაზე რას იტყვით?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ედითორიალი: რიჩარდ ბრენსონი – კაცი, მეტსახელად Dr Yes
წიგნმა, რომლის მიმოხილვაც მინდა შემოგთავაზოთ – Screw It, Let's do it. Lessons in Life and Business (by Richard Branson), თავის დროზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მისი წაკითხვის შემდეგ, ამ წიგნის ავტორი – თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ანტრეპრენერი, ბრენდთა შორის ბრენდის – Virgin-ის დამფუძნებელი, რიჩარდ ბრენსონი ჩემი როლური მოდელია. თუ ვინმეს უნდა ვუმადლოდე ჩემს გატაცებას ანტრეპრენერშიპის თემით, სწორედ ეს, მართლაც რომ ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადამლახავი, კაცი – სერ რიჩარდ ბრენსონია.
ნორმის თემა: Digital Area − ტრადიციული ბიზნესპროცესების გაციფრულება
Digital Area ის ციფრული ეკოსისტემაა, რომლის მთავარი მიზანი ტრადიციული ბიზნესპროცესების გაციფრულება და შესაბამისად, მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი − ციფრული გამოცდილების შექმნაა. ეკოსისტემა სხვადასხვა ინდუსტრიაში არაერთ ციფრულ ბიზნესს ქმნის, მომხმარებლის ქცევას კი ახალი მიმართულებით ცვლის − ამბობს ანდრო რატიანი, Digital Area-ს გენერალური დირექტორი. Entrepreneur-ი კი Digital Area-ს ეკოსისტემის იმ მოთამაშეებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ბიზნესებს განვითარების ახალი ეტაპზე გადასვლასა და ციფრულ სივრცეში ოპერირებაში ეხმარებიან.
რიდ ჰოფმანი: ანტრეპრენერობა − აზროვნების ტიპია
რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად ანტრეპრენერულ წამოწყებებში? პასუხი მარტივიცაა და უზომოდ რთულიც: ამისთვის ანტრეპრენერული აზროვნებაა აუცილებელი. დიახ, ამგვარი აზროვნების გამომუშავება შესაძლებელია. ორი ერთნაირი დამფუძნებელი არ არსებობს. აზროვნებაზე რას იტყვით? ეს კი ნამდვილად აერთიანებს მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ანტრეპრენერებს, რომლებიც სამყაროს სხვაგვარად უყურებენ, როგორც წესი, ოპტიმისტები არიან და გამოწვევების საპასუხოდ, მოქმედებაზე გადადიან. ისინი სიცოცხლისუნარიანები არიან და მათი გონება შექმნაზეა ორიენტირებული. ეს ყველაფერი ხშირად სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც სკოლაში გვასწავლიან – ეს სიტყვები LinkedIn-ის თანადამფუძნებელს რიდ ჰოფმანს ეკუთვნის. დაუჯერეთ მას – თუ წარმატების მიღწევა გსურთ ანტრეპრენერობაში, თქვენი აზროვნებით უნდა დაიწყოთ.
შეიძინეთ Entrepreneur-ის აპრილის ნომერი ონლაინ
ყურადღება: თქვენი დამატებითი სამუშაო ზუსტად ახლა იწყება
დამატებითი სამუშაოებისადმი ინტერესი პანდემიამ გაზარდა. რატომ?
იმიტომ, რომ ეს კარგი საშუალებაა ახალი იდეების შესამოწმებლად, მეტი თანხის მისაღებად და თან, შესაძლოა, იგი ახალ კარიერაშიც გადაიზარდოს, რომელსაც მთლიანად თქვენ გააკონტროლებთ. მაგრამ მომგებიანი დამატებითი სამუშაოს შექმნა ადვილი საქმე არ არის, ამიტომ იმ ნაბიჯებს გაგაცნობთ, რომლებიც თქვენი იდეის გამოსავლენად და მის განსახორციელებლად დაგჭირდებათ.
ვინ არის ანტრეპრენერი?
Entrepreneur-მა მკითხველებს შორის კონკურსი ჩაატარა, რომლის მონაწილეებს უნდა დაეწერათ საავტორო ბლოგი თემაზე – "ვინ არის ანტრეპრენერი?" გაიცანით შესანიშნავი ოთხეული, რომლებიც საუკეთესოთა შორის მოხვდნენ. ამ ადამიანებმა საკუთარი სტატიების Entrepreneur-ის ფურცლებზე გამოქვეყნების უფლება დაიმსახურეს. მადლობა მათ!
100 გავლენიანი ქალი (ნაწილი II)
Entrepreneur აგრძელებს პროექტს "100 გავლენიანი ქალი" და ამჯერადაც ყველაზე ძლიერ ქალებს გაგაცნობთ, რომლებმაც უკან არ დაიხიეს გამოწვევების წინაშე და უკეთესი მომავლისთვის დაუღალავად იბრძვიან.
ამ პირქუშ დროსაც აქვს თავისი სილამაზე
მე ძალიან დავზარალდი, როგორც პიროვნება და როგორც ანტრეპრენერი. მე რასიზმისა და სიძულვილის სამიზნე აღმოვჩნდი. და ამავე დროს, იმედის დანახვაც ვისწავლე. მართალია, ეს პირქუში დროა, მაგრამ ამავე დროს, ისეთი დროცაა, როდესაც ყველაფერი უკეთ უნდა გააკეთოთ – ეს სიტყვები შავკანიან ქალ ანტრეპრენერს ბეატრის დიქსონს ეკუთვნის, რომელმაც იცის, როგორ გააკეთოს არჩევანი... ისწავლეთ მისგან თქვენც.
თათია მამნიაშვილი: შენი GPA რამდენია?
რევაზ ცეცხლაძე: მოდი, ღვინო ჩამოვასხათ
USAID Zrda საქართველოს რეგიონული მუზეუმების მხარდასაჭერად
USAID-ის პროექტმა Zrda ამჯერად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმები საკუთარი მხარდაჭერის სამიზნედ ამოიღო და მათ სრულფასოვან აღჭურვაზე იზრუნა. ჯამში, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და თუშეთის მუნიციპალიტეტებში არსებული 15 მუზეუმისთვის USAID Zrda-მ 128 000 აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო. Entrepreneur-ი სწორედ ამ 15 მუზეუმს გაგაცნობთ.
USAID YES-Georgia ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
USAID YES-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში", რომელიც ფონდი "კრისტალის" მიერ ხორციელდება, შთამბეჭდავად აგრძელებს საქმიანობას. პროექტის ერთ-ერთ ქვეკომპონენტს Buzz Georgia წარმოადგენს, რომელიც საგანგებოდ შერჩეულ ტრენინგ და სასწავლო პროგრამებს მოიცავს და მონაწილეებს საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.
KGroup − უმაღლესი ხარისხის სტანდარტი ლითონის ნაკეთობათა წარმოებაში
KGroup ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში, უკვე მოახერხა მოწინავე პოზიციების დამკვიდრება. Kgroup, გარდა სამშენებლო და სარემონტო სერვისისა, უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ლითონის ნაკეთობათა საწარმოს წარმოადგენს.
გია გვენეტაძის გამარჯვებულის მენტალიტეტი
ჩვენი სპორტული რუბრიკის მორიგი სტუმარი კარატისტი გია გვენეტაძეა. იგი თავის სფეროში ძალზე წარმატებულია, რაც, რასაკვირველია, ბევრი მუშაობისა და უდიდესი მონდომების დამსახურებაა.
შეუკვეთე შენი შემდეგი კერძი "ვის ქიჩენიდან" − ახალი Rockstar ონლაინ სივრცეში
"ვის ქიჩენი" ონლაინ-მულტიბრენდული რესტორანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ მომსახურებას, რომელიც აქამდე არ არსებობდა ქვეყანაში. Entrepreneur "ვის ქიჩენის" თანადამფუძნებელ, ნიკუშა მერკვილაძეს დაუკავშირდა და მისგან კომპანიის ბიზნესმოდელზე და სამომავლო გეგმებზე ბევრი საინტერესო რამ შეიტყო.