Get All Access for $5/mo

Women in wine expo in Europe-ს 2020 წელს საქართველო უმასპინძლებს საქართველო ღვინის ინდუსტრიაში მომუშავე ქალბატონებს 30 ქვეყნიდან მიიღებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Women in Wine

გასულ თქვეში მეღვინე ქალები მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნიდან ბრიუსელსა და როტერდამში შეიკრიბნენ საერთო მიზნით − მათ გენდერული ნიშნით დიკსრიმინაციისგან თავისუფალი ღვინის წარმოების ინდუსტრია უნდა განავითარონ.

პროექტში, სახელწოდებით Women in Wine Expo Europe, რომელიც წელს მსოფლიოში პირველად ჩატარდა, საქართველო და ქართველი მეღვინე ქალებიც მონაწილეობდნენ. საქართველოდან ქართული წარმომადგენლობის ვიზიტის ორგანიზატორი მეღვინე ქალბატონი, მანანა ახვლედიანი იყო. სწორედ მან გაუწია ორგანიზება 12 ქართველი ქალი მეღვინის ვიზიტს და საკუთარი ღვინის ნაწარმის წარდგენას Women in Wine Expo Europ-ზე.

როგორც ღონისძიების დამფუძნებელმა, სენაი ოზდემირმა აღნიშნა, გენდერული ხარვეზები თანამედროვე მსოფლიოში არაერთი ინდუსტრიისთვისაა დამახიასიათებელი და ის ყველა სფეროში მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მათ შორის − ღვინის ინდუსტრიაში. ამ შეკრების მიზანი კი თანამოაზრე მეღვინე ქალთა გაერთიანებით, არის იმ სამოქმედო არეალის გენერირება და გაფართოება, რომელსაც ღვინის დარგში ვაწყდებით. ასევე ღვინის ინდუსტრიაში მომუშავე ქალების გაძლიერება და მათი სამუშაო თუ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

მსგავსი სტატია: MADAM WINE ქალების ღვინო ქალებისთვის

ღონისძიების ფარგლებში, მანანა ახვლედიანმა მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და ხედვები გააცნო: "ასაკი არაფერს ნიშნავს. მთავარია შინაგანად ახალგაზრდად დარჩე და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. ვერც კი ავხსნი, რამდენად მიყვარს ღვინის დაყენება. სანამ ამ საქმეს შევუდგებოდი, თითქოს ნაცრისფერ სამყაროში ვცხოვრობდი, მეღვინეობამ კი მომცა შესაძლებლობა, ჩემი სამყარო გაცილებით ფერადი და მრავალფეროვანი გამეხადა".

ENTREPENEUR-თან საუბრისას მანანა ახვლედიანმა დააანონსა, რომ იგივე ღონისძიება 2020 წლის მაისის თვეში უკვე საქართველოშიც ჩატარდება და მისი ოფიციალური პარტნიორი საქართველოში სწორედ ის იქნება. ღონისძიება ორ დღეს გასტანს. მონაწილეობის სურვილი კი ღვინის ინდუსტრიაში მომუშავე ქალბატონებმა უკვე 30 ქვეყნიდან გამოთქვეს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან