VREX-ის და „8000 მოსავალის" დამფუძნებლები გადაცემაში „Entrepreneur ხმა"

„Entrepreneur ხმა" მორიგი გადაცემით ბრუნდება რადიო NRJ-ის პირდაპირ ეთერში
VREX-ის და „8000 მოსავალის" დამფუძნებლები გადაცემაში „Entrepreneur ხმა"
ფოტო: ნინო ცქვიტაია

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

26 მარტს, 19:00 საათზე „Entrepreneur ხმა“ მორიგი გადაცემით ბრუნდება  რადიო NRJ-ის პირდაპირ ეთერში. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საინტერესო სტუმრებს ვუმასპინძლებთ და მათ წარმატების ისტორიებს მოვისმენთ:

  • ირაკლი ჩხაიძე, ღვინის მაღაზიათა ქსელის „8000 მოსავალის“ დამფუძნებელი
  • ნიკა როსტომაშვილი და ნიკოლოზ გოგოჭური, VREXის დამფუძნებლები

გადაცემის პარალელურად, ტრადიციულად, ანტრეპრენერის კლუბის შეხვედრაც გაიმართება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით ასრულებს სტარტაპერებისა და ანტრეპრენერშიფით დაინტერესებული ადამიანების ერთმანეთთან გაცნობისა და დაკავშირების პლატფორმის ფუნქციას.

არაფორმალური შეხვედრების სერია, რადიო გადაცემის მსგავსად, ყოველკვირეულ ხასიათს ატარებს. ადამიანებს, რომელთაც სურთ სასიამოვნო გარემოში, ღვინისა და ქართული პროდუქტების თანხლებით გაატარონ საღამოს საათები, გაიცნონ ახალი ადამიანები საინტერესო სტარტაპ ისტორიებით, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, მიიღონ ინსპირაცია და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტონ, ყოველ სამშაბათს, დოლიძის 2 ნომერში მდებარე რადიოკაფეში, ანტრეპრენერის სივრცეში ველოდებით.

„Entrepreneur ხმა“, რომელმაც სტარტი 2018 წელს აიღო, ჟურნალ Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორის, გიორგი შარაშიძის საავტორო გადაცემაა, რომლის მიზანიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, მაგრამ უნიკალური ისტორიების მქონე თანამედროვე ქართველ ანტრეპრენერთა გაცნობაა.

 

Latest on Entrepreneur