📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გარემოს დაცვაზე ზრუნვის 10 გზა ბიზნესში მწვანე ინიციატივები ჯანსაღსა და სასიამოვნო ატმოსფეროს უქმნის თანამშრომლებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ejaugsburg,Pixabay

მწვანე მოდელი მთელ მსოფლიოში მხოლოდ ბიზნესსამყაროში კი არა, ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროშიც უზომოდ პოპულარულია. გარემოზე ზრუნვა უკვე მოძრაობაა, რომელსაც უამრავი დადებითი მოაქვს ადამიანებისთვის. მწვანე ინიციატივები სამსახურში თანამშრომლებს ჯანსაღსა და სასიამოვნო გარემოს უქმნის, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ამცირებს და სოციალური განვითარების სფეროში კომპანიების პასუხისმგებლობას წარმოაჩენს.

შემდეგი 10 მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ კომპანიებს დაეხმარება, რომლებიც გარემოს დაცვაზე არიან ორიენტირებული.

1. ელექტროენერგია გონივრულად გამოიყენეთ

ელექტროენერგიის მომჭირნედ გამოყენება გარემოზე ზრუნვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია. „თუ ოთახიდან 10 წუთზე მეტი ხნით გადიხართ, ოფისში სინათლის გათიშვა წესად უნდა გაიხადოთ. ამასთან ერთად, სენსორები დაამონტაჟოთ, რომელიც ავტომატურად გათიშავს ელექტროსანათებს, თუ ის საჭირო არ არის", − გირჩევთ აჯაი მიტალი, სემინარების ონლაინდაჯავშნის პლატფორმა MeraWorkshop-ის დამფუძნებელი.

„ენერგოეფექტური ნათურები შეიძინეთ, ისინი ჩვეულებრივზე სულ მცირე 2/3-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. მათი გამოყენება გარემოზე ზრუნვის შესანიშნავი საშუალება იქნება", − აცხადებს იგი.

2. თანამგზავრობა გარემოს აჯანსაღებს

სამსახურში სიარულის თანამგზავრობის სისტემა დააფუძნეთ ისე, რომ რამდენიმე თანამშრომელმა ერთი ავტომობილით ისარგებლოს და ამ სისტემის გამოყენებისკენ კომპანიაში ყველას უბიძგეთ. ალტერნატიული, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტი − ველოსიპედი, სამსახურში ფეხით სიარული ან ტრანზიტული ტრანსპორტის გამოყენებაც კარგი იქნებოდა, რადგან გარემოს მოფრთხილებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის შესანიშნავი საშუალებაა. „დააწესეთ „დღე ავტომობილის გარეშე" და მონაწილეებისთვის პრიზები გაათამაშეთ, სადილით გაუმასპინძლით მათ ან დაუგეგმავი დასვენების დღე მიეცით. თქვენი თანამშრომლები ამ წამოწყებაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვებიან", − ამბობს იგი.

3. ჯანსაღი გარემო ოფისში

„ჩვენი მთავარი მოტივატორი ჩვენი გარემოა და ამიტომ თანამშრომლებისთვის შემოქმედებითი გარემოს შესაქმნელად დასუფთავების უსაფრთხო საშუალებები უნდა შეიძინოთ და სამუშაო სივრცე მცენარეებით გაახალისოთ, რაც ამავე დროს შენობაში დაბინძურების დონეს შეამცირებს, − აცხადებს სანანდა დასგუფთა, ტურისტული კომპანია Wrong Route-ის დამფუძნებელი, − ეცადეთ ისეთი ავეჯი, იატაკის საფარი და საღებავები შეიძინოთ, რომელიც ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავს".

4. რაც შეიძლება ნაკლები ქაღალდი გამოიყენეთ

უპირველესად, ყველა თანამშრომელს სახელმძღვანელო მასალები და სხვა საჭირო ინფორმაცია ბეჭდურის ნაცვლად ციფრული სახით მიაწოდეთ, ქაღალდი არ გამოიყენოთ. ამის გაკეთება უმარტივესია. დასგუფთა ასევე ოფისის უქაღალდო რეჟიმზე გადაყვანის ინიციატივით გამოდის, სადაც კომუნიკაციის ყველა ფორმა კომპიუტერის ეკრანზე იქნება გამოტანილი. „ხოლო, ტრადიციული ფაქსის აპარატის ნაცვლად, ფაქს-მოდემი გამოიყენეთ და ყველა ფაქსი ელექტრონული ფოსტით გააგზავნეთ", − ამბობს იგი.

5. კომპიუტერები ეფექტურად გამოიყენეთ

კომპიუტერებს თითქმის ყველა ოფისში ჩართულს ტოვებენ, ეს კი უზარმაზარი ენერგიის დაკარგვას იწვევს. ბიჯუ ბალაკრიშნანის, კომპანია DefMart-ის (მზის ენერგიაზე დამყარებული პროდუქტების მწარმოებელი და მიმწოდებელი) დამფუძნებელის აზრით, ნებისმიერი კომპანიაში ერთი წესის დამკვიდრებაა აუცილებელი: როდესაც თანამშრომლები არ სარგებლობენ, საჭიროა კომპიუტერების გათიშვა და დენის წყაროდან გამორთვა, რაც დამატებით 50 პროცენტ ენერგიას დაზოგავს.

„გახსოვდეთ, რომ კომპიუტერის ეკრანის დამცავები ენერგიის ეკონომიას არ უზრუნველყოფს, − ამბობს იგი. როდესაც მცირეოდენი ხნით შესვენებას გადაწყვეტთ, კომპიუტერები აუცილებლად ძილის რეჟიმში გადაიყვანეთ, ეს ენერგიის მოხმარებას 70 პროცენტით ამცირებს. ამასთან ერთად, გათიშეთ ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, რომელსაც არ იყენებთ − ეს ენერგიის მოხმარებას 25 პროცენტით შეამცირებს. ისე კი, ბევრად უმჯობესია ენერგოეფექტურ კომპიუტერებში, მონიტორებსა და პრინტერებში განახორციელოთ ინვესტირება".

6. გონივრულად გამოიყენეთ პრინტერი

რესურსების არასწორად გამოყენება გარემოს დიდ ზიანს აყენებს. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი ქაღალდია, მას მთელ მსოფლიოში არასწორად იყენებენ. „შეეცადეთ, პრინტერი ორივე გვერდზე ბეჭდვის რეჟიმზე დააყენოთ, ხოლო მელნის დასაზოგად, თუ ამის საშუალება არსებობს, ეკონომიური, სწრაფი ბეჭდვის რეჟიმი გამოიყენოთ", − გირჩევთ ბიჟუ.

შეეცადეთ რესურსები მაქსიმალურად გონივრულად გამოიყენოთ. გადაამუშავეთ ტონერისა და მელნის კარტრიჯები და მათ ნაცვლად აღდგენილები შეიძინეთ.

7. მეტი გადამუშავებული ნარჩენი მეორადი გამოყენებისთვის

ნარჩენების გადამუშავება მეორადი გამოყენებისთვის გარემოზე ზრუნვის ყველაზე საპასუხისმგებლო გზაა. ამიტომ, ნარჩენების უტილიზაციის ყველა პროგრამაში დარეგისტრირდით − ეს იქნება ელექტროსაქონლის, ქაღალდის, ქილების თუ მობილური ტელეფონების, და ამასთან ერთად, საქველმოქმედო და განახლების პროგრამებშიც.

რენოდიპ საჰა − Rare Planet-ის დამფუძნებელი, რომელიც ინდურ ხელნაკეთ ნივთებს ყიდის, პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ნარჩენების მართვის საკითხის მოსაგვარებლად. კერძოდ, კომპანიის პოლიტიკად აქცევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნარჩენების შეგროვებას, მათ დახარისხებას და საზოგადოების ინფორმირების იმის თაობაზე, თუ რისი გადამუშავება და ხელმეორედ გამოყენება შეიძლება და რისი არა. გაწევრიანდით კლუბებში, რომლებიც გარემოს დაცვასა და საზოგადოებაზე ზრუნავენ და ე.წ. 3R-ის ინიციატივის დანერგვას უჭერენ მხარს. 3R იმ სამი სიტყვის (ანუ სამი ქმედების) პირველი ასოების ერთობლიობაა, რომელიც ყველაზე მთავარია ნარჩენების მართვის პროცესში. ესენია: Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – რეციკლირება, ანუ გადამუშავება.

8. დაგეგმეთ მოგზაურობა

მართალია ციფრული კომუნიკაცია ზოგჯერ არ ამართლებს, თუმცა ამ სფეროში დიდი არჩევანია. მაღალეფექტური და თანაც ეკონომიურადაც ბევრად მომგებიანი საშუალებები არსებობს. საჰა მიიჩნევს, რომ უდავოდ გონივრულია ისეთ ტექნოლოგიებში ინვესტირება, რომლებიც ვიდეოკონფერენციების ორგანიზების საშუალებას იძლევა. ასევე სხვა ტექნიკურ საშუალებებში, რომლებიც თქვენი და თანამშრომლების საგზაო ხარჯებს შეამცირებს. „ბიზნესტურების დროს ეცადეთ ტრანზიტული ტრანსპორტი ან ჰიბრიდი გამოიყენოთ; ან კიდევ მაღალმწარმოებლური სატრასპორტო საშუალებები დაიქირავოთ", − ამბობს იგი.

9. დაზოგეთ წყალი

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ წყალი სიცოცხლეა, მაგრამ ონკანს კარგად მაინც არ ვკეტავთ, წყალი წვეთავს, საათობით მოედინება და ყურადღებას არ ვაქცევთ. ამ დროს, წამში უსარგებლოდ დახარჯული წვეთი წყალი წელიწადში 10 000 ლიტრია. სუნაინა აგარვალი − ღონისძიებების მართვის კომპანია Desi Lantern-ის დამფუძნებელი, წყლის ეკონომიის საიმედო გზებს გვთავაზობს. „ტუალეტის რეზერვუარში კენჭებით სავსე ერთი ან ორი პლასტიკური კონტეინერი მოათავსეთ. იგი ყოველი ჩარეცხვისას 4 ლიტრ წყალს გამოდევნის, რაც წლების განმავლობაში წყლის მოხმარებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მორწყვის რთული სისტემების დასანერგად, ადგილობრივი მცენარეების დარგვაზეც იფიქრეთ", − გირჩევთ იგი.

10. იკვებეთ გონივრულად

ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმის გათვალისწინებას, თუ რითი ვიკვებებით. გარემოს მნიშვნელოვნად შეცვლის ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა სამსახურში ლითონის, ფაიფურის, კერამიკის და მინის მრავალჯერადი ჭურჭლის გამოყენება. აგარვალს კიდევ რამდენიმე წინადადება აქვს: „ნარჩენების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს ოფისის ღონისძიებებსა და წვეულებებზე, ჩამოსხმულის ნაცვლად, გაფილტრული წყლისა და ბიოყავის, ჩაისა და ადგილობრივი საკვების გამოყენება", − აცხადებს იგი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე