Get All Access for $5/mo

SpaceX-ის მიერ დაქირავებული 14 წლის პროგრამისტი- ინჟინერი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, რომ LinkedIn-ზე იყოს: "ეს ალოგიკურია, პრიმიტიული სისულელეა, რომელსაც გამუდმებით ვეჯახები" კაირან ქვაზი კოლეჯში 9 წლისა შევიდა, ახლა სანტა კლარას უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლას ამთავრებს

By Sam Silverman

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

კაირან ქვაზის კოლეჯის დამთავრებამდე სულ ცოტა დარჩა და უკვე სამსახური ელოდება SpaceX-ში, თუმცა, სიახლეების LinkedIn-ზე გაზიარებას ვერ შეძლებს.

ეს იმიტომ, რომ პროფესიული სოციალური ქსელის პლატფორმაზე გასაწევრიანებლად მინიმალური ასაკი 16 წელია, კვაზი კი ჯერ მხოლოდ 14-ისაა.

მაგრამ ქვაზი ჩვეულებრივი მოზარდი არ არის. სკოლის ატესტატი კალიფორნიის შტატში 10 წლისამ მიიღო, მას შემდეგ, რაც 9 წლისამ დაიწყო კოლეჯში სწავლა, ახლა სანტა კლარას უნივერსიტეტს ამთავრებს. ასე რომ, სულ ერთ კვირაში უნივერსიტეტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული გახდება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, SpaceX-ის Starlink-ში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად დაიწყებს მუშაობას. აკადემიური მიღწევების მიუხედავად, LinkedIn-მა იგი ურთიერთობებისთვის ძალიან ახალგაზრდად მიიჩნია.

ქვაზიმ თავიდან იმით მიიღო ყურადღება, რომ სოციალურ მედიაში SpaceX-იდან სამუშაოს შეთავაზების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ცოტა ხნის შემდეგ, "უნიჭიერესმა" სტუდენტმა შეტყობინება LinkedIn-ზეც გააზიარა, მაგრამ პლატფორმამ შეატყობინა, რომ მის პროფილს ასაკის გამო წაშლიდა.

"ეს ალოგიკურია, პრიმიტიული სისულელეა, რომელსაც მუდმივად ვეჯახები", - წერს იგი, - "შემიძლია საკმარისად კვალიფიცირებული ვიყო, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საინჟინრო სამუშაო მივიღო, მაგრამ საკმარისი კვალიფიკაცია არ მაქვს, რომ პროფესიულ სოციალურ მედია პლატფორმაზე მქონდეს წვდომა?"

ქვაზი თავისი ასაკის გამო დაბრკოლებებს საკმაოდ ხშირად წასწყდომია. მას 95 ვაკანსიაზე უთხრეს უარი მას შემდეგ, რაც მენეჯერებმა Zoom-ზე დაინახეს, - განუცხადა მან USA Today-ს. მაგრამ სამი შეთავაზება მიიღო კომპანიებისგან, სადაც "ჩემი ასაკის არავის შეეშინდა", მათ შორის ერთი - SpaceX-ისგან.

ქვაზი SpaceX-ში ინტერვიუების 10 რაუნდის შემდეგ აიყვანეს და რედმონდში, ვაშინგტონის შტატში სამუშაოდ დედასთან ერთად გადავა.

"მათ (SpaceX) ნამდვილად გაგებით შეხედეს ჩემს გრაფიკს", - განუცხადა ქვაზიმ USA Today-ს, - "აღფრთოვანებული და გაკვირვებული დავრჩი იმით, თუ რამდენად სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება. მსურს რაღაც უფრო დიდის ნაწილი ვიყო და SpaceX ჩემს სურვილს ეხმიანება".

Sam Silverman

Content Strategy Editor

Sam Silverman is a content strategy editor at Entrepreneur Media. She specializes in search engine optimization (SEO), and her work can be found in The US Sun, Nicki Swift, In Touch Weekly, Life & Style and Health. She writes for our news team with a focus on investigating scandals. Her coverage and expertise span from business news, entrepreneurship, technology, and true crime, to the latest in entertainment and TV news. Sam is a graduate of Lehigh University and currently resides in NYC. 
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

საუკეთესო აპლიკაციები ბიზნესისთვის 2020 წელს

ის ახალი და მოძველებული აპლიკაციები, რომლებიც ბიზნესის ზრდაში დაგეხმარებათ

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"