Get All Access for $5/mo

ღია ბანკინგი და ბანკების მომავალი ღია ბანკინგი გაამარტივებს ფინანსებზე წვდომას და საბანკო სისტემას გახდის მეტად გამჭვირვალეს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცვლილებები ყველგან და ყველაფერში ხდება, ხშირად შეუმჩნევლად, პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ დგება დრო, როდესაც არსებული რეალობა მთლიანად იცვლება. ეს არის პერიოდი, როდესაც ბოლო ადგილზე მყოფს შეუძლია სიის თავში გადაინაცვლოს და პირიქით. რადიკალური ტრანსფორმაციის დროს ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებს ის, ვინც ახალ რეალობას ყველაზე სწრაფად მოერგება.

საბანკო სექტორში, ასეთი ცვლილების მამოძრავებელი ძალა არის ღია ბანკინგი, რაც პირველ რიგში გულისხმობს მეტ დემოკრატიას ინფორმაციის ფლობასთან დაკავშირებით. ჩვენი საბანკო ინფორმაცია და მისი დამუშავების შესაძლებლობა ეკუთვნის არა მხოლოდ ბანკს, არამედ თითოეულ ჩვენგანს და შეგვიძლია ეს ინფორმაცია გავცეთ სხვა ბიზნეს სუბიექტებზე უკეთესი სერვისის ან სხვა ტიპის სარგებლის მიღების მიზნით. ანუ, როგორც ილია ჭავჭავაძემ თქვა - "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდვნოდესო".

ინფორმაციის მიმოცვლის გამარტივებასთან ერთად, ღია ბანკინგი ქმნის შესაძლებლობას, რომ ერთ სივრცეში მივიღოთ სხვადასხვა ბანკის პროდუქტებზე წვდომა და გავიმარტივოთ ფინანსების მართვა. სულ მალე, აღნიშნულ სერვისს რანკო შესთავაზებს ქართველ მომხმარებელს, სადაც შეგვეძლება, ერთი განაცხადით რამდენიმე ბანკში დავიმტკიცოთ სესხი და ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

მეორე მხრივ, ბანკებისთვის ეს არის უნიკალური შანსი გადავიდნენ სრულიად ახალ ბიზნეს მოდელზე - თავი აარიდონ მსხვილ მარკეტინგულ კამპანიებს, საოპერაციო ხარჯებს და გაწელილ ციფრულ პროექტებს. რანკოსთან თანამშრომლობით, ისინი შეძლებენ ციფრული საბანკო პროდუქტების მარტივ ინტეგრაციას, მომხმარებლის სწრაფად მოზიდვას და მარკეტინგულ ხარჯებს გაწევენ მხოლოდ წარმატებული დაკრედიტების შემთხვევაში. ფინანსური ორგანიზაციებისთვის ეს ნიშნავს ნაკლები რისკით უკეთესი შედეგის მიღების შესაძლებლობას.

ღია ბანკინგი გაამარტივებს ფინანსებზე წვდომას და საბანკო სისტემას გახდის მეტად გამჭვირვალეს. ახალ რეალობაში ის ფინანსური ორგანიზაციები შეძლებენ კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო ეფექტურად გააკეთებენ ინტეგრაციებს ციფრულ პლატფორმებთან და გაუმარტივებენ მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტის და სერვისის შეძენას. ასევე, მიიღებენ განსხვავებული ინფორმაციის წყაროებზე წვდომას, ამ ინფორმაციის დამუშავებით შეძლებენ პროდუქტების გაუმჯობესებას და რისკების შემცირებას უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებით.

Ranko - Let's approach Open Banking with an Open Mind

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ