My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

მენეჯმენტი

7 რამ, რაც კომპანიის მართვაზე არმიამ მასწავლა

არმიის ყოფილი ოფიცრის რჩევები ანტრეპრენერებს!
7 რამ, რაც კომპანიის მართვაზე არმიამ მასწავლა
ფოტო: Pixabay
4 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველა ანტრეპრენერივით მეც ვიცი, რომ წარმატების მისაღწევად სტრატეგიული აზროვნება, გარისკვა და ლიდერის უნარები აუცილებელია. უმრავლესობისგან განსხვავებით, ბიზნესის დასაწყებად დედამიწის უდიდესმა ინსტიტუტმა, შეერთებული შტატების არმიამ მომამზადა, სადაც დაზვერვის ოფიცრად ვმსახურობდი.

ჩემი უნიფორმები ჯინსებსა და კედებში გავცვალე, შემდეგ Amazon-ში, Etsy-ში და სხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში გადავედი სამუშაოდ. როდესაც ბიზნესის მართვის განუწყვეტლივ ცვლად, ხალისიან ბრძოლაში აღმოვჩნდი, მაშინ მივხვდი, როგორი პრაქტიკული ყოფილა ეს გაკვეთილები.

გამორჩეული შემდეგი შვიდი გაკვეთილია:

1. „გეგმები დიდი არაფერია, მაგრამ დაგეგმვაყველაფერი“. ეიზენჰაუერის ეს სარკასტული გამონათქვამი სინამდვილეში ჭეშმარიტებას ღაღადებს. ცოტა ოპერაცია თუ მიდის გეგმების შესაბამისად, მაგრამ სწორედ კარგი გეგმის შედგენა გიბიძგებთ, წინააღმდეგობები, რესურსები და გაუთვალისწინებელი გარემოებებიც კი წინასწარ აწონ-დაწონოთ.

კარგ ლიდერს კარგი გეგმის შედგენა შეუძლია. დიდმა ლიდერმა იცის, რომ შესაძლოა მტერთან პირველი კონტაქტისას გეგმამ არ გაამართლოს, ისიც იცის, თუ როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში. ძნელია გონების ისე გაწვრთნა, რომ კარგი გეგმის შედგენისას სიხისტეც გამოიჩინოთ და მოქნილობაც, რომ გეგმების ჩაშლისას რაღაც მოიფიქროთ − არ აქვს მნიშვნელობა, ეს ბრძოლის ველს შეეხება თუ სხდომათა დარბაზს. ნებისმიერ შემთხვევაში, უზომოდ მნიშვნელოვანია.

 2. „უპირველესად მისიაზე იფიქრეთ, ადამიანებზე კი ყოველთვის“. როდესაც პირველად მოვისმინე ეს სამხედრო დევიზი, ვიფიქრე, რომ ერთ-ერთი იყო იმ კარგ გამონათქვამთაგან, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ ჰქონდა. თუმცა არმიასა და კორპორაციულ სფეროში მიღებულმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ნამდვილად ასე იყო. თქვენთვის ერთი და იგივე უნდა იყოს მისიის შესრულება და გუნდზე ზრუნვა. ერთ ადამიანს ომი არასოდეს მოუგია. უმაღლესი რანგის ლიდერები დიდებას ისე უყურებენ, როგორც ჯილდოს, რომელიც ყველას უნდა გაუზიარონ და რომელიც ყველას უნდა უხაროდეს“.

მსგავსი სტატია: ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

3. „რიგითო, აბა წინ“. ოფიცრის საბაზისო წვრთნისას ზოგიერთი სცენარი მეტისმეტად მძიმე იყო, თან არანაირი ალტერნატივა არ ჰქონდა. არ მინდა წვრილმანებით თავი მოგაბეზროთ, მაგრამ ასეთი ჭუჭყიანი, დაღლილი და დათრგუნვილი არასოდეს ვყოფილვარ. რას არ მივცემდი ცხელ შხაპში ან წვნიან ბურგერში, ან სულ 10 წუთით ჩათვლემა რომ შემძლებოდა... მაგრამ ნამდვილად ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ოცნება იყო. სხვა არჩევანი არ მქონდა − მხოლოდ წინ, სირთულეების გადალახვა და ყველაფრის მედგრად დახვედრა.

ზუსტად ასეა. ზოგჯერ სხვა გამოსავალი არ არსებობს, უნდა გაიჭირვო, კბილს კბილი დააჭირო და რაც გასაკეთებელია, გააკეთო. ბიზნესის დაწყებაც ასეა. სახალისო და სასიამოვნოც ბევრია, მაგრამ უამრავი სირთულეც ახლავს, ყველაფრის მარტო გადალახვა და უამრავი გამოცდის გავლა გიხდება. ასეთ დროს მხოლოდ ერთი გამოსავალია − თვალები უნდა დახუჭოთ, ძალა მოიკრიბოთ და სვლა გააგრძელოთ.

4. ოფიცრები ყველაზე ბოლოს მიირთმევენ. ვისაც შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში გაუვლია წვრთნა იცის, რომ ოფიცრები ყველაზე ბოლოს მიირთმევენ. ეს ერთ-ერთი გზაა თქვენი გუნდისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მათ მოთხოვნილებებს თქვენსაზე მაღლა აყენებთ.

როგორი დასანანია, რომ ეს განწყობა უკვე დავკარგეთ კორპორაციული ლიდერების უზარმაზარი პრემიებისა და სხვა შეღავათების ეპოქაში. ლიდერი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს თავის გუნდზე, გარანტიას ქმნის იმისა, რომ მისი შორეული შედეგები საუკეთესო იქნება.

5. ფრონტის ხაზზე პირველი იყავით. ძლიერი ლიდერები გუნდებს საკუთარი მაგალითით მიუძღვებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ყველა პრობლემას კი არა, თავიანთ გუნდზე გაცილებით მეტსაც კი იღებენ საკუთარ თავზე. არმიაში ყოფნისას, პირველი უნდა იყოთ მათ შორის, ვინც ცეცხლის ხაზზე შეიჭრება. ოფისში კი, ეს გაცილებით დიდხანს და გულდასმით მუშაობას ნიშნავს, და იმასაც, რომ პირველმა მიიღო დარტყმა, თუ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ვარაუდობდით.

ყველაზე ცუდი ლიდერები საკუთარ თანამშრომლებს ისეთ მოთხოვნებს უყენებენ, რომელთა შესრულებასაც თავად არ აპირებენ. ყველაზე კარგი ლიდერები კი არანაირ მოთხოვნებს არ უყენებენ − ისე იქცევიან ისე, როგორც სურთ, რომ მათი თანამშრომლები მოიქცნენ. ასეთ განწყობას დიდი ზეგავლენა აქვს და შედეგი ყოველთვის მოაქვს.

მსგავსი სტატია: მუდმივი განვითარება, საკუთარ თავზე მუშაობა და მომავლის გლობალური ხედვა

6. პასუხისმგებლობა სხვას არავის გადასცეთ. ნამდვილი ლიდერები ადამიანი-ობობას ბიძია ბენის გამონათქვამის მთელ სიბრძნეს აცნობიერებენ: „დიდ ძალაუფლებას დიდი პასუხისმგებლობა მოსდევს“. თუნდაც სხვები იყვნენ დამნაშავენი, სხვებს არასოდეს ადანაშაულებენ. იციან, რომ გაკვეთილების შესასწავლად დრო და ადგილი ყოველთვისაა, მაგრამ საჯაროდ მხოლოდ ერთი რამ უნდა გააკეთოთ: ფეხზე ადგეთ და საკუთარი შეცდომები აღიაროთ.

7. სხვები არ დაივიწყოთ. თუ რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ, არც სხვები დაივიწყოთ. არსებობენ ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც თქვენზეა დამოკიდებული, ან ისეთებიც, რომლებიც იმედს თქვენზე ამყარებენ, სამსახურს ელიან. ეს თქვენი გუნდია, თქვენს გატაცებას და სიყვარულს საქმის მიმართ მას უზიარებთ; და შედეგად რაღაც დიდებულს იღებთ. ასე რომ, იმოქმედეთ. თქვენს გუნდს მეტი შეკითხვა დაუსვით, პასუხებს გულდასმით მოუსმინეთ და მათი იდეები და მოსაზრებები გაითვალისწინეთ.

 ჩემს ცხოვრებაში თუ ოდესმე რაიმე განსაკუთრებული მომხდარა, ეს არმიაში სამსახურია. მთლიანად მისი დამსახურებაა, რომ დღეს ასეთი ვარ. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ კომპანიის დასაარსებლად სამხედრო სამსახურის გავლა ნებისმიერისთვის ნამდვილად არ არის საჭირო. იმედი მაქვს, კომპანიის შექმნისას ამ იდეებს ნებისმიერი ბიზნესლიდერი გაიზიარებს. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა.

More from Entrepreneur

Dustin's experience and expertise can help you monetize your message, build a marketing strategy and connect with influencers.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur