ქართველი ჯუნიორ გამომგონებლები NASA-ს ცენტრში

გაიცანით ახალგაზრდა ინოვატორები!
ქართველი ჯუნიორ გამომგონებლები NASA-ს ცენტრში
ფოტო: MCA
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი − საქართველო“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, საქართველოში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის (STEM) განათლების პოპულარიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და STEM-პროექტების განხორციელების წახალისება, რაც ზრდის მათ დაინტერესებას ამ დარგების მიმართ და ხელს უწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. 2014 წლიდან დღემდე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში უკვე ხუთჯერ ჩატარდა.

კონკურსის ამოცანა გამარჯვებულების შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა. ამ მიზნით, ხდება გამარჯვებულთა დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. წელს კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში, კონკურსის პარტნიორი უკვე „თიბისი ბანკი“ გახდა.

კონკურსის 2017-2019 წლის გამარჯვებულებმა გუნდებმა - Smart Kids, „ანალემა“ და „ობერტონი“, მონაწილეობა მიიღეს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, NASA-ს ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში. ხოლო, 2015 და 2016 წლებში გამარჯვებულებმა - „მულტიკლიმატიზატორი“ და „სოლარი“, მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) ინოვაციების სამიტში, NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში.

გვსურს გაგაცნოთ უკვე წარმატებული ქართველი გამომგონებლები, რომლებიც დღეს სკოლის მოსწავლეები არიან, ხვალ კი ჩვენს ქვეყანას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გლობალურ რუკაზე ღირსეულად წარმოაჩენენ:

 

2018-2019 წლის გამარჯვებული გუნდი: „ობერტონი“

გამოგონება: ბარნის სმარტ-ლაბირინთი

წევრები: გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია, სოფო ჩიხლაძე, მარიამ გამრეკელაშვილი, იონა იობიძე 

პროექტის შესახებ: პროექტის მიზანია ავტომატიზებული გახადოს დაკვირვებისა და კვლევის პროცესი. ბარნის სმარტ-ლაბირინთი დაეხმარება მეცნიერებს, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში ცხოველთა შორის სივრცითი ხედვა და მეხსიერება შეაფასონ. პროექტი ზოგავს ადამიანის დროს და ხელს უწყობს უფრო ზუსტი შედეგების მიღებას.

2017-2018 წლის გამარჯვებული გუნდი: „ანალემა“

გამოგონება: რობოტი ლაბორანტი

წევრები: ანი თეთრაშვილი, თამარ მიქელაძე, ნინი ხუნძაყიშვილი

პროექტის შესახებ: „რობოტი ლაბორანტი“ შეიქმნა, რათა დაინტერესებულმა პირებმა, რომლებსაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები ან ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში, მიიღონ ცოდნა კვლევის გზით და არა მხოლოდ წიგნებიდან და ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციით; სრულად გაიაზრონ მოვლენის ფიზიკური შინაარსი და ჩამოუყალიბდეთ ექსპერიმენტატორის უნარები. გამოგონების ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მსურველს ეძლევა საშუალება „რობოტი ლაბორანტის“ დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დისტანციურად ჩაატაროს რეალური ცდები და ექსპერიმენტები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

2016-2017 წლის გამარჯვებული გუნდი: „სმარტ ქიდს“

გამოგონება: გეოლოგიური საფრთხეების შესახებ წინასწარი შეტყობინება

წევრები: დეა ჩიტაია, ლიკა კოკაია, ალექს ტყებუჩავა, გვანცა ჩიქოვანი, ნათია შამათავა;

პროექტის შესახებ: აღნიშნული პროექტი წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისათვის. პროექტის ინოვაცია მდგომარეობს იმაში, რომ პირველად, მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად, გამოყენებულია ჰოლის ეფექტზე დამყარებული მეთოდი. შედეგად, მიღწეულია მაღალი მგრძნობიარობა, სიზუსტე და საიმედოობა. 

2015-2016 წლის გამარჯვებული გუნდი: „სოლარი

გამოგონება: მზის პანელის მქკ-ის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია

წევრები: ბექა მიქაძე, გიორგი ნიორაძე, ვახო კონტრიძე, გიორგი მარგიანი 

პროექტის შესახებ: პროექტის მიზანია პოლიკრისტალური სილიციუმის ელემენტების, მქკ-ის გასაზრდელად მზის ელემენტების ზედაპირზე პოლიმერული აპკის ფორმირების ტექნოლოგიის დამუშავება, მიკროსკოპიული ლინზურ-რასტრული ნეგატიური მატრიცის ქვეშ და მზის ელემენტების უკანა ზედაპირზე კარბონის კომპოზიციური მასალიდან სითბური რადიატორის ფორმირება (რაც კარგი სითბოგამტარობით და ელექტროსაიზოლაციო თვისებით გამოირჩევა). ასეთი მოდიფიკაციის შედეგად მიიღება მზის ელემენტები, რომლის ზედაპირი დაფარულია მიკროსკოპიული ცილინდრული ლინზებით. შეთავაზებული ტექნოლოგიით მოდიფიცირებული მზის ელემენტები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კოსმოსური აპარატების მზის პანელებისთვის.

2014-2015 წლის გამარჯვებული გუნდი: „მულტიკლიმატიზატორი

გამოგონება: „მულტიკლიმატიზატორი“

წევრები: ირაკლი კაპანაძე, კარლო ხუციშვილი

პროექტის შესახებ: წარმოდგენილი პროექტი ეხმარება ფერმერებს, წინასწარ მიიღონ ინფორმაცია ნიადაგის ტენიანობისა და ტემპერატურის, ასევე მოსალოდნელი ამინდის შესახებ. ხელსაწყო აღჭურვილია თანამედროვე არაძვირადღირებული ტექნოლოგიებით. ხელსაწყოს მიერ დათვლილი ყველა მონაცემი შესაძლებელია აიტვირთოს ინტერნეტსერვერზე ან გამოჩნდეს LCD Display-ზე. ასევე, ხელსაწყოს აქვს მრავალმხრივი განვითარებისა და დახვეწის შესაძლებლობა. იგი შესაძლოა იკვებებოდეს მზის ენერგიით, რაც უფრო მოსახერხებელს გახდის მას. ასევე შესაძლებელია მივუერთოთ მას ვიდეოკამერა და ონლაინ მოხდეს გარემოზე დაკვირვება. მოწყობილობას შესაძლებელია შეუერთდეს მრავალი სენსორი.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur