Get All Access for $5/mo

ისტორიული ძეგლების ციფრული სიცოცხლე გაიცანით DG - სტარტაპი, რომელიც ისტორიულ ძეგლებს ნანგრევებიდან ციფრულად აღადგენს.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

DG

DG (დიჯი) – ამ სახელწოდებით ტურისტულ აპლიკაციებს ახალი ქართული პლატფორმა შეემატა, რომელიც წარმოგვიდგენს ვირტუალურად რესტავრირებულ კულტურულ ძეგლებს.

ქართული სტარტაპი "დიჯი" ხელოვნებათმცოდნეებისა და პროგრამირების სპეციალისტების დახმარებით ისტორიულ ძეგლებს ნანგრევებიდან ციფრულად აღადგენს. ძეგლების ვირტუალური რესტავრაციის შემდეგ კი, მსურველებს არა მხოლოდ ძეგლის პირვანდელი სახის დათვალიერება, არამედ გაფართოებული რეალობის (AR) ტექნოლოგიის გამოყენებით, მისი არქიტექტურული დეტალების გაცნობა და მასში პროექციაც შეეძლებათ.

"როცა სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ვათვალიერებთ, ხშირად ჩვენთვის უცნობი რჩება, როგორი იყო მისი პირვანდელი სახე. "დიჯის" მეშვეობით კი შესაძლებელი ხდება მისი ვიზუალური აღდგენა", – ამბობს დიჯის იდეის ავტორი.

DG-ის დამფუძნებლები ორი ახალგაზრდა – სამრეწველო დიზაინერი თამაზ არუნაშვილი და არქიტექტორი დავით ბოჭორიშვილი არიან. სპეციფიკიდან გამომდინარე, პროდუქტი საკმაოდ კომპლექსურ მიდგომასა და მუშაობას მოითხოვს საბოლოო სახის მიღებისა და დახვეწისთვის. "აპლიკაციის შექმნის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საცდელი ნიმუშების დასრულებისთანავე შეიტყობთ ამის შესახებ.

ჩვენ 3D-მოდელირებისა და დიზაინის გამოცდილება გვაქვს. შესაბამისად, უფრო ვმუშაობთ მის ინტეგრაციაზე AR-ში და აპლიკაციაზე. ამ მხრივ, ჯერ კიდევ მიდის მოლაპარაკებები რამდენიმე პროგრამისტთან. გვინდა, ტესტირებისთვის 3D-მოდელი შესაბამისად იყოს მორგებული აპლიკაციას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ აპლიკაციის შექმნას მხოლოდ ტექნიკური, 3D-მოდელირებისა და პროგრამირების ცოდნა როდი სჭირდება, არამედ საჭიროა ხელოვნებათმცოდნის კვლევაც", – ამბობს დავით ბოჭორიშვილი.

აპლიკაციის გადმოწერა უფასოდ იქნება შესაძლებელი, ხოლო თითოეულ ძეგლს, რომლის დათვალიერებასაც ისტორიულ ადგილზე ყოფნისას გადაწყვეტს მომხმარებელი, განსაზღვრული ფასი ექნება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, შესაძლებელი იქნება ისტორიული ძეგლების დათვალიერების ახალი – ვირტუალური გამოცდილების მიღება, რომელიც გაფართოებულ რეალობას გამოიყენებს და მისცემს დამთვალიერებლებს ძეგლის პირვანდელ ვარიანტში პროექციის შესაძლებლობას.

"ჩვენ გვჯერა, რომ პლატფორმა DG (დიჯი) გადაახალისებს კულტურული ძეგლების წარმოჩენასა და მის დათვალიერებას, ხოლო სხვა მხრივ, კიდევ უფრო განვავითარებთ და ახალ გამოცდილებას შევძენთ პროექტში ჩართულ სხვადასხვა დარგის სპეციალისტს", – გვეუბნება საუბრის დასასრულ თამაზ არუნაშვილი.

თამაზმა და დავითმა იდეის რეალიზაცია 2019 წლის მარტში წამოიწყეს და უკვე გარკვეული მიღწევებიც აქვთ – Creative Business Cup-ის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულებიც გახდნენ. ცოტა ხნის წინ კი ამავე კონკურსის საერთაშორისო ფინალიდან, დანიიდან დაბრუნდნენ.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტარტაპს მხარდაჭერა GITA-მ, ასევე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გაუწიეს.

"საქართველოს მასშტაბით გამარჯვებამ და დანიაში წასვლამ ფინალზე "დიჯის" უფრო დიდი შესაძლებლობები და გამოცდილება მისცა. ჩვენ ვნახეთ, თუ რა ხდება უცხოურ სტარტაპებში და დავამყარეთ კონტაქტი ესპანურ და ბალტიისპირეთის სტარტაპებთან. კონკურსში მონაწილეობდნენ სტარტაპები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, რაც ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის", – გვიყვებიან "დიჯის" ავტორები.

მანამდე კი ამ ყველაფერს უძღოდა კონკურს TeamLab-ში მონაწილეობა, რომელსაც ესტონური Loov Eesti და ქართველი პარტნიორები – Creative Caucasus და Creative Georga ერთად ატარებდნენ. ასევე მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მომცემი აღმოჩნდა ესტონეთში, სტარტაპების კონკურს Latitude 59-ში მონაწილეობის მიღება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი