📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოში ახალი თაობის TOYOTA RAV4-ისა და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა "ტოიოტა კავკასიამ" უსაფრთხოების სისტემა და ჰიბრიდტექნოლოგია წარადგინა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

„ტოიოტა კავკასიამ" 1 მარტს ახალი თაობის RAV4-ისა და Corolla-ს პრეზენტაცია გამართა და „ტოიოტას" უსაფრთხოების სისტემა და ჰიბრიდტექნოლოგია წარადგინა.

„ტოიოტას" ცენტრალურ პრინციპს უსაფრთხოება წარმოადგენს და 2019 წლის RAV4 და Corolla სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული.

„ტოიოტამ" ამ ორი მოდელის შემთხვევაში შეიმუშავა აქტიური ტექნოლოგიები, სახელად „ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა", რომელიც მძღოლებს გზებზე არსებული საშიშროებების აღქმასა და შეჯახებების თავიდან არიდებაში ეხმარება.

გარდა ამისა, ორივე მოდელს, წინა მოდელებთან შედარებით, გაუმჯობესებული აქვს სავალი თვისებები, განახლებული აქვს დიზაინი. ორივე მანქანა არის სანდო, უსაფრთხო, კომფორტული, მოქნილი და ეკონომიური. შთაბეჭდილებები და ემოციები ავტომობილის დაძვრისთანავე იგრძნობა.

ახალი თაობის RAV4 და Corolla მედიის ქართველ წარმომადგენლებს „ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტმა მიცურუ კონიშიმ წარუდგინა. მისი თქმით, ავტომობილების განახლებული დიზაინი, კომფორტი და უსაფრთხოების სისტემები გარანტიას იძლევა, რომ ქართველი მომხმარებელი კარგად მიიღებს ახალ მოდელებს.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ საშუალება გვაქვს ქართულ ბაზარზე წარმოვადგინოთ ახალი თაობის RAV4 და Corolla. დარწმუნებულები ვართ, ახალ მოდელებს ძალიან კარგად მიიღებს ქართველი მომხმარებელი, რაშიც განახლებული თანამედროვე დიზაინი, კომფორტი და უსაფრთხოების სისტემები გვაიმედებს. ორივე მოდელი წარმოდგენილი გვაქვს ჰიბრიდული ძრავების ვერსიებითაც, რაზეც ბოლო პერიოდში ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამ ტიპის ძრავები პოპულარული გახდა საქართველოს ბაზარზე", – განაცხადა მიცურუ კონიშიმ.

„ტოიოტა კოროლა" მსოფლიოში ცნობილია, როგორც მაღალხარისხიანი, სანდო და გამძლე ავტომობილი. 2019 წელს, „ტოიოტამ" მსოფლიოს ამ ლეგენდარული სედანის მე-12 თაობა წარუდგინა. ახალი და გაუმჯობესებული 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავის გარდა, ახალი „კოროლა" პირველად იქნება აღჭურვილი 1.8-ლიტრიანი, თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით.

ახალი „კოროლა" არის ავტომობილი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ადგილას კომფორტულად გადაადგილება. ავტომობილის შესახედაობა გაბედული და დინამიურია. ამ ეფექტს აძლიერებს 17-დუიმიანი მსუბუქშენადნობი დისკები; განიერი, შთამბეჭდავი რადიატორის ცხაური და განმასხვავებელი, შუქდიოდიანი წინა მაშუქები. მოდურ და პრაქტიკულ „კოროლას" ახასიათებს დახვეწილი ხაზები, რომლებიც მისი დაბალი ცხვირიდან ტევადი საბარგულისკენ მიიწევს.

ინტერიერში შემავალი ტექნიკა შეიცავს კომფორტზე და მოხერხებულობაზე გათვლილ მრავალ კომპონენტს. ამის მაგალითია 8-დუიმიანი მულტიმედია სენსორული ეკრანის, 7-დუიმიანი საინფორმაციო დისპლეისა და უკანა სავარძლების გათბობის სისტემის ინტუიციური, ადვილად გამოსაყენებელი კომბინაცია.

ახალ ჰიბრიდულ „კოროლაში", განსაკუთრებულად მცირე გამონაბოლქვის პარალელურად, თქვენ მიიღებთ საწვავის ხარჯვის ეფექტურობის შესანიშნავ მაჩვენებელს.

1.8-ლიტრიანი ჰიბრიდული ძრავა ქალაქის პირობებში ფიცხი და მოქნილია. ამ ძრავით აღჭურვილი ავტომობილი მშვიდ და შეუფერხებელ მგზავრობას გთავაზობთ. სამგზავრო სიტუაციის განურჩევლად, თქვენ აუცილებლად ისიამოვნებთ ამ მიმზიდველი და ეკონომიური პროცესით. ასე რომ, დროა შეუერთდეთ იმ 12 მილიონზე მეტ ადამიანს, რომლებმაც „ტოიოტას" ჰიბრიდი აირჩიეს.

„ტოიოტას" უნიკალური სისტემა მოიცავს უსაფრთხოების განახლებული ელემენტების ფართო სპექტრს, რომელშიც შედის შეჯახების თავიდან აცილების სისტემა, ადაპტური კრუიზკონტროლი, ზოლიდან გადახვევის სიგნალისა და მართვის დამხმარე რეჟიმი – ისევე, როგორც ავტომატური შორი განათების განახლებული ვერსიები.

ახალი, მეხუთე თაობის „რავ 4" გაუმჯობესებული შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების ერას წარმოგვიდგენს. უკეთესი მართვადობის, კომფორტული მგზავრობის, ტევადი ინტერიერისა და საბარგულის მოცულობის გარდა, ამ მოდელს აქვს იმის თავისუფლება, რომ ძლიერი, დაბალსახურავიანი დიზაინის ფონზე, უჩვეულოდ მაღალი ძარით მოიწონოს თავი.

ახალი 2.0 პირდაპირი შეფრქვევის ბენზინის ძრავის გარდა, 2019 წლის „რავ 4" ერთადერთია თავის კლასში, რომელიც მყიდველებს თვითდამუხტვად, ჰიბრიდულ მოდელს სთავაზობს. ახალი 2.5 მოცულობის ჰიბრიდული ძრავი 218 ცხენის ძალით და 222 ცხენის ძალით ბენზინის ახალ, ყველაზე ეკონომიურ მოხმარებას და ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო გადაადგილებას გვთავაზობს.

იგი აღჭურვილია გაუმჯობესებული ელექტრონული AWD-სისტემით, რომელიც უკეთ პასუხობს მოლიპული ზედაპირისა და გზის რთულად სამოძრაო მონაკვეთების გამოწვევებს.

ახალი „რავ 4" აღჭურვილია მეორე თაობის „ტოიოტას" უსაფრთხო მართვის სისტემით, რომელიც მოიცავს გაუმჯობესებულ, შეჯახების თავიდან აცილების სისტემა, ადაპტური კრუიზკონტროლი, ზოლიდან გადახვევის სიგნალისა და მართვის დამხმარე რეჟიმი – ისევე, როგორც ავტომატური შორი განათების განახლებული ვერსიები.

სპეციფიკაციები, რომლებითაც ეს მოდელია აღჭურვილი, მოიცავს ავტომატიზებულ ლუქს, ვენტილაციის ფუნქციის მქონე სავარძლებს, უსადენო დამუხტვის სისტემას თქვენი სმარტფონისთვის და ხუთამდე
USB–პორტს სალონში.

17-დუიმიანი მსუბუქი ლითონის დისკები, სახურავის სამაგრები, LED-ფარები, 7-ინჩიანი მონიტორი და 4.2-ინჩიანი TFT მულტიინფორმაციული მონიტორი ყველა სტანდარტულ მოდელს ექნება.

„ტოიოტას" მიერ პირველად დანერგილი ციფრული უკანა ხედვის სარკის მეშვეობით, ახალი „რავ 4" მძღოლებს მხედველობის გაუმჯობესებულ არეალს სთავაზობს.

პრემიუმხარისხის კომპლექტაციებში კი ხელმისაწვდომია ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა: 18-დუიმიანი მსუბუქი ლითონის დისკები, უფრო დიდი მონიტორი, ლუქს-კატეგორიის ტყავის ინტერიერი, პროჟექტორის ტიპის LED-ფარები, საბარგულის ავტომატური გახსნის ფუნქცია და 9-სპიკერიანი JBL-ის ხმის სისტემა.

დღეს „ტოიოტას" აქვს მოდური, მოქნილი და ეფექტური ჰიბრიდული მოდელების უპრეცედენტო ასორტიმენტი, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სტილს მოერგება. ამ დროის განმავლობაში, „ტოიოტამ" მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ეფექტურობის, საიმედოობისა და სიმძლავრის მიმართულებით.

„ტოიოტას" ყველა ჰიბრიდი თვითდამუხტვადია. ჰიბრიდები აღჭურვილია რეგენერაციული დამუხრუჭების ტექნოლოგიით. აღნიშნული სისტემა საკუთარ თავს აკონტროლებს და შეუმჩნევლად ირჩევს უხმაურო ელექტროძრავს, ბენზინის მოქნილ ძრავას, ან ორივეს, იმ სიტუაციაში, როდესაც თქვენ სიმძლავრის ბიძგი გჭირდებათ – ყოველგვარი ბერკეტის, ღილაკისა და გადამრთველის გარეშე. მეტიც – „ტოიოტას" ყველა ჰიბრიდი აღჭურვილია ავტომატურ გადაცემათა კოლოფით, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ გადართოთ სიჩქარის მცვლელი ბერკეტი მოძრაობის პოზიციაში და მოემზადოთ მშვიდი და კომფორტული მგზავრობისთვის.

განახლებული RAV4 და Corolla გაყიდვის მაჩვენებლებში ლიდერობის შენარჩუნებას რომ უზრუნველყოფს, ამაში „ტოიოტა კავკასიის" პროდუქტის და ფასწარმოქმნის სპეციალისტი, სანდრო ბერულავაც დარწმუნებულია.

„ჩვენ წარმოვადგინეთ, „ტოიოტას" ორი ახალი მოდელი – RAV4 და Corolla. ძირითადი ცვლილებები, რომლებიც ამ ავტომობილებს შეეხო, გაუმჯობესებული სავალი ნაწილი, ექსტერიერი და ინტერიერია. ჩვენ წარმოვადგინეთ ორი სიახლე – „ტოიოტას" უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგია და ჰიბრიდული ძრავის სისტემა. გაყიდვის მაჩვენებლები ძალიან დიდია, თუმცა ამ ახალი მოდელებით ველოდებით, რომ მყიდველთა რიცხვი უფრო გაიზრდება", – აღნიშნა სანდრო ბერულავამ.

თუ გსურთ მიიღოთ ახალი ემოციები და შეგრძნებები ავტომობილის მართვისას, მაშინ „ტოიოტას" ახალი მოდელები თქვენთვისაა. სრულიად განსხვავებული თავისი კლასის ავტომობილებში, მანქანა, რომლის მართვა ღირს და რომელსაც სპეციალურად თქვენთვის ქმნიან.

იმისათვის, რომ შეიგრძნოთ ამ მოდელების ნამდვილი ხარისხი და შეძლოთ მისი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოყენება, აუცილებელია, ავტომობილი შეიძინოთ ოფიციალური დილერისგან.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი