Get All Access for $5/mo

როგორც ავიმაღლოთ სოციალური ცნობიერება სამსახურში ლიდერული უნარების განვითარებით

By Aytekin Tank

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"შენი საქმეები უბრალოდ უნდა დაყო პატარა, მართვად ამოცანებად", − ვუთხარი ჩემს კოლეჯის მეგობარს, მას შემდეგ, რაც მან აღიარა, რომ პრობლემები ჰქონდა დავალებებთან დაკავშირებით. კამპუსთან ახლოს, კაფეში ვისხედით. ის თავის კარტოფილი "ფრით" სავსე თეფშს უყურებდა, ლუკმაც არ შეუჭამია. ცოტა ხანში ჩუმად დამიქნია თავი და თემა შეცვალა.

იმ დროს მეგონა, რომ მეგობარი ჩემგან ელოდა დახმარებას, რაიმე გზის მოძებნას, რომელიც ტვირთს შეუმსუბუქებდა კოლეჯში. მას შემდეგ თითქმის ორი ათეული წელიწადი გავიდა, ჩემი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ის მრჩეველს კი არა, მეგობარს ეძებდა.

რატომ აუმჯობესებს თქვენს ურთიერთობებს ადამიანებთან თანამშრომლობის უნარი?
ყველაზე წარმატებული ადამიანები ისინი არიან, რომლებსაც სხვებთან თანამშრომლობის უნარი აქვთ. მათი მიზანი არ არის სხვებისგან მაქსიმალური სარგებლობის მიღება, ან მწვერვალისკენ მიმავალი გზით მანიპულირება. მთავარია, უკეთესი მეგობარი გახდეთ და უკეთესი მეგობრები გყავდეთ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს თავისთავად ინტერპერსონალურ ინტელექტს ნიშნავს, ანუ როდესაც იცით, როდის უნდა ისაუბროთ და როდის უბრალოდ მოუსმინოთ. და რაც კიდევ უფრო მთავარია, ეს არის იმ მომენტში ვინმეს ნამდვილად აღიარების უნარი. ეს ასევე ლიდერების ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი თვისებაა, გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.

მენტორების უმეტესობა ჩემთან მოდის და რჩევებს მთხოვს თავიანთი სტარტაპების განვითარების, პროდუქტიულობის ზრდისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარების შესახებ. მათ ხშირად უკვირთ, როდესაც ვეუბნები, რომ ერთ-ერთი ყველაზე ფასეული თვისება, რომელსაც ყველას ვურჩევ, თანამშრომლობის უნარია.

რატომ? იმიტომ, რომ ამ თვისების არქონა საფრთხეს უქმნის თქვენს სტარტაპს. ბიზნესი დადებითი ურთიერთობების დამყარება და გამყარებაა თქვენს გუნდთან, თქვენს მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და კოლეგებთან. მაღალი სოციალური უნარების მქონე ანტრეპრენერები უფრო ეფექტურად ურთიერთობენ თითოეულ სუბიექტთან. მათ სხვების გრძნობების, მოტივებისა და ტემპერამენტის შეგრძნების უნარი აქვთ, მათი მხარდაჭერის მისაღებად და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვისთვის.

ჩემს კომპანიაში ეს არის თვისება, რომელსაც აქტიურად ვეძებ პოტენციურ თანამშრომლებში. მე ემოციური ინტელექტის მქონე, გონიერ ადამიანებს ვანიჭებ უპირატესობას. როდესაც ამ უნარის მქონე ადამიანს ვხედავ, უკვე ვიცი, რომ ის კარგად მოერგება იმ კულტურას, რომელზეც მე ვზრუნავ.

ადამიანებთან თანამშრომლობის უნარი თქვენს სოციალურ ცნობიერებას ზრდის სამსახურში.

ჯანსაღი ურთიერთობების წარმატებით დამყარების უნარი, როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში, ჩვენს სოციალურ ინტელექტამდე დადის. ამასთან, ამ უნარის გაძლიერება გარკვეული დონის გულისხმიერებას მოითხოვს, რომლის განვითარებაზე ბევრ ჩვენგანს მუდმივად სჭირდება მუშაობა.

მაგალითად, თუ გუნდში ძლიერი წევრი გყავთ, რომელიც ჩამორჩენას იწყებს, უჩვეულოდ გაღიზიანებულია და შეხვედრების დროს იშვიათად უყურებს ვინმეს თვალებში. შექმნილი მდგომარეობის მოგვარების ერთ-ერთი გზა, მისთვის ყურადღების დათმობაა, საკუთარი მოსაზრების გამოთქმა, მისი დამოკიდებულებისა და პროდუქტიულობის გაკრიტიკება. თუ ამ გზას მიმართავთ, ეს იმის საპირისპირო შედეგებს მოიტანს, რის იმედიც გაქვთ.

მეორე, უფრო ნაყოფიერი მიდგომა, თქვენი სოციალური ინტელექტის გამოყენებას მოითხოვს. ეს არის რეაგირება, თანაგრძნობის გამოხატვა და მასზე ზრუნვა.

ჩვენ ყველას გვქონდა გარკვეული სირთულეები პანდემიის განმავლობაში, რასაც ჩვენი გუნდის ბევრი წევრი დიდი სიამოვნებით ნამდვილად არ გაუზიარებდა სხვებს. იმის გაგება, თუ როგორ განაგრძობს ეს გარე ფაქტორები ზეგავლენის მოხდენას ადამიანებზე, ზრუნვისა და აღიარების გარკვეული ფორმაა, რომელიც მათ უკეთ გაგებაში გეხმარებათ.

მე ვარ მომხრე იმისა, რომ ფეხით ვიაროთ შეხვედრებზე და გუნდის წევრთან ერთად ვისადილოთ სუფთა ჰაერზე, როდესაც შესაძლებელია. მე აღმოვაჩინე, რომ ბუნება მშვენიერი და შთამაგონებელი გარემოა ურთიერთობების გასავითარებლად.

ჩემი ლიდერობის სტილი არ გულისხმობს გამოხმაურების ფორმაში შეფუთულ კრიტიკულ შენიშვნებს. ჩემმა გუნდმა იცის, რომ აქ იმისთვის ვარ, რათა მხარი დავუჭირო მათ, როდესაც საჭიროა, ერთად მივიტანოთ იერიში გონებაზე ან უბრალოდ, მოვუსმინო მათ.

გსურთ უფრო მეტად ზრუნავდეთ ურთიერთობებზე? თუ ასეა, თქვენი ეგო კართან უნდა დატოვოთ.

ეგოცენტრიზმი, მისი ყველა გამოვლინებით, თანაგრძნობას კლავს. როდესაც საკუთარ თავზე გვაქვს გამახვილებული მთელი ყურადღება, ჩვენი სამყარო თითქოს იკუმშება, რადგან ჩვენი პრობლემები და საზრუნავი უფრო დიდი ხდება. მაგრამ როდესაც სხვებზე ვამახვილებთ ყურადღებას, ჩვენი სამყარო ფართოვდება. ჩვენი პრობლემები პერიფერიაზე გადადის და ამიტომ უფრო პატარა გვეჩვენება, და ასე ჩვენი ურთიერთობების უნარებს ან თანაგრძნობას ვავითარებთ.

არსებობს გავრცელებული ხუმრობა, რომ ეგო ეპიდემიაა ბიზნესსამყაროში. მაგრამ, როგორც ლიდერებმა, უნდა ვისწავლოთ, რას ნიშნავს, როდესაც ყოველთვის სხვების თვალწინ ხარ. რადგან, ბოლოსდაბოლოს, სოციალური ინტელექტი ან ინტერპერსონალური უნარები იმისკენ სწრაფვაა, რომ თქვენი ყველა ურთიერთობა უფრო ღია, ინტუიციური და კეთილსინდისიერი იყოს. ასეთი განწყობა კი, ადგილს არ უტოვებს ეგოს.

Aytekin Tank

Entrepreneur Leadership Network® VIP

Entrepreneur; Founder and CEO, Jotform

Aytekin Tank is the founder and CEO of Jotform and the author of Automate Your Busywork. Tank is a renowned industry leader on topics such as entrepreneurship, technology, bootstrapping and productivity. He has nearly two decades of experience leading a global workforce.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია