My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

სტარტაპი

თქვენი ოცნების სახლი 2 კვირაში

WWW.KOHI.GE ტურიზმის სექტორის სწრაფი განვითარებისთვის
თქვენი ოცნების სახლი 2 კვირაში
ფოტო: ალექსეი სეროვი
Entrepreneur Staff
ჟურნალისტი
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი ლომიძეს სახლების მშენებლობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოში გასული წლის ნოემბერში ჩამოვიდა და ამ დროისთვის უკვე 60-მდე კარკასული შენობა ააგო. www.kohi.ge მისი კომპანიის ვებგვერდია, რომელზეც საწარმოს ნამუშევრები შეგიძლიათ შეათვალიეროთ. ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში გავრცელებული საუკუნოვანი ტექნოლოგიით, კარკასული სტილით შენობების აგება რუსეთში დაიწყო. ცოტა ხნის წინ სამშობლოს დაუბრუნდა და გადაწყვიტა, ფიჭვისა და ნაძვის ხეების მერქნისგან დამზადებული ეკონომიური, ეკოლოგიურად სუფთა და დაბალი ღირებულების მქონე შენობებით როგორც დედაქალაქი, ისე საქართველოს ყველა კუთხე გაელამაზებინა. ჟურნალი Entrepreneur ირაკლი ლომიძეს საკუთარი წარმოების უპირატესობებზე ესაუბრა.

საკუთარი სახლით დაწყებული სამშენებლო ბიზნესი

კარკასული მეთოდით დამზადებულ შენობებს ევროპის არაერთ ქალაქსა და სოფელში შეხვდებით. მცირე თუ დიდი ზომის სახლები, ჰოსტელები და სტანდარტული სასტუმროები ხის მასალას უამრავი ფაქტორის გამო ირჩევენ. მათ სიაში სიიაფე, სისწრაფე, რკინა-ბეტონის ნაგებობებთან შედარებით უკეთესი თბოიზოლაცია და ეკოლოგიურობა შედის.

ირაკლი ლომიძეს 17 წლის წინ მიზნად სულაც არ დაუსახავს, სამშენებლო ბიზნესი წამოეწყო. „საკუთარი სახლის შენების პროცესში 3 ბრიგადა გამოვცვალე, დავხარჯე უამრავი დრო და ფული. შემდეგ კი თავად შევისწავლე კარკასული, ხის სახლების შენების მეთოდი და ზუსტად 6 თვეში ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთე“, - იხსენებს ანტრეპრენერი. გაითვალისწინეთ, 6 თვე მსგავსი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში საკმაოდ დიდი დრო გახლავთ. ირაკლიმ  Trial and Error-ის (ცდისა და შეცდომის)  შედეგად პირველი სახლი საკუთარი ოჯახისთვის ააშენა.

ირაკლი ლომიძის შემოქმედებით ჯერ მისი მეზობლები მოიხიბლნენ, შემდეგ სრულიად უცხო ადამიანებიც დაინტერესდნენ. ლომიძემ ჯერ მცირე შეკვეთების მიღება დაიწყო. შემდეგ საკუთარი კომპანია ჩამოაყალიბა და სამშენებლო ბიზნესს ჩაუდგა სათავეში.

მსგავსი ტიპის შენობის შექმნისას მასალის 90% ხისგან მზადდება – ფიჭვისა და ნაძვისგან. როგორც ირაკლი ამბობს, 100 კუბური მეტრი მასალისგან 25-30 კოტეჯის აშენება შეუძლია, რომელთა საერთო ფართი 30-იდან 60 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. მასალას იმპორტიორი კომპანიისგან იძენს.

გარდა იმისა, რომ საქართველოში გასაჩეხი ხე-ტყე არ მოიპოვება, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ტერიტორიას, სადაც მცენარე იზრდება. „რაც უფრო ცივ, მკაცრ პირობებში და ნელა იზრდება ხე, მით მეტია მისი მედეგობა, სიმყარე. შესაბამისად, შესაფერისი მასალის საქართველოში მოპოვება შეუძლებელია“, - ამბობს ირაკლი ლომიძე.

ამ დროისათვის 60-მდე შეკვეთა აქვს მიღებული. ძირითადი მოთხოვნა მცირე ზომის სახლი-სასტუმროს მეპატრონეებისგან მოდის. აშენებს როგორც ერთსართულიან კოტეჯებს, ისე 3-4 სართულიან შენობებს. მის გამოცდილებაში ყველაზე მაღალი შენობა 6-სართულიანია. თუმცა, ანალოგიური მეთოდით, მაგალითად, ფინეთში ცოტა ხნის წინ 26-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც კი წამოჭიმეს.

„ქართულ ბაზარზე მსგავს მეთოდს რამდენიმე ჯგუფი იყენებს, თუმცა მათ საქმიანობისთვის კომპანიის სახე არ მიუციათ. სამწუხაროდ, ხარისხი არც ისე მაღალია. ჩვენი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თითოეული შეკვეთის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს. არქიტექტორ-კონსტრუქტორი ყველა ლოკაციას სტუმრობს, განსაზღვრავს ნალექებისა და ტენიანობის დონეს. ამის მიხედვით ვარჩევთ, რა სისქის უნდა იყოს კედელი, როგორ გადაიხუროს. რა თქმა უნდა, ყაზბეგსა და ზღვისპირეთში, სადაც სრულიად განსხვავებული კლიმატური პირობებია, განსხვავებული ტექნოლოგიით ვმუშაობთ“.

ხის სახლის უპირატესობები – ეკონომიურიც და ეკოლოგიურიც

ექსპლუატაციაში ჩაშვებული სახლის მორიგი დიდი უპირატესობა მის თბოიზოლაციაში მდგომარეობს. ირაკლი ლომიძის გამოთვლებით, 100 კვადრატული მეტრი ფართობის შენობის შემთხვევაში, ბუნებრივი აირის ცენტრალური გათბობით მომარაგებისას დახარჯული თანხა 6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე იგივე ფართობის შენობაში, რომელიც ტრადიციული, რკინა-ბეტონის კონსტრუქციითაა აგებული. „დანახარჯი კარკასული მეთოდით აშენებული სახლის ბუნებრივი აირით გათბობის შემთხვევაში 6-ჯერ ნაკლებია, ელექტროენერგიის მოხმარებისას კი 10-ჯერ“.

ბიუჯეტის დაზოგვა ხდება სახლის შენების პროცესშიც. ანტრეპრენერის გამოთვლებით, ეგრეთ წოდებული მწვანე კარკასით ჩაბარებული შენობის შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ღირებულება მინიმუმ 800-850 ლარს შეადგენს. რაც შეეხება www.kohi.ge-ს მიერ აგებულ კონსტრუქციებს – კვადრატული მეტრის ღირებულება, მათ შემთხვევაში, 700 ლარს არ აჭარბებს.

„ამ ეტაპზე საქართველოში აღებული ყველაზე დიდი შეკვეთა 120 კვადრატული მეტრი ფართის, 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლია. მშენებლობა 10 დღეა მიმდინარეობს და ჩემი გუნდი უკვე მოსაპირკეთებელ სამუშაოებშია ჩართული, რომელსაც მაქსიმუმ 10 დღე დასჭირდება“.

როგორც ხედავთ, მორიგი უპირატესობა მსგავსი მეთოდის შემთხვევაში არა მხოლოდ ბიუჯეტის, არამედ დროის დანაზოგიცაა. სახლის კედლები, იატაკი საწარმოში მზადდება – იჭრება, იღებს ფორმას, იჭედება, შემდეგ კი სატვირთო მანქანების მეშვეობით მიემართება სახლის ლოკაციაზე, სადაც უკვე მათი „ლეგოსებრად“ აწყობის პროცესი იწყება. რასაკვირველია, თითოეული ნაჭერი ერთმანეთს სპეციფიკური მეთოდით უმაგრდება, ხოლო შედეგად მყარი კონსტრუქცია მიიღება.

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

„კარკასული მეთოდით შენობის აგების პროცესში საძირკვლის ჩასხმა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. ეს როგორც თანხის, ისე დროის ტყუილი დანახარჯია. თუმცა, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, რასაკვირველია, შესაძლებელია საძირკვლის გათხრაც“, – ამბობს ირაკლი ლომიძე.

ისევე, როგორც სტანდარტული მეთოდით აგებული შენობის შემთხვევაში, კარკასულ სახლს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაკმაყოფილება შეუძლია – დაწყებული სახანძრო კიბიდან და რამდენიმე გასასვლელიდან, დასრულებული ყველა იმ მოთხოვნით, რომელთაც ესა თუ ის სახელმწიფო რეგულაცია აკისრებს. „სახლი მთლიანად ხის მასალისგან მზადდება. თუმცა, კედელსა თუ იატაკზე ცეცხლის გადატანის საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი. თითოეული დეტალი სპეციალური სითხით მუშავდება, რომელსაც „ნეომედი“ აწარმოებს. ამ პრეპარატს როგორც ხანძარსაწინააღმდეგო, ისე ანტისეპტიკური ჩვენება აქვს, მწარმოებელი კომპანია კი 50-წლიან გარანტიას იძლევა. რაც შეეხება ჩვენს გარანტიას – კომპანია თითოეულ დამკვეთს 2 წლის განმავლობაში ნებისმიერ სამუშაოს გაუწევს მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში“, – აცხადებს ირაკლი ლომიძე.

ამ ეტაპზე www.kohi.ge-ის საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული. ქარხანა სპეციალური აპარატურითაა დაკომპლექტებული, რომელთა ნაწილი საქართველოშია შეძენილი, ნაწილი კი იაპონიიდან არის გამოწერილი.

ირაკლი ლომიძის უახლოეს გეგმებში ევროპული ბაზრის ათვისება შედის. შეკვეთები გერმანიიდან უკვე აქვს, თუმცა სრულფასოვანი სამუშაოს გასაწევად სწორედ გერმანიიდან დამატებითი აპარატურის შემოტანა სჭირდება. „ევროპული ბაზარი ქართულ ბაზარს მინიმუმ 100-ჯერ აღემატება. ჩვენი  კონკურენტული უპირატესობა  კი ფასია. თუკი ადგილობრივი კომპანიები მათ კვადრატული მეტრის დამზადებაში 2000 ევროს სთხოვენ, ჩვენ ბევრად ნაკლებ ღირებულებას შევთავაზებთ“.

More from Entrepreneur

Terry's digital marketing expertise can help you with campaign planning, execution and optimization and best practices for content marketing.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur