Cyber Week Sale! 50% Off All Access

Samsung-ი აღმასრულებელი ხელმძღვანელებისთვის 6-დღიან სამუშაო კვირას აწესებს, კომპანია "საგანგაშო რეჟიმზე" გადადის

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Samsung-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელებისთვის ექვსდღიანი სამუშაო კვირა შემოაქვს მას შემდეგ, რაც კომპანიის ზოგიერთმა ძირითადმა ბიზნესმა გასულ წელს მოსალოდნელზე დაბალი ფინანსური შედეგი მიიღო.

Samsung Group-ის აღმასრულებელმა კორეის საინფორმაციო გამოცემას განუცხადა, "იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ძირითადი ბიზნესების, მათ შორის Samsung Electronics Co.-ს მუშაობამ 2023 წელს მოლოდინი ვერ დააკმაყოფილა, შემოგვაქვს ექვსდღიანი სამუშაო კვირა აღმასრულებლებისთვის, რათა გუნდმა იგრძნოს კრიზისი და უზრუნველყოს ყოვლისმომცველი ძალისხმევა მის დასაძლევად".

დაბალმა წარმადობამ, სხვა ეკონომიკურ დაბრკოლებებთან ერთად, როგორიცაა სესხის აღება მაღალი ხარჯით, სამხრეთ კორეის კომპანია აიძულა, გადავიდეს "საგანგაშო რეჟიმზე", ნათქვამია The Korea Economic Daily-ში.

ცნობილია, რომ ცვლილებები შეეხება Samsung Group-ის ყველა განყოფილების აღმასრულებელს, მათ შორის გაყიდვებისა და წარმოების სფეროებში.

2023 წელს "სამსუნგს" ყველაზე ცუდი ფინანსური წელი ჰქონდა ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. Wall Street Journal-ის ცნობით, წმინდა მოგება მეოთხე კვარტალში 73%-ით დაეცა. მან ასევე დაკარგა პირველი ადგილი გლობალურ სმარტფონების ბაზარზე Apple-თან იმავე კვარტალში, თუმცა პოზიციის დაბრუნება წელს შეძლო.

მართალია, ამჟამად დაბალი რგოლის თანამშრომლებს არ აქვთ შაბათ-კვირას მუშაობის ვალდებულება, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა თავიანთი ხელმძღვანელების მსგავსად კვირაში 6 დღე იმუშაონ. The Korea Economic Daily იუწყება, რომ Samsung-ის ზოგიერთ განყოფილებაში აღმასრულებლები ნებაყოფლობით მუშაობდნენ კვირაში ექვსი დღე იანვრიდან, სანამ კომპანია ექვსდღიანი სამუშაო კვირის პოლიტიკის განხორციელებას გადაწყვეტდა.

Entrepreneur-ი Samsung-ის აშშ-ს განყოფილებას დაუკავშირდა და ჰკითხა, გავრცელდებოდა თუ არა აღნიშნული პოლიტიკა გლობალურად, მათ შორის აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებზე. Samsung-ს კითხვაზე მაშინვე არ უპასუხია.

კვლევები აჩვენებს, რომ ზედმეტი მუშაობა სულაც არ ზრდის პროდუქტიულობას.

მაგალითად, სტენფორდის პროექტმა დაადგინა, რომ ზედმეტი მუშაობა იწვევს მთლიანი გამომუშავების შემცირებას. საშუალოდ პროდუქტიულობა მცირდება სტრესის, ძილის ნაკლებობისა და სხვა ფაქტორების გამო "იმ ზომით, რომ დამატებითი [სამუშაო] საათები არ იძლევა სარგებელს (და, ფაქტობრივად, საზიანოა)", - ნათქვამია კვლევაში.

მუშაობის ხანგრძლივმა საათებმა შესაძლოა, ასევე, გამოიწვიოს ჯანმრთელობის გრძელვადიანი ზიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ კვირაში 55 საათზე მეტი მუშაობა ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და ზრდის ინსულტის რისკს 35%-ით. იმავე კვლევის მიხედვით, 55-საათიანი სამუშაო კვირა იწვევს გულის დაავადების 17%-ით უფრო მაღალ რისკს.

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.
Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

თევზს ნუ მოგვცემთ. ანკესი მოგვეცით.

ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იქცეს

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს