📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ნუ უწოდებთ საკუთარ თავს უფროს აღმასრულებელ ოფიცერს – ხალხს ის უთხარით, რას აკეთებთ რაც უნდა მიმზიდველი თანამდებობა გქონდეთ, ზუსტად ის ხართ, რასაც თქვენი კომპანია საქმიანობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

დიდ ბრიტანეთში ჯ.დ. უეზერსპუნი ცნობილია, როგორც 890-ზე მეტი პაბის, ასევე მაღალი ხარისხის ბარების ქსელისა და პატარა სასტუმროების მეპატრონე. 1979 წელს ტიმ მარტინის მიერ დაარსებული ფირმის წლიური შემოსავალი დაახლოებით 2.2 მილიარდი ამერიკული დოლარია, მასში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი კი 37 000-ს აჭარბებს. მარტინი ამაყობს იმით, რომ კვირაში თავის 10-20 ბიზნესლოკაციას სტუმრობს. იგი წერს საკუთარ თანამშრომლებზე, დანა-ჩანგალზე, საკვების ხარისხზე და რა თქმა უნდა, ლუდზე. და თითქმის ყოველდღე მიირთმევს დაახლოებით 1-2 ლიტრ ლუდს.

კომპანია Wetherspoon-ში, რომელიც ღია ტიპის სააქციო საზოგადოებაა, მარტინი, ოფიციალურად, დამფუძნებლისა და თავმჯდომარის ტიტულს ფლობს. მაგრამ აბა ერთი ვინმემ ამ წოდებებიდან ერთ-ერთით მიმართოს... „მე პაბის მენეჯერი ვარ. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება პაბის მართვაა", – განაცხადა მან BBC-სთან ინტერვიუში.

რას პასუხობთ ხოლმე, როცა გეკითხებიან, რას საქმიანობთ? რომ „მცირე ბიზნესის მეპატრონე" ხართ? რომ „მეწარმე" ხართ? რომ „მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი" ხართ? ნუ დაიჯერებთ. არცერთი ამათთაგანი არ ხართ. ეს უბრალოდ ტიტულებია, რომლებიც შეიქმნა, რათა ხალხს თავი უფრო მნიშვნელოვნად აგრძნობინოს. ეს ის არ არის, რასაც თქვენ რეალურად აკეთებთ.

ამის მაგივრად, დაფიქრდით, თუ რა საქმიანობას ეწევა თქვენი ბიზნესი. თუ თქვენი საქმე მომხმარებლებს გამწვანების მომსახურებას სთავაზობს, მაშინ ის, რასაც სინამდვილეში აკეთებთ, ლამაზი გაზონების შექმნაა. თუ ენერგიის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს მილებით ამარაგებთ, მაშინ სინამდვილეში ნავთობმრეწველობაში ჩართულ კლიენტებს ეფექტიანობის მიღწევაში ეხმარებით. თუ თქვენი მაღაზია ყავას ყიდის, მაშინ ყავის გამყიდველი ხართ, და თუ თქვენი მაღაზია მამაკაცების საცვლებით ვაჭრობს, მაშინ თქვენც საცვლების გამყიდველი ხართ.

მე ვინ ვარ? ჩემი წოდება შესაძლოა Marks ჯგუფის პრეზიდენტი იყოს, მაგრამ ეს არ განსაზღვრავს, თუ ვინ ვარ მე, და ეს ის არ არის, რასაც ვსაქმიანობ. როდესაც საკუთარ საქმიანობაზე მეკითხებიან, ვამბობ, რომ ტექნოლოგიებს ვყიდი, რომლებიც ჩემს კლიენტებს თავიანთი პროდუქტის გაყიდვასა და პოპულარიზაციაში ეხმარება.

როდესაც ვინმე ამბობს, რომ მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია, ის ჩემთან დამაჯერებლობას კარგავს. თითქოს ტიტულს სხვა ადამიანებზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებენ. როდესაც ახალ ბიზნესს იწყებ, საკუთარი თავისადმი სასურველი წოდების მიკუთვნება ძალიან მარტივია (ჩემთვის სასაცილოა, და ცოტა სამწუხაროც კი, როდესაც რომელიღაც პერსონა, რომელიც თავისი სახლის ოფისიდან სამრეწველო პროდუქტს წარმოადგენს, საკუთარ თავს მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის სახელით მოიხსენიებს).

კორპორაციულ სამყაროში, რა თქმა უნდა, ტიტული აუცილებელია. ის დაგჭირდებათ, როცა ფორმას შეავსებთ, ან როცა თქვენს სავიზიტო ბარათს გასცემთ. მაგრამ ტიტული არ აჩვენებს იმას, თუ რას საქმიანობთ. მარტინის ბიზნესფილოსოფია ის გახლავთ, რომ სამყაროს შესაცვლელად არ ხართ მოვლენილი. თქვენ ის უბრალოდ ცოტა უკეთესი უნდა გახადოთ. აი, რას აკეთებთ თქვენ.

თქვენ სხვა ადამიანებს ეხმარებით. გაკისრიათ პირდაპირი პასუხისმგებლობა, შექმნათ და გაყიდოთ ის, რასაც ადამიანები რაიმე სახის პატარა გზით საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად იყენებენ. თუ თქვენი ბიზნესი სხვა ბიზნესს საბურღი მილებით, შეფუთვით ან საფერმო აღჭურვილობით უზრუნველყოფს, მაშინ თქვენი პროდუქტები სხვა ბიზნესს ხელს უწყობს იმის შექმნაში, რასაც საბოლოოდ ადამიანები თავიანთი ცხოვრების თუნდაც მცირედით გასაუმჯობესებლად იყენებენ.

ამ ყველაფერს ნუ უგულვებელყოფთ. ყველა სახის ბიზნესი მნიშვნელოვანია, ყველა სახის ბიზნესს შეაქვს საკუთარი წვლილი რომელიღაც საქმეში. გარკვეულ დონეზე, ყველა სახის ბიზნესი სამყაროს უკეთესს ხდის.

ასე რომ, შემდეგში, როცა გკითხავენ, რას საქმიანობთ, ღვთის გულისათვის, არასოდეს თქვათ, რომ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ან პრეზიდენტი ხართ, და ნუ უწოდებთ საკუთარ თავს „მცირე ბიზნესის მფლობელს", ან თუნდაც „მეწარმეს". ეს არ ხართ. საბოლოოდ, მაინც ის ხართ, რასაც თქვენი კომპანია საქმიანობს. ყველა ჩვენგანს როდი გაგვიმართლა, რომ საკუთარი თავი პაბის მენეჯერად მოვიხსენიოთ და ჩვენი სამუშაოს ფარგლებში, ყოველდღე რამდენიმე ლიტრი ლუდი დავლიოთ. თუმცა, ყველანი სხვა გზით გავიღებთ საკუთარ წვლილს გარკვეულ საქმეში და ჩვენი თავის იდენტიფიცირებაც ამის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი