📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ჯადოსნურ საღამოს ერთი მაგიური დიახ გაშორებთ" - DATENIGHT SAKARTVELO-ს ზღაპრული ისტორია და მიზნები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საღამოს კაბების გაყიდვისა და გაქირავების სერვისი მარიამ შერეშაშვილმა და მარიამ აივაზიანმა 2023 წელს შექმნეს. DATENIGHT SAKARTVELO-ს მიზანია, ქართველ მომხმარებელსაც ჰქონდეს წვდომა, ერთი მხრივ, მაღალი დონის სამოსზე და მეორე მხრივ – მომსახურების სწრაფად, ხარისხიანად მიღებაზე.

გამორჩეულია სახელის შერჩევის ისტორიაც. ბრენდს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიზნები აქვს და მის მესვეურებს სურთ, რომ კომპანიის სახელწოდებაში ქვეყნის სახელი ისე ისმოდეს, როგორც ეს ქართულად ჟღერს – "ჩვენ გვსურს, რომ ყველამ გაიგოს, ეს საქართველოა და არა ჯორჯია".

DATENIGHT SAKARTVELO დროის დაზოგვის მიზნით თითოეულ მომხმარებელს კონსულტაციას უწევს არა მხოლოდ შოურუმში, არამედ ონლაინ და, რაც მთავარია, პირდაპირ სახლის კართან აწვდის მათ კაბებს.

"როცა ღელავთ, თუ რა ჩაიცვათ, ჩვენ დაგეხმარებით, აქციოთ საღამო ნამდვილ კონკიას ისტორიად. მხოლოდ უნდა თქვათ მაგიური "დიახ". ჩვენ გვინდა გრძნობდეთ, თუ როგორ ზრუნავს ბრენდი თქვენზე. წარმოიდგინეთ კადრი ფილმიდან, როგორ მოგადგებათ კარზე ორი ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდი ჩანთით და თქვენს სილამაზეზე ზრუნვას იწყებს – ზუსტად ეს არის ჩვენ მიერ შემოტანილი ახალი გამოცდილება. ჩვენს მომხმარებელბს ვეკითხებით – თავად რა თანხის გადახდისთვის არიან მზად და შემდგომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

შეუძლებელია გქონდეს ამბიცია, განავითარო წარმატებული ბიზნესი და საკუთარ "ტყავზე" არ გქონდეს გამოცდილი, რას გრძნობს მომხმარებელი", – ამბობენ ისინი.

მარიამ შერეშაშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გამბედაობით შეიძლება გადადგა ნაბიჯი და შემდეგ დაინახო ჰორიზონტები. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა და ჟინი, მიიღო პასუხი კითხვაზე – "რა მოხდება, თუკი?.."

"ორი რამ არის მთავარი: ვისთან ერთად ხარ ამ საქმეში და რამდენად გულწრფელი ხარ. როცა ეს ორი იდეალურ ბალანსს ქმნის, შიშები უძლური ხდება და ბარიერები უფერულდება", – ამბობს ის.

ორივე მარიამი თანხმდება, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს, მხოლოდ სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაილახოს. მიუხედავად დასაწყისში არსებული გამოწვევებისა, ფიქრობენ, რომ ფეხზე დადგომა და ადამიანებისთვის ჯადოსნური საღამოების ჩუქება შეძლეს.

"ერთადერთი, რისი შიშიც მუდმივად მქონდა და მექნება, არის ახლო ადამიანთან ერთად ბიზნესის დაწყებისა და ურთიერთობის გაუფასურების, რადგან არცერთი საქმე არ ღირს ადამიანის დაკარგვად. თუმცა, ალბათ, ასეა, როცა გიყვარს, გეშინია კიდეც", – ამბობს მარიამი.

დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ DATENIGHT SAKARTVELO-ს დამფუძნებლებს დაანახვა, რომ ყველანაირ ურთიერთობაში ადამიანური თვისებების შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი. მარიამ აივაზიანს მიაჩნია, რომ მიზნების გამო ადამიანური სახის დაკარგვა ბიზნესზეც ახდენს გავლენას, რადგან პარტნიორები, მომხმარებლები ამას ხედავენ და აფასებენ.

"ბიზნესის მთავარი ღირებულება თანამშრომლებთან, პარტნიორებთან თუ მომხმარებლებთან ადამიანურ ურთიერთობებშია, წარმატება გარდაუვალია. ისინი ამას ყოველთვის გრძნობენ", – გვეუბნება ის.

კითხვაზე, რა აძლევთ მათ ინსპირაციას საქმიანობაში, ასე გვპასუხობენ:

ყოველთვის მოგვწონდა გამოწვევების მიღება, განსაკუთრებით, თუ ის რთულია, რადგან ეს პროცესს უფრო საინტერესოს ხდის. თან მაშინ, როცა ფოკუსში აქცევ თავად პროცესს და არა მხოლოდ შედეგს. ყოველთვის მომწონდა არასტანდარტულობა, რასაც, სამწუხაროდ, ბევრი კომპანია გვერდს უვლის... განცდა, რომ რისი წარმოდგენაც შესაძლებელია, ადვილად მისაღწევია და ეს მხოლოდ შენს ხელთაა".

დამფუძნებლები ამბობენ, რომ ამჟამინდელი მთავარი მიზანი გაფართოებაზე ზრუნვა და პოტენციურ მომხმარებლებამდე ხმის მიწვდენაა, რომ DATENIGHT SAKARTVELO მზადაა მათი საღამოები ჯადოსნური გახადოს. კომპანიებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებაც აქვთ – PRIVILEGE CARD-ის კლუბის წევრობა, რაც ნიშნავს, რომ მათი თანამშრომლები 10%-20%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ. იგეგმება ტექნოლოგიური გაფართოება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაც.

გარდა ამისა, დამფუძნებლები გვიმხელენ მომავალი პროექტის შესახებაც – "შევიმუშავეთ პროექტი, რომლის მიხედვითაც Datenight Sakartvelo მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს. თითოეულ ქვეყანასა თუ მხარეში, სადაც მოვხვდებით, წერილსა და კონკრეტულ თანხას დავტოვებთ გადამალულ ბოთლში. მასზე ადრესატის გვარ-სახელს დავაწერთ: For your datenight in "...", ასე მოულოდნელად დავატყდებით თავს და მათ საღამოს მაგიურ ელფერს" მივცემთ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე