Get All Access for $5/mo

5 მიზეზი, თუ რატომ არის ''ოფლაინ'' ურთიერთობები გადამწყვეტი წარმატებისთვის

By Evgeny Chuprov

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ონლაინკომუნიკაცია უდავოდ სასარგებლოა და ამ სივრცეში შემოსავლის მიღების მრავალი გზა არსებობს, მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ ფიზიკურ სივრცეში ურთიერთობებიც აუცილებელია კომპანიის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.

სადაც უნდა გაიხედოთ, ყველა ციფრულ რეჟიმზე გადასვლაზე ფიქრობს. მათი ბიზნესსტრატეგიები კი, ხშირად მთლიანად კარგი ვებგვერდის შექმნისა და ძლიერი, მრავლისმომცველი ციფრული ანაბეჭდის გარშემო ტრიალებს.

მართალია, კომპანიის ონლაინ ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ "ოფლაინ"-ინტერაქციისთვისაც აუცილებლად უნდა იყოს ადგილი, განსაკუთრებით ბიზნესურთიერთობებში (ვიტყოდი, რომ სინამდვილეში, წარმატებული გაციფრულების მთავარი კომპონენტი ოფლაინ-ურთიერთობებია). ბოლოსდაბოლოს, ბუნებრივია, ვერაფერს ააშენებთ, თუ ურთიერთობებს არ ჩაუყარეთ საძირკველი. რატომ?

1. "ოფლაინი" ახალი ბიზნესის იდეების აღმოჩენაში გეხმარებათ

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემი კომპანიისთვის ახალი იდეების მნიშვნელოვანი წყარო ოფლაინ-ქსელი იყო, რომელიც ჩემი ნაცნობებისა და კოლეგებისგან შევქმენი. როდესაც უშუალო ურთიერთობა გაქვთ ადამიანებთან, მათი ხმის ტონშიც წაიკითხავთ დეტალებს, მათი სხეულის ენაშიც და გამომეტყველებაშიც. თქვენ უკეთ მოისმენთ და დაინახავთ პრობლემებს, რომლებიც მათ თქვენამდე მოაქვთ, და შესაბამისად, უფრო ღრმა წარმოდგენაც გექნებათ მოვლენებზე. ამასთან ერთად, პრობლემების გაანალიზება ოფლაინ-გარემოში ბევრად ადვილია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ, რომელიც უკეთესი და გაცილებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

მე უბრალოდ არ მექნებოდა ამდენი წარმატებული იდეა ჩემი ოფლაინ-ურთიერთობების გარეშე და ვერც სრულად ჩავწვდებოდი პრობლემებს, რომელსაც ჩემი სამიზნე აუდიტორია ეჯახება.

2. ოფლაინ-ურთიერთობებ პარტნიორებთან და კოლეგებთან კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს

დადებით უშუალო ურთიერთობებს ვერაფერი შეცვლის, განსაკუთრებით, ბიზნესპარტნიორებთან ან გუნდის წევრებთან. ადამიანებს მოსწონთ, როდესაც "სტუმრების მიღების" შესაძლებლობა აქვთ, მაშინაც კი, როდესაც ეს უბრალოდ თავიანთ ოფისში მიღებაა. სიამოვნების მიღება სხვების მასპინძლობით ჩვენს "ბიზნეს დნმ-შია" ჩადებული და კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. მე მთელ მსოფლიოში მოვინახულე სხვადასხვა ოფისი − შანხაითა და ჰონკონგით დაწყებული, დუბაითა და ინგლისით დამთავრებული, და აქაც იგივე დინამიკა დამხვდა: კულტურული ან პიროვნული განსხვავებების მიუხედავად, ადამიანებს მოსწონთ უშუალო ურთიერთობები. ეს ურთიერთობები ორივე მხარეს ეხმარება, მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, და გაცილებით სასიამოვნო, ერთობლივი სამუშაო გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

3. პოტენციურ კლიენტებთან აუმჯობესებს ურთიერთობას

ყველას სურს იგრძნოს, რომ მათ ბიზნესს სათანადოდ დააფასებენ, თუ მათი სერვისების გამოყენებას გადაწყვეტენ, ამ ურთიერთობების მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად კი, ონლაინ და ოფლაინ ურთიერთობების კომბინაცია დაგჭირდებათ.

საქმე ის არის, რომ რაც უნდა ეცადოთ, ციფრული ურთიერთობისას ბარიერი ყოველთვის იქნება, რადგან ამ დროს პიროვნება არ იგრძნობა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ელექტრონულ წერილებსა და ტექსტებს არასწორად იგებენ. შესაძლოა ურთიერთობებში ვიდეოზარები დაგეხმაროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში სრული ჩართულობა მაინც არ იქნება და ამ დროს, ბარიერის დაძლევა აუცილებელია.

ამიტომ, თუ ახალი კლიენტების მოზიდვა გსურთ, განსაკუთრებით მათი, ვინც მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ, დრო და ფული დააბანდეთ მათთან პირადად შესახვედრად. მე ასეთ ტაქტიკას ვიყენებ: თუ საზღვარგარეთ ვგეგმავ დასასვენებლად გამგზავრებას, დროს გამოვყოფ იმის დასადგენად, არიან თუ არა იმ ქვეყანაში პოტენციური ან არსებული კლიენტები, რომლებიც შემიძლია პირადად მოვინახულო.

ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ეს რთულად მოეჩვენოს და ზედმეტ შეწუხებადაც კი ჩათვალოს, მაგრამ მე არაერთხელ აღმომიჩენია, რომ სწორედ ამგვარი განწყობა აყალიბებს ნამდვილ ურთიერთობებს კლიენტებთან და მხოლოდ მათთან კი არა, მათ უფრო ფართო წრესთანაც კი. ხმების გავრცელება რეკლამის ჯერ კიდევ ყველაზე საიმედო ფორმაა.

4. ის ქმნის შესაძლებლობებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა

ერთი ისტორია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჩემთვის იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ოფლაინ-ურთიერთობებს ბიზნესის განვითარებისთვის: ისე მოხდა, რომ მე და ჩემი კოლეგა კანადაში ვაპირებდით გამგზავრებას და რადგან გარკვეული ხნით ვაპირებდით იქ დარჩენას, ვისარგებლე და რამდენიმე კომპანიას ელექტრონული წერილი გავუგზავნე. შევატყობინე, რომ სიამოვნებით შევხვდებოდით მათ. უცნაურად მომეჩვენა, რომ გამგზავრებამდე მათგან ერთიც კი არ გამომხმაურებია!

ჩასვლისთანავე გავემგზავრეთ უახლოეს რაიონში, სადაც ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე კომპანიის ოფისი იყო. თან ცოტაოდენი ყავაც წავიყოლეთ და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უბრალოდ კარდაკარ დავდიოდით და თავს ვაცნობდით მათ. დღის ბოლოს, სულ მცირე, ხუთიოდე შეხვედრა ჩავატარეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ იმით, რომ მასპინძლობას გვიწევდნენ.

მართალია, მათთან ციფრული კომუნიკაცია არ შედგა, თუმცა ამას გული რომ გაეტეხა ჩვენთვის, ურთიერთობების დამყარების ბევრ შესაძლებლობას გავუშვებდით ხელიდან. ასე რომ, ყოველთვის თქვენს ინტერესებშია, ინიციატივა გამოიჩინოთ და ყოველგვარი მოლოდინის გარეშე გამოჩნდეთ, საკუთარი თავი წარადგინოთ და უბრალოდ ხელმისაწვდომი გახდეთ მათთვის.

5. ეს გეხმარებათ უფრო ძლიერი და მრავალმხრივ განვითარებული ლიდერი გახდეთ

ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, პირადი ინიციატივების გამოვლენის უნარი, ცოტა არ იყოს დავკარგეთ, რადგან "უსაფრთხო" ციფრულ ურთიერთობებს შევეჩვიეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ელექტრონულ წერილზე ან ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხი არ ჩანს, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და აღარ ვიფიქროთ, როგორ სჯობს მოქცევა გარკვეულ სიტუაციაში... და თუ წერილი შეხვედრის შესახებ არ დადასტურდა, ყველაზე ადვილია მიიჩნიო, რომ ადრესატი არ დაინტერესდა წინადადებით და შემდგომ მოქმედებებზე აღარ იფიქრო.

თუმცა, დიდი ლიდერები ისინი არიან, ვინც არცთუ მარტივ ოფლაინ-ურთიერთობებს ეძიებს, სწავლობს, თუ როგორ უნდა მართოს ონლაინქსელში იდეებისა და მოსაზრებების მიმოცვლა და უშუალო ურთიერთობების დინამიკა, რამდენადაც რთული უნდა იყოს ეს.

Evgeny Chuprov

Entrepreneur Leadership Network® Contributor

Non-executive director of Mirai Flights

Evgeny Chuprov is a serial entrepreneur with 15 years of experience in the business-aviation industry. He is also the founder and CEO of the IT-based marketplace Aviapages.com, which serves more than 100 executive operators, brokers and FBOs.
ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი